“სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებს

“სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებს

“სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებს. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, “სისხლის ბანკში” აცხადებენ, რომ მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა. ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას დაშავებულებს, რომელთაგან უმეტესობა მცირეწლოვანია, გუშინ ღამეც და დღეს დილითაც, სისხლის გადასხმა დასჭირდათ. “წუხელ დაკმაყოფილდნენ პაციენტები და დღეს დილასაც გადაესხა ბავშვს კონკრეტული ჯგუფის სისხლი. შეიძლება შეიქმნას დეფიციტი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაიღონ სისხლი და გაიღონ არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვის. მოქალაქეთა აქტიურობა არის ძალიან დაბალი და გთხოვთ, გაიღოთ სისხლი”, – აცხადებენ “სისხლის ბანკში”.  

მეტი

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები სწრაფად გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები სწრაფად გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარება მიიღოს. ამასთან, ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეისწავლონ აფეთქების გამომწვევი მიზეზი და პასუხისმგებელი პირები გამოკვეთონ. “საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სახალხო დამცველი…

მეტი

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. წუხელ, გვიან ღამით, სახელმწიფო დროშები დაუშვეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და ქვეყნის გარეთ, საქართველოს დილომატიურ წარმომადგენლობებზე. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ფირალიშვილების ბინაში გაზმა გაჟონა და აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვი კი, მოგვიანებით, “იმედის კლინიკაში” დაიღუპა, რომლის გადარჩენაც, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. ამ დრომდე კლინიკაში რჩება გარდაცვლილი მცირეწლოვანი…

მეტი

კახაბერ საბანაძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

კახაბერ საბანაძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები უსწრაფესად დაიდოს. “პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და თითოეულ ოჯახს ეს ტრაგედია. მიმდინარეობს გამოძიება. კეთდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. მიმდინარეობს დაშავებულების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე, გიდასტურებთ სამი ადამიანის გარდაცვალებას. ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელია ადგილზე და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით”, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ. დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას სამი…

მეტი

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ეს ინფორმაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ დაადასტურა. კუპატაძის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის არ არიან მცირეწლოვნები. „გარდაცვლილია სამი ადამიანი, რაც შეგვიძლია გითხრათ დადასტურებულად, რამდენიმე დაშავებულია, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ ეტაპზე, მეტი ინფორმაციის მოცემა არ შეგვიძლია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, კორპუსი მთლიანად არის ევაკუირებული. საფრთხე არავის სიცოცხლეს აღარ ემუქრება”,  – განაცხადა კუპატაძემ. კუპატაძის ინფორმაციითვე, დაშავებულები არიან მცირეწლოვნები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილნი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან თბილისის…

მეტი

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, რომელიც 4-5 თვეს გასტანს და ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, წერეთლის გამზირისა და სააკაძის მოედნის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალოს. ამის შესახებ განცხადება დღეს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. “ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის, თვალამრიდების და ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელის, სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დასუფთავება. დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამუშაოები იმიტომ, რომ არცთუ ისე სახარბიელო…

მეტი

“გააზიარე ავტომობილი” – თბილისში ახალი ეკოსერვისი ამოქმედდება

“გააზიარე ავტომობილი” – თბილისში ახალი ეკოსერვისი ამოქმედდება

„თბილისში პირველი ე.წ. Car sharing-ის, ავტომობილების გაზიარების პროექტი იწყება“, –  თბილისის მერმა  კახა კალაძემ ამ სიახლის შესახებ მოსახლეობას პირადად აცნობა. თბილისის მერის თქმით, იმისთვის, რომ ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, პროექტში მხოლოდ ელექტრომობილები იქნება წარმოდგენილი. ავტომობილით სარგებლობა მომხმარებლებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვის და აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ შეეძლებათ. სწორედ ამ აპლიკაციით იქნება შესაძლებელი,ავტომობილის დაჯავშნა, გახსნა და დაკეტვა. „ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. Car sharing, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. ყველა ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, გადაიხადოს თანხა და…

მეტი

“თბილისი მოლის” პარკინგზე მანქანას ძრავი დაეწვა

“თბილისი მოლის” პარკინგზე მანქანას ძრავი დაეწვა

“თბილისი მოლიდან” ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შენობაში დამწვრის სუნი იგრძნეს, თუმცა ცეცხლი და ბოლი არავის დაუნახავს. როგორც Recorder-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, “თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. სავაჭრო ცენტრის პარკინგზე, სავარაუდოდ, ცეცხლი ავტომობილის ძრავს გაუჩნდა.

მეტი
1 19 20 21