აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო – იმპიჩმენტი არ შედგა

აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო – იმპიჩმენტი არ შედგა

აშშ-ს სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო. ბრალდების ორივე მუხლი – ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლა, სენატორებმა ხმათა უმრავლესობით უარყვეს. ტრამპის წინააღმდეგ  ხმა ერთადერთმა რესპუბლიკელმა, გავლენიანმა სენატორმა მიტ რომნიმ მისცა. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპმა შეუფასებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ფიცსა და ამერიკის კონსტიტუციას. პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას, სენატის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 67 ხმა სჭირდებოდა. იმპიჩმენტის პროცედურა სენატში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა….

მეტი

ბრიტანული პრესის სოლიდარობა კრიტიკულ მედიას – ჯონსონის მთავრობა სკანდალში გაეხვა

ბრიტანული პრესის სოლიდარობა კრიტიკულ მედიას – ჯონსონის მთავრობა სკანდალში გაეხვა

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის სიახლეებს აშუქებენ, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგს ბოიკოტი გამოუცხადეს. მიზეზი პრემიერის მრჩევლების გადაწყვეტილება იყო – არ დაეშვათ პრეს-კონფერენციაზე კრიტიკულად განწყობილი და მემარცხენე გამოცემების წარმომადგენლები. სამთავრობო ბრიფინგზე, ადმინისტრაციის მიერ მოწვეულ რეპორტიორებს სთხოვეს, რეზიდენციის ვესტიბიულში, ხალიჩის ერთ მხარეს დამდგარიყვნენ (შავი კარის წინ – ნომრით 10, საიდანაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალური განცხადებების გაკეთების დროს გამოდის), დანარჩენ ჟურნალისტებს კი ხალიჩის მეორე მხარეს მიუჩინეს ადგილი. ამას ისიც დაემატა, რომ ღონისძიებაზე, რომელიც ბრექსტთან დაკავშირებით სამთავრობო გეგმებს შეეხებოდა,…

მეტი

შოტლანდიას ევროკავშირში დაბრუნება უნდა – დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით

შოტლანდიას ევროკავშირში დაბრუნება უნდა – დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით

შოტლანდიის ავტონომიის მთავრობის მეთაური, ნიკოლა სტერჟენი აცხადებს, რომ შოტლანდია აუცილებლად დაბრუნდება ევროკავშირში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა გამოსვლები უკვე გაიმართა ედინბურგში, გლაზგოში, დანდსა და სხვა შოტლანდიურ ქალაქებში. მიტინგებში ბრიტანეთის პარლამენტის ის დეპუტატები მონაწილეობდნენ, რომლებიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას წარმოადგენენ. დემონსტრაციების მონაწილეები შოტლანდიას ევროპულ ქვეყანას უწოდებენ და მის ევროკავშირში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ. 2016 წელს გამართულ რეფერენდუმზე შოტლანდიელთა 62%-მა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრექსიტის დღეს, თავის გამოსვლაში სტერჟენმა მომხრეებს მოუწოდა, კანონის ფარგლებში, იბრძოლონ ახალი რეფერენდუმის ჩატარებისთვის, რომელმაც შოტლანდიას დამოუკიდებლობა…

მეტი

სემ მენდესის “1917” BAFTA-ს გამარჯვებული გახდა

სემ მენდესის “1917” BAFTA-ს გამარჯვებული გახდა

ლონდონში, ბრიტანეთის კინო და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის – BAFTA 73-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ტრიუმფატორი რეჟისორ სემ მენდესის სამხედრო დრამა – “1917” აღმოჩნდა. ფილმმა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ორი ბრიტანელი ჯარისკაცის ისტორიას მოგვითხრობს, ნომინირებული ცხრა კატეგორიიდან შვიდში გაიმარჯვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ვიზუალური ეფექტების და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ნომინაციებში. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ ფილმზე მეტ, 11 ნომინაციაში წარდგენილი იყო რეჟისორ ტოდ ფილიპსის ფილმი – “ჯოკერი”, 10 კატეგორიაში კი – კვენტინ ტარანტინოს “ერთხელ…

მეტი

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 3000-ით გაიზარდა

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 3000-ით გაიზარდა

კორონავირუსის ახალი ტიპით – 2019-nCoV დაინფიცირებულ პირთა რაოდენობამ ჩინეთში 17 ათასს მიაღწია. აქედან, 361 ადამიანი ვირუსის შედეგად განვითარებული პნევმონიით გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 2829 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. “ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა ქვეყნის 31 პროვინციიდან მიიღო დადასტურებული ინფორმაცია 17205 ადამიანზე, რომლებსაც, ვირუსის გამო, პნევმონია განუვითარდათ. აქედან, 2296 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 361 გარდაიცვალა, ხოლო 475 – განკურნებული გაეწერა კლინიკიდან”, – ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ,…

