თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, უბედური შემთხვევის ადგილზე გამათბობელი თვითნებურად იყო დამონტაჟებული

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, უბედური შემთხვევის ადგილზე გამათბობელი თვითნებურად იყო დამონტაჟებული

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის 67 ნომერში მომხდარი უბედური შემთხვევა თვითნებურად დამონტაჟებულ გამათბობელს უკავშირდება. “გამათბობელი იყო დამონტაჟებული თვითნებურად, რომლის შედეგადაც,    ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე, მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მინდა ავღნიშნო, რომ  არის დიდი უბედურება და  მინდა, მივუსამძიმრო ყველას”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ შემთხვევის ადგილზე. უბედური შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა, სადაც 67 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ორი – მამა-შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე,…

მეტი

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, დაახლოებით 13 საათსა და 15 წუთზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი, “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის ორი –  მამა-შვილია.  

მეტი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, თბილისში წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, თბილისში წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს თბილისში სასმელი წყლის ხარისხი შესაბამისობაში არ არის დადგენილ სტანდარტთან. “30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24…

მეტი

ისნის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ორ მისამართზე დაიწყო, მათ შორის, წერნაკის ქუჩაზე, სადაც ,პროექტის პირველ ეტაპზე, 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი იგება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 16 000 ლარია. გამგეობა წერნაკის ქუჩის სხვა მონაკვეთებში გზის სავალ ნაწილს მიმდინარე წელს ეტაპობრივად მოაწესრიგებს. საგზაო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სამგორის ქუჩა N16-ში, სადაც გასულ წელს მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნულ მისამართზე დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ასფალტის საფარი დაიგება. საგზაო…

მეტი

თბილისის მერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, განვითარებას შეეხო. დედაქალაქის მერმა ჰენრიკ ჰოლოლეის ყველა ის ძირითადი მიმართულება გააცნო, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს. ყურადღება გამახვილდა, ასევე, სატრანსპორტო პოლიტიკასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა სამუშაოს შესრულების დროს, მერია პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. „გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელთა…

მეტი

მოსახლეობის ჩართულობისა და მონიტორინგის მიზნით, მერიამ ვებგვერდი built.tbilisi.gov.ge შექმნა

მოსახლეობის ჩართულობისა და მონიტორინგის მიზნით, მერიამ ვებგვერდი built.tbilisi.gov.ge შექმნა

დედაქალაქის მერიამ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge აამოქმედა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლადშექმნილ ვებგვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. „დღეს მინდა, შემოგთავაზოთ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ნახოს ყველა ის პროექტი და სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ახორციელებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნულ ვებგვერდზე მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება იქ. აქ განთავსებული იქნება ფოტომასალა…

მეტი

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდება

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge  ამოქმედდება

11 თებერვლიდან ამოქმედდება ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით, ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა….

მეტი

მონადირის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მონადირის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, მონადირის პირველ შესახვევში, გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. “ზღვის უბანში, მონადირის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დავასრულეთ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალი დასახლებაა, აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ცოტა ხნის წინ, გზის რეაბილიტაცია განხორციელდა მონადირის მეორე შესახვევშიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე გრუნტიანი გზით სარგებლობდა”, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ. მონადირის პირველ და მეორე შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა,…

მეტი

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” აღარ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” აღარ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში, არაფერი აშენდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და აქტივისტს, რომელიც ჩართული იყო ამ საკითხში და იცავდა მწვანე სივრცეს. იცავდა ჩვენი ქალაქისთვის, თბილისისა და თბილისელებისთვის. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო რიგით ადამიანებს, ვისაც გული შესტკიოდა…

მეტი

“დირსი” აფეთქებას გადაურჩა

“დირსი” აფეთქებას გადაურჩა

დიდი დიღმის მსგავსი აფეთქების გამეორების საფრთხის წინაშე ამჯერად “დირსის” მოსახლეობა აღმოჩნდა. საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირის სუნი ადგილობრივებმა იგრძნეს. აღმოჩნდა, რომ გაზი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ჟონავდა. “ბინა იყო დაკეტილი და იქ გაჟონვა მიდიოდა. ყაზტრანსგაზიდან იყვნენ, გაარკვიეს, რომ იყო გაჟონვა. არასწორად გადიოდა გაზი, გადარჩენილები ვართ ყველა,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟებას მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელი შეძლებს. ძველ კორპუსებთან მიმართებაში კი, აუცილებელია,…

მეტი
1 14 15 16 17