მაიკლ ჯექსონი, გარდაცვალებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, Forbes რეიტინგის სათავეშია

მაიკლ ჯექსონი, გარდაცვალებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, Forbes რეიტინგის სათავეშია

ჟურნალის – Forbes ვერსიის მიხედვით, მაიკლ ჯექსონი ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგის სათავეში მოექცა. მისი შემოსავალი 10-ჯერ აღემატება ელვის პრესლის შემოსავალს, რომელიც ამავე სიაში მეორე ადგილს იკავებს. ჟურნალის მონაცემებით, მაიკლ ჯექსონმა, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა, მიმდინარე წელს 400 მლნ დოლარი გამოიმუშავა, ელვის პრესლმა – 40 მლნ. დოლარი. სიის პირველ ათეულში ხუთი გარდაცვლილი მომღერალი და მუსიკოსია. შემოსავლის დიდი ნაწილი ჯექსონის მემკვიდრეებმა კორპორაცია Sony-ს მუსიკალურ გამომცემლობა EMI Music Publishing-ში მომღერლის კუთვნილი წილის გაყიდვის შედეგად მიიღეს, ნაწილი…

მეტი

ტრამპს პიტსბურგის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალთან საპროტესტო აქციით დახვდნენ

ტრამპს პიტსბურგის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალთან საპროტესტო აქციით დახვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პიტსბურგში ტერორისტული აქტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. გასულ შაბათს სინაგოგაში – „სიცოცხლის ხე“, ანტისემიტური თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ტრამპთან ერთად ტერაქტის ადგილას მივიდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, პრეზედენტის ქალიშვილი ივანკა, მეუღლის – ჯარედ კუშნერის თანხლებით და ფინანთა მინისტრი სტივენ მნუჩინი. კუშნერიც და მნუჩინიც იუდეველები არიან, ისევე, როგორც თავად ტრამპის ქალიშვილი – ივანკა, რომელმაც იუდაიზმი გათხოვების შემდეგ მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტის სამძიმრის ვიზიტს პიტსბურგში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციით შეხვდა. პიტსბურგის მერი, დემოკრატი ბილ…

მეტი

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება დადგეს

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება დადგეს

ინდოეთის შტატ გუჯარათში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება – „ერთობა“ დადგეს. ძეგლი განდის მიმდევრის, სარდარ ვალაბჰაი პატერის პატივსაცემად ააგეს, რომელიც ინდოეთის შტატების გამაერთიანებლად ითვლება.   ქანდაკება ინდოეთის პრემიერის, ნარენდრა მოდის საყვარელი ქმნილებაა. მას 5 წლის მანძილზე აგებდნენ. სტატუის პროექტს ინდოეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა – მისი ღირებულება 430 მილიონი დოლარია.   ფოტოები: GETTY IMAGES

მეტი

ტრამპი: უცხო ქვეყნების მოქალაქეთა აშშ-ში დაბადებული შვილები ამერიკის მოქალაქეობას ვეღარ მიიღებენ

ტრამპი: უცხო ქვეყნების მოქალაქეთა აშშ-ში დაბადებული შვილები ამერიკის მოქალაქეობას ვეღარ მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს, გაუუქმოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შვილებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში დაიბადნენ. “ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ადამიანი ჩამოდის, შვილს აჩენს და ბავშვი, 85 წლით, აშშ-ს მოქალაქეობას და ყველა შესაბამის უპირატესობას იღებს. ეს სისულელეა და ამიტომ უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ტრამპმა HBO-ს ტელეეთერში. მოქალაქეობის მიღების უფლებას, შეერთებულ შტატებში დაბადების შემთხვევაში, აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორება ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, მისი გაუქმებისთვის სახელმწიფოს ძირითად კანონში ახალი შესწორების შეტანა საჭირო არ გახდება…

მეტი

წყალდიდობა ვენეციაში – იტალიაში უამინდობამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

წყალდიდობა ვენეციაში – იტალიაში უამინდობამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა ვენეციაში ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. წყლის სიმაღლემ მეტრნახევარს გადააჭარბა. ვენეციის ისტორიული ცენტრი დაიტბორა. ქალაქის ქუჩებისა და მოედნების 75% წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ვენეციის არსებობის ისტორიაში ეს მეოთხე წყალდიდობაა. უამინდობას რეგიონში 4 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლებამ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართა: დაიკეტა სკოლები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის, ვენეციის მთავარი მოედანი – სან-მარკო. უამინდობის მიუხედავად, ვენეციის მაცხოვრებლები და ტურისტები ქალაქის დატოვებას არ აპირებენ.                  …

მეტი

FBI-მ დააკავა პირი, რომელმაც ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და ტელეკომპანია CNN-ის აფეთქება სცადა

FBI-მ დააკავა პირი, რომელმაც ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და ტელეკომპანია CNN-ის აფეთქება სცადა

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდის ქალაქ პლანტეიშენში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 13 საფოსტო ბომბის დამზადებასა და გაგზავნაშია ეჭვმიტანილი. ადრესატებს შორის იყვნენ: ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, დემოკრატი სენატორები – კორი ბუკერი და კამალ ჰარისი, ასევე, ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კლეპერი. მსგავსი საფოსტო ამანათები ხელნაკეთი ბომბებით, ასევე გაიგზავნა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-სა და მსახიობ რობერტ დე ნიროს რესტორანში. ყველა გაგზავნილ მისამართზე საფოსტო ბომბების წინასწარ აღმოჩენა და გაუვნებელყოფა მოხერხდა. შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ აფეთქებულა….

მეტი
1 20 21 22