ტრამპი: აშშ-მ ირანელი გენერალი ომის შესაჩერებლად მოკლა და არა მის დასაწყებად

ტრამპი: აშშ-მ ირანელი გენერალი ომის შესაჩერებლად მოკლა და არა მის დასაწყებად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ელიტური ირანული სპეცდანაყოფების მეთაური, ქასემ სულეიმანი იმის გამო მოკლეს, რომ “ომი დასრულებულიყო, კი არ დაწყებულიყო”. “სულეიმანის ტერორის ბატონობა დასრულდა, – უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა ფლორიდაში მდებარე მარ-ალაგოს რეზიდენციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, – აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა შეუდარებლად ზუსტი დარტყმა განახორციელეს და მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი – ქასემ სულეიმანი მოკლეს. იგი საშინელ, გარდაუვალ თავდასხმებს ახორციელებლდა ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე, მაგრამ ჩვენ ის დანაშაულის ადგილზე გამოვიჭირეთ და მისი ლიკვიდაცია მოვახდინეთ”. გენერალი ქასემ…

მეტი

ილია მეორე ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის!

ილია მეორე ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის!

ტრადიციულ წინასაახალწლო მილოცვაში სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ ერს ბედნიერება უსურვა და უმცროსების მხრიდან უფროსების პატივისცემაზე გაამახვილა ყურადღება: „დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის”. პატრიარქის კიდევ ერთი გზავნილი საახალწლო გამოსვლაში…

მეტი

როგორ შეხვდა მსოფლიო 2020 წელს

როგორ შეხვდა მსოფლიო 2020 წელს

მსოფლიომ 2020 წლის ათვლა დაიწყო. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, თუ როგორ შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყანაში ახალი ათწლეულის დადგომას. ლონდონის ცენტრში 2000-მდე ფოიერვერკი გაუშვეს.  ტრადიციული სვლა ჩირაღდნებით შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში 2 ფიგურის გამოსახვით დასრულდა: მეგობრებს ხელი აქვთ ერთმანეთისთვის გაწვდილი.  ტყის მასშტაბური ხანძრების მიუხედავად, რომელსაც  ქვეყნის სამხრეთით ებრძვიან, ავსტრალიის დედაქალაქში ახალი წელი ტრადიციულად გრანდიოზული ფოიერვერკებით აღნიშნეს. სიდნეის მერმა კლოვერ მურმა განაცხადა, რომ ზეიმის გაუქმებას არ აპირებს, რადგან დღესასწაული ადამიანებს ახალ იმედებს აძლევს.  ჰონკონგში, უკვე ნახევარი წელია, მასობრივი დემონსტრაციები და შეტაკებები…

მეტი

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სიდნეიში ფოიერვერკები გაუშვეს- ავსტრალიის ნაწილი ცეცხლშია გახვეული

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სიდნეიში ფოიერვერკები გაუშვეს- ავსტრალიის ნაწილი ცეცხლშია გახვეული

საახალწლო ფოიერვერკების ტრადიციას ავსტრალიის მილიონიან მეტროპოლ სიდნეიში დიდი ტრადიცია აქვს. წელსაც, ისევე როგორც გასული ათწლეულების განმავლობაში, სიდნეიში ფოიერვერკები ევროპის დროით, 2:00 საათზე გაუშვეს. გრანდიოზული ფერადი სპექტაკლი ჰარბორის ხიდზე 12 წუთს გაგრძელდა.   თუმცა წელს საახალწლო სპექტაკლმა პროტესტი და მღელვარება გამოიწვია.  საქმე ისაა, რომ სიდნეის მახლობლად გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.  ცეცხლს 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. მოსახლეობის ნაწილმა დაზარალებულებისადმი სოლიდარობის ნიშნად, საშობაო ფოიერვერკის გაუქმება მოითხოვა, თუმცა ქალაქის მერმა, ამის მიუხედავად, წარმოდგენა არ გააუქმა.    …

მეტი

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს საპატრიარქოში უმასპინძლა. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს, ე.წ. უკანონო საზღვრის კვეთის გამო დააკავა და მოგვიანებით, მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 28 დეკემბერს კი ის გაათავისუფლეს. ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დიდი წვლილი ქართველ მოჭიდავეებს მიუძღვით, რომელთა დახმარებითაც ექიმი ოჯახთან კონტაქტს ახერხებდა და სათანადო პირობებში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, დღეს პატრიარქმა, ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან ერთად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა…

მეტი

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

პარლამენტის წინ კარვები აყარეს

პარლამენტის წინ კარვები აყარეს

დასუფთავების სამსახურის მანქანებმა პარლამენტის წინ მდგარი კარვები აყარეს და ტერიტორია წყლით მორეცხეს. პარლამენტის წინ იდგა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშის“ კარვები. ამ წუთებში ადგილზე  ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა რამდენიმე თვეა არის განლაგებული.

მეტი

ხურმა – სუპერჯანსაღი და გემრიელი

ხურმა – სუპერჯანსაღი და გემრიელი

სუბტროპიკული და ტროპიკული ხეები და ბუჩქები, რომელთა სამშობლოდაც აზია მიიჩნევა. ხურმა ძირითადად კორეაში, იაპონიასა და ჩინეთში იზდრება, თუმცა ხარობს სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთსა და იტალიაში. საქართველოში იაპონური ხურმა დაახლოებით 100 წლის წინათ შემოიტანეს და გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და ქართლის ზოგიერთ რაიონში. ნაყოფი შეიცავს 25% შაქარს (ჩირი 60%-მდე) და უამრავ ვიტამინს. იაპონური ხურმის ჯიშები დაყოფილია 3 ჯგუფად: ტკბილი, ნახევრად ტკბილი და მწკლარტე. ევროპაში ხურმა სპორტსმენების საყვარელ ხილად მიიჩნევა.  ნაყოფს  ურჩევენ მათ, ვისაც მასის მომატება სურთ. 100 გრამი ხურმა 70 კალორიას შეიცავს. …

მეტი

უფასო მგზავრობა ავტობუსებითა და მატარებლებით – 2020 წლის პროექტი

უფასო მგზავრობა ავტობუსებითა და მატარებლებით – 2020 წლის პროექტი

2020 წლიდან ლუქსემბური მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ტრანსპორტი სრულიად უფასო იქნება. ევროპის პატარა სახელმწიფოში ავტობუსები, ტრამვაი და მატარებლები მოქალაქეებს უსასყიდლოდ პირველი მარტიდან მოემსახურებიან. როგორც ორშაბათს ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ფრანსის ბაუშმა განაცხადა, მატარებლებში ფასიანი მხოლოდ პირველი კლასის ბილეთები იქნება, დანარჩენი კი – ქვეყნის მასშტაბით, ყველა მიმართულებით, გადაადგილება უფასო იქნება. პროექტის განხორციელებისთვის ლუქსემბურგის მთავრობამ 2,5 მილიარდი ევრო გამოჰყო. ”უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღება მნიშვნელოვანი სოციალური გადაწყვეტილებაა,”- აცხადებს ლუქსემბურგელი მინისტრი. აღსანიშნავია, რომ უფასო სატრანსპორტო საშუალებებით არა მხოლოდ ადგილობრივები,…

მეტი

1 დაღუპული და 22 დაშავებული – თბილისი- სტამბოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა

1 დაღუპული და 22 დაშავებული – თბილისი- სტამბოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში. თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, ილგაზის რაიონში სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. 31 მგზავრიიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია. ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია “აკ კარადენიზს” ეკუთვნის.

მეტი
1 2 3 4 5 155