უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე ზელენსკი იმარჯვებს: ეგზიტპოლის მიხედვით, მას ხმათა 73,2% აქვს

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე ზელენსკი იმარჯვებს: ეგზიტპოლის მიხედვით, მას ხმათა 73,2% აქვს

ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, შოუმენი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდება. სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ მან ხმათა 73,2% მოაგროვა, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი ხმათა მხოლოდ 25,3% ერგო. ზელენსკი, დიდი უპირატესობით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში ლიდერობს. ყველაზე ნაკლებად მას ქვეყნის დასავლეთ ნაწილმა დაუჭირა მხარი, თუმცა პოროშენკო იქაც დაამარცხა (57% – 41,3%-ის წინააღმდეგ). ნაციონალური ეგზიტპოლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს და ის არ არის არც ერთ პოლიტიკურ კანდიდატსა თუ პარტიაზე დამოკიდებული. ინტერვიუსთვის შეირჩა ყოველი მე-12 ამომრჩეველი, რომელიც არასპეციალური…

მეტი

137 დაღუპული: სისხლიანი კათოლიკური აღდგომა შრი-ლანკაში

137 დაღუპული: სისხლიანი კათოლიკური აღდგომა შრი-ლანკაში

სულ მცირე, 137 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა შრი-ლანკაში, ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. აფეთქებები დღეს მოხდა, როცა მთელი კათოლიკური სამყარო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა 6 ადგილას განხორციელდა: სამ ეკლესიაში -კოხჩაიკადეში, ნეგომბოსა და ბატიკალოაში აფეთქებები აღდგომის წირვის დროს მოხდა, ასევე, შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდნენ კოლომბოში მდებარე სასტუმროები: The Shangri La, Cinnamon Grand და Kingsbury. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ქვეყნის დედაქალაქ ნეგომბოში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში – წმინდა სებასტიანის სახელობის ტაძარში მომხდარი თავდასხმაა ასახული…

მეტი

“სამეფო კარის თამაშები” პოლიტიკაში: HBO ტრამპს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გამოიყენოს სერიალი პოლიტიკური მიზნებისთვის

“სამეფო კარის თამაშები” პოლიტიკაში: HBO ტრამპს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გამოიყენოს სერიალი პოლიტიკური მიზნებისთვის

ტელეარხი HBO აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ სთხოვს, არ გამოიყენოს სერიალის სტილისტიკა და სიმბოლოები მის პოლიტიკურ კოლაჟებში. სერიალის შემქმნელების თქმით, ტრამპი ამას პირველად არ აკეთებს. 18 აპრილს პრეზიდენტის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა კოლაჟი, რომელშიც ტრამპის სილუეტი ნისლის ბურუსშია გახვეული. სურათს ახლავს წარწერა, რომელიც “სამეფო კარის თამაშებში” გამოყენებული შტრიფტითაა აკრებილი: “თამაში დასრულდა! მოძულეებსა და მემარცხენე რადიკალ დემოკრატებს: არავითარი შეთქმულება! არავითარი ობსტრუქცია!”   ტრამპის “ტვიტერის” პოსტს HBO-ს პრეს-სამსახური მალევე გამოეხმაურა და საკუთარი აღშფოთება გამოხატა: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ…

მეტი

კურორტ მადეირაზე ავარიას 29 ადამიანი ემსხვერპლა

კურორტ მადეირაზე ავარიას 29 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 29 ადამიანი, მათ შორის – 17 ქალი და 12 მამაკაცი დაიღუპა პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე მომხდარი ავარიის შედეგად, რომლის დროსაც ტურისტული ავტობუსი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, კიდევ 22 ადამიანმა სხვადასხვა სირთულის ტრამვა მიიღო. პირველადი ცნობის თანახმად, ავტობუსის მძღოლმა გზაჯვარედინზე მართვის კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავიდა. “სიტყვები არ მაქვს, რომ მომხდარი აღვწერო. უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ ადამიანების ტანჯვა, რაც მათ განიცადეს”, – უთხრა პორტუგალიურ ტელევიზიას ადგილობრივი ადმისტრაციის ხელმძღვანელმა, ფილიპე სოუზამ. მერის განცხადებით, ავტობუსში მყოფი ტურისტები გერმანიის მოქალაქეები…

მეტი

“სამეფო კარის თამაშები”: ბრან სტარკის როლის შემსრულებელი BBC-ს გადაღებების შესახებ საინტერესო დეტალებს უმხელს

“სამეფო კარის თამაშები”: ბრან სტარკის როლის შემსრულებელი BBC-ს გადაღებების შესახებ საინტერესო დეტალებს უმხელს

კინოსაგა “სამეფო კარის” თამაშების ბოლო სეზონი უკვე დაიწყო. მალე მაყურებელი საკულტო სერიალს სამუდამოდ გამოემშვიდობება, თუმცა მანამდე, დარჩენილი ისტორიის გაგრძელებას მოუთმენლად ელის. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ასე ელოდნენ საკუთარ ბედს ტელესერიალის მსახიობებიც. “როდესაც ისინი ახალი სერიის სცენარს იღებდნენ, პირველი, რასაც ეძებდნენ – სიკვდილი იყო. აინტერესებდათ, უნდა მომკვდარიყვნენ ამ სერიის ბოლოს თუ სიცოცხლეს გააგრძელებდნენ”, – უთხრა BBC-ს ბრან სტარკის როლის შემსრულებელმა, აიზეკ ჰამპსტედ-რაიტმა. ბრაიან სტარკის პერსონაჟი სერიალში პირველივე ეპიზოდიდან ჩნდება, როდესაც მას კოშკიდან ჯეიმს ლანისტერი აგდებს. შეიძლება ითქვას,…