მეტი

მეგან მარკლი ჰარიზე ქორწინებას ნანობს და სამსახიობო კარიერას უბრუნდება

მეგან მარკლი ჰარიზე ქორწინებას ნანობს და სამსახიობო კარიერას უბრუნდება

daily mail დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბიოგრაფის და Vanity Fair-ის კონტრიბუტორის, სალი ბედელ სმიტი სკანდალურ ინეტრვიუს აქვეყნებს.  სალი ბედელ სმიტი გამოცემასთან ამბობს რომ მეგან მარკლი სამსახიობო კარიერისთვის თავის დანებებას ნანობს და სამეფო ოჯახთან დაკავშირებით მისი  მოლოდინები არ გამართლდა. ” ის საკმაოდ განსხვავდებოდა სამეფო ოჯახის სხვა რძლებისგან, რადგან წარმატებული პროფესიონალი გახლდათ და ამ ყველაფრის გვერდზე გადადება მოუწია, რომ პრინც ჰარიზე დაქორწინება შესძლებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ის ნანობს თავის გადაწყვეტილებას, რადგან მისი მოლოდინები სამეფო ოჯახთან დაკავშირებით არ…

მეტი

ჩინეთში, ეპიდემიის ზონაში მყოფი ოთხი ქართველი კარანტინს თურქეთში გაივლის

ჩინეთში, ეპიდემიის ზონაში მყოფი ოთხი ქართველი კარანტინს თურქეთში გაივლის

ჩინეთში მყოფმა საქართველოს 4-მა მოქალაქემ ევაკუაციაზე თანხმობა განაცხადა. ისინი სამხედრო თვითმფრინავით თურქეთში გადაფრინდებიან, სადაც კარანტინის პერიოდს გაივლიან. ფრენას თურქეთის მხარე უზრუნველყოფს. „ამ დროისათვის თანხმობა განაცხადა საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, თუმცა ჩინეთში ტურისტად მყოფი რამდენიმე მოქალაქეც დაგვიკავშირდა. ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ მათი გადმოყვანაც მოხდეს. ისინი კარანტინს თურქეთში გაივლიან. თურქეთი კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით. ამაში ასევე აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ყველას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის“, – აცხადებს ეკა ტიკარაძე. ამ…

მეტი

FACEBOOK NEWS: დღეიდან “ფეისბუქზე” საკუთარი ისტორიის წაშლა შეგიძლიათ

FACEBOOK NEWS: დღეიდან “ფეისბუქზე” საკუთარი ისტორიის წაშლა შეგიძლიათ

Facebook-ს ახალი ფუნქცია ემატება. სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს უკვე შეუძლია საკუთარი ისტორია “გაწმინდოს” – განცხადება ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა გააკეთა. Clear History Tool ახალი სექციის — “Off-Facebook Activity-ს” ნაწილია. ეს ფუნქცია Facebook-ს ჯერ კიდევ 2018 წელს დაემატა, თუმცა მხოლოდ 3 ქვეყნისთვის იყო ხელმისაწვდომი.  თუმცა საკუთარი ისტორიის წაშლა დღეს უკვე ყველა მომხმარებელს შეუძლია.

მეტი

კორონავირუსის გამო მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გამო მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  განცადება ამის შესახებ, გაეროს ჯანდაცვის უწყების გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა. კორონავირუსი ამ ეტაპზე 18 ქვეყანაშია გავრცელებული. სიკვდილის შემთხვევები მხოლოდ ჩინეთშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ  ვირუსის უპრეცედენტო აფეთქებაზე რეაქციაც უპრეცედენტო იყო. “მინდა გარკვევით ვთქვა, რომ ეს არ ნიშნავს ჩინეთისადმი უნდობლობის გამოხატვას” – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. “ჩვენი უდიდესი შეშფოთების საგანია ვირუსის პოტენციალი, გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სუსტია”…

მეტი

აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

კარიბის ზღვაში მიწისძვრასთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: კარიბის ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, შესაძლოა დამატებითი ბიძგების განმეორება და ცუნამის საშიშროება. სანაპირო ზოლის მიმდებარე მცხოვრებ მოქალაქეებს გთხოვთ, თვალყური ადევნოთ და დაემორჩილოთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს: 202-387-2390“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში. კარიბის ზღვაში, იამაიკასა და აღმოსავლეთ კუბას შორის 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ, შესაძლოა, კუბაში, იამაიკაში, მექსიკის დასავლეთით და ცენტრალურ ამერიკაში ძლიერი…

მეტი
1 2 3 4 5 29