გიორგი გახარია: “სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება”

გიორგი გახარია: “სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. „დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც…

მეტი

ნოვა პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს

ნოვა პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს

კომპანია “ნოვა”  უერთდება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და  ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს 50 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურას შეუძენს. გარდა ამისა, კომპანია თბილისის კათარზისს, რომელიც დღეში 340 ხანდაზმულის კვებას უზრუნველყოფს,  10 000 ლარით, ხოლო „ბერი ანდრიას ფონდს“, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უანგაროდ ეხმარება 5000 ლარს გამოუყოფს. როგორც “ნოვას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად აბულაძემ განაცხადა,- “ნოვა”აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქვეყნის, მისი მოსახლეობის და იმ ფონდების წინაშე, რომლებიც მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას “ნოვას” მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადგომა ისეთი მძიმე სიტუაციის…

მეტი

100 ინფიცირებული საქართველოში / “დინამიკა შემაშფოთებელია” – გიორგი გახარია

100 ინფიცირებული საქართველოში / “დინამიკა შემაშფოთებელია” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. „დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს…

მეტი

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. ამასთან ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან, დილის 6 საათამდე  აეკრძალებათ. ახალი გადაწყვეტილებით,  70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, აკრძალულია 3 პირზე მეტის შეკრება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,…

მეტი

თენგიზ ცერცვაძე იტალიაში არსებული დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

თენგიზ ცერცვაძე იტალიაში არსებული დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე,  იტალიაში დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზად, იტალიელი მედიკოსების მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული სიზუსტით შესრულებას ასახელებს. განცხადება ამის შესახებ, ცერცვაძემ სატელევიზიო გადაცემაში “რა დროს ძილია” გააკეთა. „ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით. ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო….

მეტი

COVID19 / საქართველოში ინფიცირებული 91 ადამიანიდან, 18 გამოჯანმრთელდა

COVID19 / საქართველოში ინფიცირებული 91 ადამიანიდან, 18 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი. ინფორმაციისთვის, 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. „ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან…

მეტი

“ჯინო ჰოლდინგი” COVID 19-ის წინააღმდეგ 200 000 ლარს გაიღებს

“ჯინო ჰოლდინგი” COVID 19-ის წინააღმდეგ  200 000  ლარს გაიღებს

ქართულ-სლოვაკური კომპანიის “ჯინო ჰოლდინგის” ინვესტორმა, ნოდარ გიორგაძემ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 200 000 ლარი გამოყო. 150 000 ლარი დახმარების ფონდში გადაირიცხა, ხოლო 50 000 ლარი თანამშრომლებზე დახმარების სახით გადანაწილდა. კრიზისის მიუხედავად, “ჯინო ჰოლდინგში” ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდა სამსახური. “ჯინო ჰოლდინგი” 10-ზე მეტ სხვადასხვა კომპანიას აერთიანებს. მათ შორის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ აკვაპარკს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვან სპა ცენტრს, სასტუმროებს მცხეთასა და ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე დეველოპერულ პროექტს.

მეტი

როგორ უნდა შევამციროთ იზოლაციის განცდა და ვმართოთ ემოციები?

როგორ უნდა შევამციროთ იზოლაციის განცდა და ვმართოთ ემოციები?

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დროებით შეჩერდა. სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, იყვნენ ბავშვების მხარდამჭერები და ერთად გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას: ✅შეინარჩუნეთ სიმშვიდე არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ…

მეტი

კორონავირუსის საფრთხე და ბავშვები – ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

კორონავირუსის საფრთხე და ბავშვები – ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

საქართველოში, ამ დროისთვის, Covid-19-ით ინფიცირების უკვე 67 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი რჩება – 252. ინფიცირებულთა შორის რამდენიმე ბავშვია. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვინაიდან ახალი ტიპის კორონავირუსი სათანადოდ შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის, მასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, Covid-19 ბავშვებს ნაკლებად ემართებათ და თუ ისინი ინფიცირებულები მაინც არიან, შედარებით მსუბუქად გადააქვთ. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე? რა შემთხვევაში…

მეტი

კორონავირუსის გამო, უკრაინამ ყველა საზღვარი ჩაკეტა

კორონავირუსის გამო, უკრაინამ ყველა საზღვარი ჩაკეტა

48 საათში უკრაინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველა სასაზღვრო პუნქტს დახურავს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა 2 კვირის ვადით დაწესდება. გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს. უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან, შინ დაბრუნებას შეძლებენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იმ ქვეყნებში მოგზაურობდნენ, სადაც “კორონავირუსი მძვინვარებს”, ობსერვაციის პროცედურის გავლა მოუწევთ. ამასთან,…

მეტი
1 2 3 31