მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის, აჭარული ხაჭაპური პირველ ადგილზე გავიდა

მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის, აჭარული ხაჭაპური პირველ ადგილზე გავიდა

პოპულარულმა საიტმა – www.tasteatlas.com იმ ასი კერძის სია შეადგინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვართ. გამოკითხულთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ყველაზე მაღალი შეფასება ქართულ ხაჭაპურს, კერძოდ კი აჭარულ ხაჭაპურს დაუწერა. შემდეგ ადგილზე ბოსნიური “ჩევაპი” გავიდა, მესამე ადგილი კი იტალიურ “კარბონარას” ერგო. ასეულში ყველაზე მეტჯერ იტალიური სამზარეულოა წარმოდგენილი. “ლაზანია”, “პიცა ნაპოლეტანა”, “ბოლონეზე”, “რიზოტო” – ეს იმ საკვების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევანს აკეთებს. ხაჭაპური ერთადერთი ქართული კერძია, რომელიც ასეულში მოხვდა და თანაც პირველი ადგილი დაიკავა.

მეტი

ტრადიციული საახალწლო კერძები

ტრადიციული საახალწლო კერძები

ახალ წელს ზოგი ჭიქა შამპანურით, საზეიმო ქუდით და ზუსტად 12-ზე – კოცნით ხვდება. თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე შემორჩა ტრადიციული კერძები, რომლებიც საახალწლო სუფრის აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. სამხრეთ ამერიკაში ტრადიციული საახალწლო კერძი “მხტუნავი ჯონია” (Hoppin’ John). მას ე.წ. შავთვალა ბარდისა და ბრინჯისგან ამზადებენ, კომბოსტოს და მწვანილს უმატებენ და სიმინდის პურთან ერთად მიირთმევენ. ამერიკელებს სჯერათ, რომ ამ კერძს საახალწლოდ იღბალი მოაქვს. გავრცელებული ვერსიით, “მხტუნავი ჯონის” სამშობლოდ აფრიკა ითვლება, საიდანაც მონებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოიტანეს. კერძის სახელწოდება კი ჩარლსტონში,…

მეტი