კორონავირუსის გავრცელებისთვის, რელიგიური სექტის ლიდერებს მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ

კორონავირუსის გავრცელებისთვის, რელიგიური სექტის ლიდერებს მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ

სეულის ხელისუფლებამ პროკურატურაში შინჩონჯის მიმდევართა რელიგიური სექტის 12 ლიდერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათ ბრალი ედებათ მკვლელობაში, ზიანის მიყენებასა და ინფექციური დაავადებების გავრცელების კონტროლის შესახებ კანონის დარღვევაში.  სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, ვირუსის აფეთქება და მისი მთელ ქვეყანაში გავრცელება მოხდა ქალაქ თეგუდან, სადაც ამ სექტის მიმდევრებმა, რელიგიური რიტუალის დროს, ჯერ ერთმანეთი დააინფიცირეს, შემდეგ კი ინფექცია სხვებსაც გადასდეს. ხელისუფლებამ სექტის წევრებს – 230 ათას ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. აქედან, 9 ათასმა პირმა განაცხადა, რომ კორონავირუსის სიმტომები…

მეტი

კორონავირუსი – როგორ უნდა დავიცვათ თავი დიდ ქალაქებში?

კორონავირუსი – როგორ უნდა დავიცვათ თავი დიდ ქალაქებში?

ახალი ტიპის კორონავირუსი, სახელწოდებით Covid-19, უკვე გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. არსებული მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ის კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. ეპიდემიის განსაკუთრებული რისკის ქვეშ, მსოფლიოს დიდი ქალაქებია. სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან, თუკი ხალხმრავალ ადგილას ვცხოვრობთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი  საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, მცირე ნაწილაკებისგან, რომლებსაც ცემინების ან ხველების დროს გამოვყოფთ. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც გრიპის აფეთქების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, სხვებთან…

მეტი

ისტორიული შეთანხმება მიღწეულია: აშშ და თალიბანი ავღანეთში მშვიდობაზე შეთანხმდნენ

ისტორიული შეთანხმება მიღწეულია: აშშ და თალიბანი ავღანეთში მშვიდობაზე შეთანხმდნენ

აშშ-მ და რადიკალურმა დაჯგუფება “თალიბანმა” ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ისტორიული შეთანხმებით, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდება, რომელმაც უკვე შეიწირა ათეულ ათასობით სიცოცხლე და მილიარდობით დოლარი. ავღანეთში მყოფი 13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი შინ დაბრუნდება.  იმ შემთხვევაში, თუ თალიბანი შეთანხმების პირობებს დაიცავს, ამერიკული ჯარი ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის, მოლაპარაკებები დაიწყება. თალიბანი არც ერთ მის წევრს და არც “ალ-ქაიდას” არ მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია…

მეტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, მთელი მსოფლიო საფრთხეშია!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, მთელი მსოფლიო საფრთხეშია!

“ეპიდაფეთქება გრძელდება. კორონავირუსი 2019-nCoV, შესაძლოა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავრცელდეს. ჩვენ ამას, დიდი ხანია, ვწინასწარმეტყველებთ”, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქრისტიან ლინდმაიერმა. დღეს, ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ნიგერიასა და ახალ ზელანდიაში. ვირუსმა დედამიწის ყველა კონტინენტი მოიცვა, ანტარქტიდის გარდა. ვირუსის გავრცელების მხრივ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, პირველ ადგილას სამხრეთ კორეაა. მხოლოდ ერთ დღეში, დაავადებულთა რაოდენობა აქ 315-დან 2337-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავს შეუძლოდ გრძნობს რომის პაპი, რომელმაც რამდენიმე ღვთისმსახურება გადადო და…

მეტი

თურქეთი რუსეთს სასტიკი შურისძიებით და ომით ემუქრება

თურქეთი რუსეთს სასტიკი შურისძიებით და ომით ემუქრება

“სირიაში ვითარების გამწვავების ფონზე, თურქეთი მზად არის რუსეთთან საომარი მოქმედებებისთვის”- ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მესუთ ჰაკიმ გააკეთა. მისი განცხადებით, “რუსეთს 16-ჯერ ვეომეთ და ანკარა მზად არის კიდევ ერთხელ გააკეთოს ეს”. მისი სიტყვებით, “თურქეთის შურისძიება სასტიკი იქნება” და რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს “შინგნიდან დანაწევრდება”. წუხელ, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციიით, ავიაშეტევა “სირიის რეჟიმის” სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს, თუმცა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს….