მეტი

ნოტრ-დამი დღეს: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტოები)

ნოტრ-დამი დღეს: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტოები)

ტრაგედიიდან 2 დღის შემდეგ, ექსპერტებს ტაძარში ისევ არ უშვებენ, თუმცა უკვე არსებობს პირველი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, რომლებიც ცხადყოფს, რამდენად ძლიერად დააზიანა ნოტრ-დამი საშინელმა ხანძარმა.  ხანძარმა იმდენად სწრაფად მოიცვა სახურავი, რომ მეხანძრეებმა ვერ შეძლეს, მისი გავრცელება შეეჩერებინათ.  ხანძრის გაჩენიდან 2 საათის შემდეგ, ტაძრის შპილი ჩამოიშალა და დაიფერფლა.  საფრანგეთის შს მინისტრის მოადგილე ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ შენობის კონსტრუცია, საერთო ჯამში, კარგ მდგომარეობაშია, რამდენიმე “სუსტი ადგილის” გამოკლებით.  ფოტოზე ჩანს, რომ ხანძარს, სულ მცირე, ერთი ვიტრაჟული ვარდებიანი ფანჯარა და მე-18…

მეტი

ხანძრიდან ორი დღის შემდეგ, ნოტრ-დამის რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდი ევრო შეგროვდა

ხანძრიდან ორი დღის შემდეგ, ნოტრ-დამის რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდი ევრო შეგროვდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრიდან ორი დღის შემდეგ, მისი რეაბილიტაციისთვის უკვე 1 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამის შესახებ გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ნოტრ-დამის რეაბილიტაციას 5 წელი დასჭირდება და ის იმაზე მშვენიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ქვეყნის პრეზიდენტმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ გაერთიანდნენ და მონაწილეობა მიიღონ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენაში. შეგროვებული მილიარდი დოლარიდან, საფრანგეთის უმდიდრესმა ადამიანმა, ბერნარ არნომ ტაძრის რეაბილიტაციისთვის 200 მილიონი ევრო გამოყო, სელმა ჰაიეკის მეუღლემ კი, ფრანსუა ანრი პინომ  –…

მეტი

პულიცერის პრემიის – ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატები გამოვლინდნენ

პულიცერის პრემიის – ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატები გამოვლინდნენ

ამერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – პულიცერის პრემიის ლაურეატები New York Times, Wall Street Journal და Capital Gazette გახდნენ. Capital Gazette მერილენდში გამოდის. გასული წლის ივნისში გაზეთის რედაქციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა ატეხა. თავდასხმის შედეგად, 5 ჟურნალისტი დაიღუპა. ტრაგედიის მიუხედავად, მეორე დღეს რედაქციის ყველა გადარჩენილი თანამშრომელი სამსახურში მივიდა, გაზეთზე მუშაობა დაიწყო და პარასკევის ნომრის პირველი გვერდები დაღუპულ კოლეგებს მიუძღვნა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეიარაღებული თავდასხმის მოტივი გაზეთის წინააღმდეგ წაგებული სასამართლო დავა იყო. თავდამსხმელს გამოცემა გამოძალვაში…

მეტი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უნიკალური სიმდიდრე: რა გადარჩა და რა დაკარგა კაცობრიობამ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უნიკალური სიმდიდრე: რა გადარჩა და რა დაკარგა კაცობრიობამ

კატასტროფულმა ხანძარმა გუშინ საღამოს პარიზის ნოტრ-დამის ტაძარი მოიცვა. ცეცხლმა შენობის სახურავი გაანადგურა, რამაც შპილის ჩამოშლა გამოიწვია. დაიწვა ხის კონსტრუქციები და მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდა ინტერიერი. პარიზის მერის მოადგილის, ემანუელ გრეგუარის თქმით, ტაძარს კოლოსალური ზიანი მიადგა. პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – გოთიკური ტაძარი, რომლის ისტორიაც 859 წელს ითვლის, მსოფლიო კულტურის ძეგლად ითვლება. ამდენად, ტაძრის აღდგენას კაცობრიობა ახლა ერთიანი ძალისხმევით შეეცდება. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი უნიკალობა 3 უზარმაზარი ვიტრაჟული, ვარდებიანი ფანჯარაა, რომლებიც მე-13 საუკუნეში შეიქმნა. ამ ეტაპზე, დაუზუსტებელია,…

მეტი

ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის დროს, პარიზიდან 2000 მილში, მეჩეთს ცეცხლი გაუჩნდა

ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის დროს, პარიზიდან 2000 მილში, მეჩეთს ცეცხლი გაუჩნდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს, იერუსალიმში ალ-აქსას უძველესი მეჩეთი იწვოდა – ინფორმაციას და ხანძრის ამსახველ  ვიდეომასალას გამოცემა Daily Mail აქვეყნებს. ხანძარი მუსლიმური სამყაროს მესამე ყველაზე დიდი სალოცავის ერთ-ერთ ნაგებობაში გაჩნდა. როგორც ირკვევა,  ცეცხლი მეჩეთის ერთ-ერთი სამლოცველოს სახურავზე უსაფრთხოების სამსახურის ოთახიდან გავრცელდა. მეხანძრეებმა რეაგირება დროულად შეძლეს. დამწვარია მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობის ექსტერიერი. ხანძრის შედეგად, ალ-აქსას მეჩეთს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა, არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა. წყარო:  Daily Mail https://videos.dailymail.co.uk/video/mol/2019/04/15/5843316276165326647/1024x576_MP4_5843316276165326647.mp4

მეტი
1 2 3 19