ალაბამაში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა

ალაბამაში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ს აღმოსავლეთში, ალაბამას შტატში თავსდამტყდარ ტორნადოს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ოლქის შერიფის, ლი ჯეი ჯონსის თქმით, სტიქიის მსხვარპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. სამაშველო ოპერაცია დღეს, გამთენიას შეწყდა. “მთავარი პრობლემა საცხოვრებელ ადგილებზე ნანგრევების უზარმაზარი მასაა”, – განუცხადა “სი-ენ-ენს” ჯონსმა. აშშ-ს ნაციონალური მეტეოსამსახურის ცნობით, შტორმის ეპიცენტრში ქარის სიჩქარემ 266 კმ/საათს მიაღწია. შტატის ხელისუფლება დაღუპულთა და დაშვებულთა შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვია – ქალაქ ბორეგარიდან. ასეთი…

მეტი

23-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი ხვალ იწყება

23-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი ხვალ იწყება

4-10 მარტს, სერბეთის ქალაქი ნოვი სადი, 23 წლამდელებს შორის, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც პირველები, ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების განაცხადი, ევროპირველობაზე ასეთია: 55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ხობი) 60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი) 63 კგ – ლევან ქავჟრაძე (ოზურგეთი) 67 კგ – გიორგი კურტანიძე (გარდაბანი) 72 კგ – რამაზ ზოიძე (აჭარა) 77 კგ – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი) 82 კგ – აივენგო რიკაძე (გარდაბანი) 87 კგ – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი) 97…

მეტი

ბექა ბუჯიაშვილი ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

ბექა ბუჯიაშვილი ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე  ბექა ბუჯიაშვილი (57კგ) ბულგარეთის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ფალავანმა, ფინალში, მსოფლიოს პრიზიორი, თურქი სულეიმან ატლი 6:3 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. გარდა ბუჯიაშვილისა, ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა კენჭაძემ (79კგ), ხოლო ვერცხლი – ირაკლი მწითურმა (92კგ). რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს (125 კგ), ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში, უკრაინელ მეტოქეს ხელის ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.  

მეტი

“კრიტსალბეთ ეროვნული ლიგა” – საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი სახელი აქვს

“კრიტსალბეთ ეროვნული ლიგა” – საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი სახელი აქვს

საქართველოს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება. ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს ახალი მთავარი პარტნიორი ჰყავს. 2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან, კომპანია “კრისტალბეთი” ეროვნული ლიგის ოფიციალური წარმდგენი იქნება. “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა” 1 მარტს დაიწყო, ხოლო “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2” სტარტს დღეს აიღებს. ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის – “კრისტალბეთის” მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა სიახლე ელოდება. “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” პოპულარიზაციისთვის, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი, მატჩების ტრანსლაცია “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ინტერნეტ-პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება, პარალელურად…

მეტი

ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის  სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს. ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. “წელს, ავლაბრის ტერიტორიაზე უკვე მესამე სახლს ვამაგრებთ. მსგავსი პროექტების განხორციელების მიზანია, შენობებს მდგრადობა ხანგრძლივი ვადით შევუნარჩუნოთ და ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე ავაცილოთ. პროცესში…

მეტი

მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში რჩება

მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მირზა სუბელიანის ადვოკატების შუამდგომლობა, მათი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების შესახებ და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე, ამიტომ არ დაეთანხმა სუბელიანისთვის უფრო ნაკლებადმძიმე სასჯელის დაკისრებას. დაცვის მხარის მოთხოვნა, 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სუბელიანი გათავისუფლებულიყო, არ დაკმაყოფილდა. სუბელიანმა პროცესზე განაცხადა, რომ თუ საზოგადოების ინტერესი არის ისეთი, რომ იგი ციხეში უნდა იყოს, მაშინ ის დარჩება პატიმრად. შემდეგი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა,…

მეტი

ბულგარეთის ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა

ბულგარეთის ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარეთის ქალაქ რუსეში, დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის მემორიალზე, გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ, სარეიტინგო კატეგორიის ტურნირისთვის გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. 74 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება ბულგარეთში. ეროვნული გუნდის პირველი ნომერი, ავთანდილ კენჭაძე ეროვნულ ჩემპიონატზე მიღებულ ტრავმას იშუშებს. გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, ტურნირზე იჭიდავებენ: 57 კგ – გიორგი ღონიაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ – ოთარ გოგავა 65 კგ –…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანი გახდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანი გახდა

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს  მსოფლიოს მე-12 ჩოგანს,  კარენ ხაჩანოვს, ორ სეტში, ძალიან დამაჯერებლად – 6:4, 6:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბასილაშვილს რუსი მეტოქის დასამარცხებლად მხოლოდ 1 საათი და 11 წუთი დასჭირდა, ამ გამარჯვებით კი მსოფლიო კვალიფიკაციაში მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. დოჰას ტურნირზე, ბასილაშვილის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

მეტი

2 ოქრო, 1 ვერცხლი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა უნგრეთში მედლები გაინაწილეს

2 ოქრო, 1 ვერცხლი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა უნგრეთში მედლები გაინაწილეს

100%-იანი შედეგი აჩვენა უნგრეთის საერთაშორისო გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ტურნირი, რომელიც UWW-ს (ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება) ეგიდით, უნგრეთის ქალაქ დიორში დღეს დაიწყო, სარეიტინგო ტურნირების სერიაში შედის. პირველ საშეჯიბრო დღეს, საჭიდაო ხალიჩაზე სამი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და სამივე მათგანი ფინალში გავიდა. 72 კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი არ შედგა. საჩინო დავითაია ნეკნის ტრავმის გამო შმაგი ბოლქვაძეს ვერ გამოუცხადდა, შესაბამისად, ბოლქვაძეს ოქროს მედალი ერგო, დავითაიას კი – ვერცხლი. 82 კგ-ში, კიდევ ერთმა ქართველმა,…

მეტი

“კაპიტანი ფანტასტიკა” -IJF-ის სტატია ვარლამ ლიპარტელიანზე

“კაპიტანი ფანტასტიკა” -IJF-ის სტატია ვარლამ ლიპარტელიანზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ხვალ დიუსელდორფის გრან სლემზე იასპარეზებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქართველ კაპიტანს სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომლის თარგმანიც ფეისბუქ გვერდმა – We love Judo-მ გაავრცელა. “ელიტარული ათლეტი როცა სერიოზული პრობლემების წინაშე დგება, მას შეუძლია გადალახოს ეს ყველაფერი. გარდა იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობას ატარებს ვარლამი მისი ქვეყნისადმი. მსოფლიოს პირველი ნომერი ლიპარტელიანი, სავარაუდოდ, კარიერაში საუკეთესო ფორმაშია, მაშინ როცა მან გაუძლო საკმაოდ ხმაურიან და დაძაბულ დროს  თავის ქვეყანაში. 29 წლის ძიუდოისტმა მასტერსი და პარიზის…

მეტი
1 126 127 128 129 130 169