კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “მინდა ეროვნული დღე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, მივულოცო სრულიად საქართველოს. 101 წლის წინ, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა, მალევე დავკარგეთ. 70 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ფასად, მაგრამ ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თავგანწირვითა და ერთიანობით შევძელით, დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა. წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ღირსეულად გადავლახოთ ის ბარიერები, ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს. ამის შემდეგ კი, გავხდებით იმ…

მეტი

თბილისის მერია ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

თბილისის მერია ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში  გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია “ნილთან”  ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაცდომებთან დაკავშირებით, „ნილს“, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, არაერთი გაფრთხილება და მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადაც მიეცა, თუმცა კომპანიამ ხარვეზის აღმოფხვრა ვერ შეძლო. ილია ელოშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში, საკვები პროდუქტების მიწოდების მხრივ, შეფერხებას ადგილი არ ექნება და ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტონომიურად…

მეტი

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გოძიაშვილის პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გოძიაშვილის პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, ე.წ. წითელი ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ. „ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი მოეწყო, ძაღლებისთვის გამოყოფილია კონკრეტული ადგილები. ასევე, არის სასეირნო და…

მეტი

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის 40 საზაფხულო საბავშვო ბაღში ორიდან ექვს წლამდე ასაკის 13 ათასი ბავშვისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტის – საზაფხულო ბაღების განხორციელებას. ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს. დღეიდან უკვე ხდება განაცხადების მიღება. 13 ათას აღსაზრდელს საშუალება ექნება, საზაფხულო ბაღებით ისარგებლონ. განაცხადების მიღება ელექტრონულად იწარმოებს. პროექტში მონაწილეობის მიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ“, – განაცხადა…

მეტი

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კონკურსში ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers-მა გაიმარჯვა. „სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი პროექტირებაზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის…

მეტი

N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის – “ნეიროპლასტიურობა და განათლება” პრეზენტაცია გაიმართა

N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის – “ნეიროპლასტიურობა და განათლება” პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის N74 საჯარო ბაგა-ბაღში პროექტის – „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. პროექტი რომელიც ცენტრ „თანადგომის“ მიერ განხორციელდა, მოიცავდა ტრენინგებსა და პრაქტიკულ მუშაობას ბავშვებთან და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს. გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნეიროპლასტიურობა სამომავლოდ საერთო…

მეტი

დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მისი თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ჩანაცვლდება ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები. „აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან უკვე მოემსახურება თბილისის მცხოვრებლებს. შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, ამ ავტობუსების შესყიდვა, რომ არა პრემიერ-მინისტრი. მინდა, ბატონ მამუკას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს…

მეტი

ივლისში თბილისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

ივლისში თბილისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება. ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება. „რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი…

მეტი

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.  

მეტი

თბილისი „სთორითელინგის“ ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისი „სთორითელინგის“ ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში 20-22 ივნისს ამბის თხრობის, ე.წ.  „სთორითელინგის“ პირველი  საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი  Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს მიერ დაფუძნდა. ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, ჟურნალისტი და ტელე-პროდიუსერი – პიტერ პომერანცევი, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ…

მეტი
1 2 3 4 5 16