კახა კალაძე პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის პრეზიდენტს შეხვდა

კახა კალაძე პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის პრეზიდენტს შეხვდა

საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა. თბილისის მერი პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას გაეცნო და ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის მართვის ინსტიტუციური მოდელის მნიშვნელობაზე. კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის, განახლებული ავტოპარკისა და საქალაქო ტრანსპორტზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის გარდა, უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის მართვის მულტიმოდელური ჭკვიანი სისტემის დანერგვა. „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ის გზა და პოლიტიკა, რომელიც გვაქვს არჩეული, სწორია და ზუსტად ვახორციელებთ იმ…

მეტი

დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯან მეფის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლე აბანო. „პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის…

მეტი

კახა კალაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

კახა კალაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

თბილისის მერი, კახა კალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობას უხდის. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მართლაც დიდი სამუშაო გაწიეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი ჩვენი მოქალაქისთვის პირველადი…

მეტი

კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს. კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. „მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ…

მეტი

ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, პატიმრობა განისაზღვრა

ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, პატიმრობა განისაზღვრა

თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა.  “ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო. ცხოველის…

მეტი

ბუშის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე მწვანე თარგები, ჯამში, 7 ჰექტარზე განახლდება

ბუშის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე მწვანე თარგები, ჯამში, 7 ჰექტარზე განახლდება

ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ბუშის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მერის მოადგილემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დაკავებული კონტრაქტორი სხვა კომპანიით ჩანაცვლდა. „კომპანიას, რომელიც გეგმა-გრაფიკს არღვევდა, ხელშეკრულება შეუწყდა. ბუნებრივია, მას თანხა არ ანაზღაურებია. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე არსებულ თარგს, არამედ, მთლიანად, კახეთის…

მეტი

1 ივნისს, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

1 ივნისს, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 1 ივნისს, მთავარი საბავშვო ზეიმი ვაკის პარკში ჩატარდება და 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. “ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ თბილისში, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება,…

მეტი

თბილისში ძლიერი სეტყვა 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა (ვიდეო, ფოტო)

თბილისში ძლიერი სეტყვა 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა (ვიდეო, ფოტო)

თბილისში ძლიერი სეტყვა და ნალექი მოვიდა. ქალაქის რამდენიმე უბანში სეტყვა, დაახლოებით, ნახევარ საათს გრძელდებოდა. გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას დიღმის მასივიდან.  

მეტი

რუსთაველის გამზირზე 26 მაისის თაღი ქარის გამო დაიშალა (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე 26 მაისის თაღი ქარის გამო დაიშალა (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, დღის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე იყო წარმოდგენილი 26 მაისის თაღი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სრულად ჩამოიშალა. ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქზე, გვერდი “ბიბლიოთეკა საქართველოზე Library about Georgia” ავრცელებს.

მეტი

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “მინდა ეროვნული დღე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, მივულოცო სრულიად საქართველოს. 101 წლის წინ, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა, მალევე დავკარგეთ. 70 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ფასად, მაგრამ ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თავგანწირვითა და ერთიანობით შევძელით, დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა. წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ღირსეულად გადავლახოთ ის ბარიერები, ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს. ამის შემდეგ კი, გავხდებით იმ…

მეტი
1 2 3 4 16