კახა კალაძე თქვენს კითხვებს დღეს, პირდაპირ ეთერში უპასუხებს  

კახა კალაძე თქვენს კითხვებს დღეს, პირდაპირ ეთერში უპასუხებს   

დღეს საღამოს 21:00 საათზე თბილისის მერი, კახა კალაძე და მისი მოადგილეები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ. Facebook LIVE თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საზოგადოებასთან მსგავსი კომუნიკაცია  მერისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა ამ ფორმატში (მოადგილეებთან ერთად) ჩართვა პირველად განხორციელდება.      

მეტი

დიდუბის რაიონში, ავტოფარეხების ნაცვლად, სამი სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონში, ავტოფარეხების ნაცვლად, სამი სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერების ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, განთავსდა თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურა და ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა. ახალი სკვერები დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და ზაზა პაპუაშვილთან ერთად დაათვალიერა. “მერის ინიციატივას პირველად აკაკი წერეთლის გამზირის N93-ის მოსახლეობა გამოეხმაურა და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ასეთი ლამაზი მოსასვენებელი სივრცე მივიღეთ. საერთო ჯამში, ინიციატივას რამდენიმე ეზო შეუერთდა და…

მეტი

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. თბილისის მერმა სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა. „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად…

მეტი

“არქი ისნის” 23-ე სართულის მოაჯირზე ასული მუშა, მორღვეულ ფასადს ძლიერ ქარში, დაცვის გარეშე ამაგრებდა

“არქი ისნის” 23-ე სართულის მოაჯირზე ასული მუშა, მორღვეულ ფასადს ძლიერ ქარში, დაცვის გარეშე ამაგრებდა

 “არქი ისნის” 23-ე სართულის მოაჯირზე ასული მუშა, მორღვეულ ფასადს ძლიერ ქარში, დაცვის გარეშე ამაგრებდა. მობინადრე დავით ბრაგვაძე შემთხვევის ადგილიდან ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებს. “ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დეველოპერული კომპანია არქი – Archi-ს ისნის პროექტში ბინა ვიყიდე. იქიდან მოყოლებული არ მომიწყენია. პრობლემა ბევრი იყო, დაწყებული შესრულებული სამუშაოების ხარისხით, გაგრძელებული ფართის დაკლებით და გაზის მილების პირიდან ჩაბერვით შემოწმებით. ხო, პირით ბერავენ და ისე ამოწმებენ, უშვებს თუ არა… მაგრამ დღეს ჩემი მოთმინების ფიალა აივსო. სურბ სარქისის ქარმა ფასადის დეტალები…

მეტი

შარტავას ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა

შარტავას ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა

შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში შუახნის მამაკაცი ჩავარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღევევას გულისხმობს.

მეტი

დიდუბეში 15 ამორტიზებული ლიფტი განახლდება  

დიდუბეში 15 ამორტიზებული ლიფტი განახლდება   

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აკაკი წერეთლის გამზირის N99 ა-ში, თევდორე მღვდლის ქუჩა N48-ში, მირცხულავას ქუჩა N10-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-14 კორპუსის ორ სადარბაზოში მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეოლიფტი“ ახორციელებს. ხუთი ლიფტის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 90 727 ლარი გამოიყო. უახლოეს პერიოდში, დამატებით, 10 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია იგეგმება. დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მთელი…

მეტი

მშენებლობაზე ახალი რეგულაციები წესდება

მშენებლობაზე ახალი რეგულაციები წესდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა აიკრძალება, – განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას. „მინდა, გააცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან…

მეტი

თბილისში 18-მეტრიან ავტობუსებს შემოიყვანენ

თბილისში 18-მეტრიან ავტობუსებს შემოიყვანენ

გერმანიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრს ესტუმრა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე,  თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება. კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება. დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ რამდენი და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს, ამის შესახებ კვლევას კომპანია „სისტრა“ აწარმოებს. მისივე თქმით, სწორედ კვლევის შედეგად გამოვლინდა…

მეტი

ვაზისუბანში ახალი სკვერი მოეწყობა

ვაზისუბანში ახალი სკვერი მოეწყობა

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში, II კვარტლის N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. 850 კვ.მ ფართობზე დაიდგმება დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდება ლამპიონები და მოეწყობა დეკორატიული ღობე. სკვერში ასევე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები. სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინა და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელა. “წლის…

მეტი

ცენტრალურ გამზირებზე, მწვანე საფარის განახლებაზე კერძო მესაკუთრეებიც იზრუნებენ

ცენტრალურ გამზირებზე, მწვანე საფარის განახლებაზე კერძო მესაკუთრეებიც იზრუნებენ

თბილისის ცენტრალურ გამზირებზე მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად,  მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ. მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კერძო მესაკუთრეებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ კერძო ტერიტორიებზე  დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოები მათი თანამონაწილეoბით  ჩატარდება.  მისივე თქმით,…

მეტი
1 15 16 17 18 19 21