სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა. განსახილველ საკითხებს შორის საქართველო – საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერება იყო. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს უწყობს საფრანგეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების და კულტურის სფეროებში. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა საქართველოს რეგიონში…

მეტი

Breaking News: ცნობილი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

Breaking News: ცნობილი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი, 85 წლის ასაკში, დღეს საფრანგეთში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Paris Match ავრცელებს. კარლ ლაგერფილდი 1938 წლის 10 სექტემბერს ბანკირის ოჯახში დაიბადა.  მან საუკეთესო განათლება მიიღო. დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ და იტალიური ენებს. საბოლოო პროფესიის არჩევაში მას დედა, არისტოკრატი ქალბატონი დაეხმარა, რომელიც კარლს გემოვნებასა და დახვეწილ მანერებს ბავშვობიდან უყალიბებდა. კარლ ლაგერფილდი “შანელის მოდის სახლს” 1983 წლიდან  ხელმძღვანელობდა. წელიწადში 2500 ესკიზს ქმნიდა, დღეში კი – საშუალოდ, შვიდს. ცნობილია, რომ გერმანელი დიზაინერი დაუღალავად…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ოვანეს სააკიანის ხსოვნის საერთაშორისო ტუნირზე გამოსვლა 9 მედლით დაასრულეს. 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია ქართველი ფალავნების შედეგი უკრაინიდან. ტურნირის გამარჯვებულები დავით ტლაშაძე (74 კგ), მამუკა კორძაია (97 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) გახდნენ, ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად, მეორე საპრიზო ადგილები გოგა ძიგუამ (57 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და თორნიკე კვინიკაძემ (86 კგ) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი მირზა სხულუხია (70 კგ),…

მეტი

თბილისის მერი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა შვედეთის ელჩს თბილისში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ავტობუსების არსებული პარკის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე, ამავე მიზნით, მიმდინარეობს მეტროს რეაბილიტაცია და მოძრავი შემადგენლობების დამატება; დაგეგმილია მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტის განხორციელება. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მერმა შვედეთის ელჩს ტაქსებით მომსახურების მოწესრიგების მიმართულებით…

მეტი

მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა

მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა

მონაკოში ე.წ. სპორტული ოსკარების (Laureus) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მსოფლიოს საუკეთსო სპორტსმენის ტიტული არავის დაუთმო სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც გამოკითხვაში მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, ფრანგი კილიან მბაპე და ნბა-ს სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი ჩამოიტოვა. მიუხედვაად ტრავმებისა და ოპერაციებისა, სერბმა, გასულ წელს დიდი სლემის ორი ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა და უიმბლდონი მოიგო, წელს კი –  ავსტრალიის ღია პირველობა. ქალებს შორის საუკეთესოდ, ამერიკელი ტანმოვარჯიშე საიმონ ბაინსი დასახელდა, რომელიც 2018 წელს მსოფლიო  ჩემპიონი გახდა და მორიგი მედალი შემატა თავის…

მეტი

კახა კალაძე თქვენს კითხვებს დღეს, პირდაპირ ეთერში უპასუხებს  

კახა კალაძე თქვენს კითხვებს დღეს, პირდაპირ ეთერში უპასუხებს   

დღეს საღამოს 21:00 საათზე თბილისის მერი, კახა კალაძე და მისი მოადგილეები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ. Facebook LIVE თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საზოგადოებასთან მსგავსი კომუნიკაცია  მერისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა ამ ფორმატში (მოადგილეებთან ერთად) ჩართვა პირველად განხორციელდება.      

მეტი

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ, განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა. “მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დეკანოზი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15 თებერვალს გაუარესდა, ამ დრომდე, ღუდუშაურის…

მეტი

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. თბილისის მერმა სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა. „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად…

მეტი

რეზო ესაძე – 85 

რეზო ესაძე – 85 

21 თებერვალს 18:30 –ზე,  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. 20:30-ზე კი, კინოთეატრ რუსთაველის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია. გადაღებული აქვს…

მეტი

ბრიტანეთის პარლამენტი Facebook-ის წინააღმდეგ

ბრიტანეთის პარლამენტი Facebook-ის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელებს, პირველ რიგში – “ფეისბუკს”, არ შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელების დამოუკიდებლად შეჩერება და ამიტომ, მკაცრ რეგულაციებს საჭიროებს, – ამ დასკვნამდე ბრიტანეთის პარლამენტის კულტურის, მედიის, სპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების კომიტეტი მივიდა. კომიტეტმა ახლახანს გამოაქვეყნა დასკვნა გამოძიების თაობაზე, რომელიც ერთ წელზე მეტი გრძელდებოდა. გამოძიება “დეზინფორმაციასა და ფალსიფიცირებულ ახალ ამბებს” შეეხებოდა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული თავად მარკ ცუკენბერგზეც. პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ “ფეისბუკის” დამაარსებელმა ვერ შეძლო, ეჩვენებინა “ლიდერობა და პერსონალური პასუხისმგებლობა” ფალსიფიცირებული ახალი ამბების გავრცელების საკითხში, თავად კომპანიამ კი…

მეტი
1 101 102 103 104 105 140