მეტი

საჰაერო დარტყმის შედეგად, სირიაში 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

საჰაერო დარტყმის შედეგად, სირიაში 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ სირიის საზღვართან მდებარე თურქეთის პროვინცია ჰატაის გუბერნატორმა, რაჰმი დოგანმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციიით, ავიაშეტევა “სირიის რეჟიმის” სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს, თუმცა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. სირიის ხელისუფლება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეტინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო და სახმელეთო შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბში, “სირიული რეჟიმის” ყველა ცნობილ ობიექტზე საპასუხო შეტევა განახორციელეს. სირიის საზღვართან გაემგზავრნენ…

მეტი

Virgin Galactic: კოსმოსში გაფრენის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს

Virgin Galactic: კოსმოსში გაფრენის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს

კომპანია Virgin Calactic-მა, რომელიც ბრიტანელმა მილარდელმა, რიჩარდ ბრენსონმა კოსმოსში კომერციული ფრენებისთვის დააარსა, განაცხადა, რომ დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე გასაფრენ ტურისტულ ბილეთებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. სამგზავრო კოსმოსური ხომალდი SpaceShipTwo 2018 წლიდან გამოსაცდელ ფრენებს ახორციელებს. ტურისტული რეისების დაწყება კი 2020 წლის ბოლოდან იგეგმება. კომპანიამ უკვე მიიღო 8000-მდე განაცხადი. გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, Virgin Galatic, დეპოზიტის სახით, თითოეული ბილეთისთვის 1000 დოლარს ითხოვს. თუკი გაფრენა არ შედგა, თანხა უკან დაბრუნდება. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციათა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – თითო აქციაზე…

მეტი

კორონავირუსის აფეთქება: რა ხდება, ამ დროისთვის, მსოფლიოში?

კორონავირუსის აფეთქება: რა ხდება, ამ დროისთვის, მსოფლიოში?

კორონავირუსით – Covid-19 ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიაში მკვეთრად იმატა – მხოლოდ ერთ ღამეში დაავადებულთა რაოდენობა ერთი მესამედით გაიზარდა და 453 ადამიანს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 3. ეპიდემია იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული, მათ შორის, ლომბარდიაში, რომლის მთავარი ქალაქი მილანია. მილანში რესტორნები, კაფეები და სასტუმროები, პრაქტიკულად, დაცარიელდა. ვირუსის გავრცელების მხრივ, მეორე ადგილზეა ვენეცია და მისი მიმდებარე ტერიტორიები.  იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა ზომას მიმართავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იხურება…

მეტი

“რემდესივირი“ – კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი შექმნილია

“რემდესივირი“ – კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი შექმნილია

აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის კლინიკური გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატის ტესტირება ნებრასკის სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს. პრეპარატი სახელწოდებით „რემდესივირი“ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეად საიენსმა“ შექმნა. ამჟამად მისი გამოცდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებზე მიმდინარეობს. პირველი პაციენტი, ვინც „რემდესივირს“ ღებულობს, იაპონიაში საკრუიზო ხომალდიდან აშშ-ში ევაკუირებული მოქალაქეა. მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეატყობინა ჩინეთის მთავრობას, რომ „რემდესივირის“ პირველმა ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსის დამარცხება შეუძლია. „ახლა არსებობს მხოლოდ ერთი…

მეტი

ანტარქტიდაზე ყინულის დნობის მასშტაბი უპრეცენდენტოდ გაიზარდა

ანტარქტიდაზე ყინულის დნობის მასშტაბი უპრეცენდენტოდ გაიზარდა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც ანტარქტიდაზე არსებული ყინულის საფარის დნობის პროცესია დაფიქსირებული. კონტინენტზე ყინულის ასეთი სწრაფი ტემპით დნობა მკვეთრმა დათბობამ გამოიწვია. 2020 წლის 6 თებერვალს ანტარქტიკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა, მეტეოროლოგებმა რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 18,3 °C დააფიქსირეს, რაც უპრეცენდენტო მაჩვენებლია. NASA-ს მიერ 4 და 13 თებერვალს გადაღებული ფოტოსურათების შედარებისას ჩანს, როგორ ჩნდება კუნძულ იგლ აილენდის ზედაპირზე ლურჯი ფერის ლაქები. ეს არის წყალსატევები, რომლებიც დამდნარი…

მეტი
1 2 3 4 29