“სამეფო კარის თამაშები”: ბრან სტარკის როლის შემსრულებელი BBC-ს გადაღებების შესახებ საინტერესო დეტალებს უმხელს

“სამეფო კარის თამაშები”: ბრან სტარკის როლის შემსრულებელი BBC-ს გადაღებების შესახებ საინტერესო დეტალებს უმხელს

კინოსაგა “სამეფო კარის” თამაშების ბოლო სეზონი უკვე დაიწყო. მალე მაყურებელი საკულტო სერიალს სამუდამოდ გამოემშვიდობება, თუმცა მანამდე, დარჩენილი ისტორიის გაგრძელებას მოუთმენლად ელის. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ასე ელოდნენ საკუთარ ბედს ტელესერიალის მსახიობებიც. “როდესაც ისინი ახალი სერიის სცენარს იღებდნენ, პირველი, რასაც ეძებდნენ – სიკვდილი იყო. აინტერესებდათ, უნდა მომკვდარიყვნენ ამ სერიის ბოლოს თუ სიცოცხლეს გააგრძელებდნენ”, – უთხრა BBC-ს ბრან სტარკის როლის შემსრულებელმა, აიზეკ ჰამპსტედ-რაიტმა. ბრაიან სტარკის პერსონაჟი სერიალში პირველივე ეპიზოდიდან ჩნდება, როდესაც მას კოშკიდან ჯეიმს ლანისტერი აგდებს. შეიძლება ითქვას,…

მეტი

ბიზნესმენი აჭარის მთავრობის მეთაურს და მერს კორუფციაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი აჭარის მთავრობის მეთაურს და მერს კორუფციაში ადანაშაულებს

მაგდა კლდიაშვილი „დექსთერ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ლევან კანთელაძე აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძესა და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღიად უპირისპირდება და კორუფციაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ჩინოვნიკებს ზეწოლასა და მისი კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობაში სდებს ბრალს. საქმე ეხება ბათუმში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, 18- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რისი უფლებაც კომპანიამ 2016 წელს მიიღო, თუმცა მესამე წელია, მერიისგან მშენებლობის დაწყების ნებართვას უშედეგოდ ელის. როგორც ლევან კანთელაძე „რეკორდერთან“ საუბარში აცხადებს, ბათუმის მერმა მას პირდაპირ უთხრა, რომ აღნიშნული პროექტით რამდენიმე მაღალჩინოსანია…

მეტი

ექსკლუზიური ინტერვიუ  UFC-ის ქართველ ვარსკვლავთან

ექსკლუზიური ინტერვიუ  UFC-ის ქართველ ვარსკვლავთან

UFC-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, 4 მაისს, კანადაში, ორგანიზაციის სახელით, თავის მეოთხე ბრძოლას გამართავს. დვალიშვილს UFC-ში პირველი ორი ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ მოგებად უღიარა, მსაჯების გადაწყვეტილებით, წაგებად დაუფიქსირდა. სექტემბერში კი, მოსკოვში, ტაირონ ვეარი დაამარცხა და რუსეთის დედაქალაქში საქართველოს დროშა აფრიალდა. ამჯერად ქართველის მეტოქე კანადელი ბრედ „სუპერმენ“ კატონა იქნება, რომელიც დაუმარცხებელია და კონორ მაკგრეგორთან ერთად ირლანდიაში ვარჯიშობს. მას 9-დან 9 მოგება აქვს, მათ შორის, 2 – UFC-ში. მიუხედავად ამისა, ქართველ მებრძოლს გამოწვევები და ძლიერი მეტოქეები…

მეტი

ფეხბურთიდან UFC-მდე – ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან

ფეხბურთიდან UFC-მდე – ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან

ქართველმა მებრძოლი რომან დოლიძე, „იუ-ეფ-სი“-ს (UFC) ეგიდით, პირველ ჩხუბს რუსეთში, 20 აპრილს გამართავს. დაღესტნელ მეტოქესთან შერკინება სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. ცოტამ თუ იცის, რომ რომან დოლიძე, რომელსაც ახლა ტიტულოვან ორგანიზაციასთან აქვს კონტრაქტი, შერეული ორთაბრძოლებით 28 წლის ასაკში დაინტერესდა, ახლა კი ლეგენდარული მებრძოლის, ჯონ ჯოუნსის გვერდით ვარჯიშობს. როგორ ემზადება “ჯექსონ ვინკის” აკადემიაში ლეგენდრულ სპორტსმენთან ერთად დოლიძე, რა პირობებია კონტრაქტში გაწერილი, UFC-ს კონტრაქტის ექსკლუზიური დეტალები “რეკორდერის” ექსკლუზიურ ინტერვიუში. – როგორ ემზადებით UFC-ის ეგიდით პირველი ჩხუბისთვის? – რთული ვარჯიშები მაქვს, დამემატა…

მეტი

Exclusive – ზურა დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეს პასუხობს

Exclusive – ზურა დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეს პასუხობს

მაგდა კლდიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე და ზურაბ დათუნაშვილის ულტიმატუმზე უახლოეს მომავალში პრეზიდიუმის ეთიკის საბჭო და პრეზიდიუმი იმსჯელებენ. სანამ კომისია შეიკრიბება, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, მომხდარი ძალადობის ფაქტზე სინანულს გამოთქვამს და ზურაბ დათუნაშვილს, გუნდში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. სპორტსმენს ფედერაციის პრეზიდენტის გულწრფელობის არ სჯერა და ულტიმატუმს ძალაში ტოვებს – ის მხოლოდ მაშინ დაბრუნდება ეროვნულ ნაკრებში და გააგრძელებს ჭიდაობას, თუ გეგეშიძე პოსტს დატოვებს. “რეკორდერთან” გეგა გეგეშიძის ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტს კონტრბრალდებებს უყენებს. მოჭიდავე, ეროვნული ჩემპიონატის…

მეტი

EXCLUSIVE გეგა გეგეშიძე:  ვნანობ! არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი დაპირისპირება

EXCLUSIVE გეგა გეგეშიძე:  ვნანობ! არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი დაპირისპირება

მაგდა კლდიაშვილი 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზურა დათუნაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტი ახალ მასშტაბს იძენს.  როგორც ცნობილია,  გეგა გეგეშიძეს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დატოვა, რის შემდეგაც, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა საზოგადოებას მიმართა და გეგეშიძის გადაყენება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონი კარიერის დასრულებით ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობით დაიმუქრა. რა უძღვოდა წინ გეგეშიძე-დათუნაშვილის დაპირისპირებას და რა მოხდა 11 იანვარს სპორტის სასახლეში. გეგა…

მეტი

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

სოციალური კამპანია – “ძლიერები არ ძალადობენ”, რომელსაც კომპანია PRMC და ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” ახორციელებს, ახალი წლიდან საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური პროექტი, გასული წლის სექტემბრიდან, დედაქალაქის კერძო და საჯარო სკოლებში დაიწყო და უკვე ფართო გამოხმაურება ჰპოვა. კამპანიაში, კეთილი ნების ელჩის სტატუსით, ცნობილი ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩაერთნენ. წლის ბოლოს, პროექტის პირველი ეტაპის დასასრულს, საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც ლეგენდარული სპორტსმენების ისტორიული ნივთები გაიყიდა. შენაძენიდან შემოსული თანხა – 43 ათასი ლარი, საოკუპაციო…

მეტი