საქართველოს ძალოსანთა ნაკრები აშხაბადში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები აშხაბადში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა. გიორგი ასანიძემ თურქმენეთში შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა: 61კგ. შოთა მიშველიძე 67.კგ გოგა ჩხეიძე 89კგ. რეზი დავითაძე 96კგ. ანტონ პლესნოი 102 კგ. ირაკლი ჩხეიძე +109 კგ. ირაკლი თურმანიძე + 109 კგ. ლაშა ტალახაძე ქართველი ძალოსნები პლანეტის პირველობაში 3 ნოემბრიდან ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეჯიბრება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირია.

მეტი

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავა

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გოლურდავა დააკავა. განცხადებას ამის თაობაზე სუსი ავრცელებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21…

მეტი

ელიზაბეთ რუდი ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ელიზაბეთ რუდი ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა. „ამერიკასა და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ საქართველოს უნარში, პასუხისმგებლიანად განაგოს სამხედრო ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტის დროს პარტია „ქართული ოცნების“…

მეტი

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გასამართი ტურნირების ფინალის მასპინძლობაზე, დღეისთვის, უეფას აღმასრულებელ კომიტეტში სულ 11 განაცხადია შესული. გამარჯვებული ქვეყნების ვინაობა, 2019 წლის ივნისში გაირკვევა. ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის, საქართველოსთან ერთად, ავსტრია და ესპანეთი იბრძვიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2020 წლის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი გასულ წელს საკუთარი სურვილით გააუქმა.  

მეტი

“მე თვითონ წავედი ციხეში…არ ვაპირებ, მივმართო ვაშაძეს შეწყალების თხოვნით”, – ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

“მე თვითონ წავედი ციხეში…არ ვაპირებ, მივმართო ვაშაძეს შეწყალების თხოვნით”, – ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში უკანასკნელ დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ვრცელ წერილს აქვეყნებს. ახალაია ხაზგასმით აცხადებს, რომ, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისთვის შეწყალების თხოვნას არ აპირებს. “მინდა ორიოდე სიტყვით მივმართო როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულებითაც არ ვთვლი თავს ისეთ მნიშვნელოვან პერსონად, რომელზეც შეიძლება რამე იყოს დამოკიდებული დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩემი სახელის გამოყენება მაინც ხდება ხელისუფლების ზოგიერთი უსინდისო წარმომადგენლის მხრიდან ჩემთვის სრულიად გაუგებარი ბინძური მიზნებით,…

მეტი

ტრამპს პიტსბურგის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალთან საპროტესტო აქციით დახვდნენ

ტრამპს პიტსბურგის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალთან საპროტესტო აქციით დახვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პიტსბურგში ტერორისტული აქტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. გასულ შაბათს სინაგოგაში – „სიცოცხლის ხე“, ანტისემიტური თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ტრამპთან ერთად ტერაქტის ადგილას მივიდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, პრეზედენტის ქალიშვილი ივანკა, მეუღლის – ჯარედ კუშნერის თანხლებით და ფინანთა მინისტრი სტივენ მნუჩინი. კუშნერიც და მნუჩინიც იუდეველები არიან, ისევე, როგორც თავად ტრამპის ქალიშვილი – ივანკა, რომელმაც იუდაიზმი გათხოვების შემდეგ მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტის სამძიმრის ვიზიტს პიტსბურგში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციით შეხვდა. პიტსბურგის მერი, დემოკრატი ბილ…

მეტი

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვია იყო. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 5:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ-ტრიკი რონინიომ შეასრულა, თითო გოლი კი, ფუმასამ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტურნირის პირველი შეხვედრა მოლდოვას ნაკრების წინააღდეგ ასევე დიდი ანგარიშით – 6:2 მოიგო. ლატვია 2:5 საქართველო საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, ფუმასა, სიმი საიოტი სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია, ჭანუყვაძე,…

მეტი

“იმედი” – “ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”

“იმედი” – “ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”

ტელეკომპანია “იმედი” საგანგებო რეჟიმზე  გადადის  „წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი,“ –  ტელეკომპანია „იმედმა“ ეს განცხადება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ  გაავრცელა და საგანგებო რეჟიმი დააანონსა. ტელეკომპანიას ექნება ახალი საინფორმაციო ბადე, რომლის მიხედვითაც, თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში კვირაში ორჯერ გავა. ასევე, წინასაარჩევნოდ,…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა. კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც გასული წლის მსგავსად, წელსაც მოირგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2018 წლის პრიზიორი, ზურა იაკობიშვილი, ლონდონის თამაშების პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი, დავით მარსაგიშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ავთო კენჭაძე, ეს ის მოჭიდავეები არიან, რომლებმაც მოზარდებისა და საზოგადოებისთვის სპეციალური მიმართვებიც გაავრცელეს.

მეტი

საქართველოს 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური მეორე ადგილით დაასრულეს. ეროვნულმა გუნდმა, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, 9 ოქროს, 10 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შედეგები ასეთია: ირაკლი ჩხეიძე – 3 ოქრო; გოგა ჩხეიძე-2 ოქრო, 1 ვერცხლი; რევაზ დავითაძე – 2 ოქრო, 1 ვერცხლი; დავით ხეცურიანი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი; ანტონ პლესნოი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი; გიორგი ჩხეიძე – 3 ვერცხლი; ანასტასია გოტფრიდი – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო; გოდერძი ბერდელიძე – 1 ვერცხლი;…

მეტი
1 166 167 168 169