Nino from Georgia – ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპთან

Nino from Georgia – ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპთან

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს უმასპინძლა. შეხვედრას, რომელიც ტრამპის სამუშაო კაბინეტში შედგა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა. იქვე, ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ. სტუმრებს, დონალდ ტრამპის  შემდეგ, მისმა ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა მიმართა და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს თხოვნით მიმართა, საზოგადოებისთვის ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაცია გაეზიარებინა. ზამბახიძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს და აღნიშნა, რომ ისინი ზრუნავენ მსოფლიო…

მეტი

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე: “მე მაქვს ერთი საინტერესო და სრულიად არამეცნიერული შეხედულება ჩვენს ანბანზე – ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი ანბანი გაქვს ერს, რადგან თქვენ გვიყურებთ გაოცებული; ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ – არაბული, სპარსული, სომხური…

მეტი