ქართული ათეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა

ქართული ათეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთ ბატალიონის რეინჯერთა ათეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა.                           დიდ ბრიტანეთში გამართულ სწავლებაში Cambrian Patrol 2019 ქართულმა ქვედანაყოფმა მედალი 48 საათის განმავლობაში 65-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვისა და ამ მარშრუტზე 10 სახის სადაზვერვო დავალების შესრულებაში მოიპოვა. ქართველ სამხედროებს ჯილდო 160-ე ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალან რიჩმონდმა გადასცა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა Cambrian Patrol-ში წელს უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა. წელს Cambrian…

მეტი

აშშ-ს საზღვაო ხომალდი Porter ბათუმის ნავსადგურში შევიდა (ვიდეო)

აშშ-ს საზღვაო ხომალდი Porter ბათუმის ნავსადგურში შევიდა (ვიდეო)

ბათუმის ნავსადგურში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Porter-ი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, Porter-ი Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია. ხომალდზე, რომლის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი, იმყოფება 39 ოფიცერი და 282-წევრიანი პერსონალი. ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას გააღრმავებენ. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. Porter-ი საქართველოში 2015 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. გემის ეკიპაჟის წევრებმა და საქართველოს…

მეტი

22 ოქტომბერი ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

22 ოქტომბერი ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

22 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1990-1992 წლებში დამენია ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა. 2003 წელს, დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა…

მეტი

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ლატვიის როლი ხაზგასმით აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრმა რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასაც. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

მეტი

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს, არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ფინეთის…

მეტი

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოხდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. “JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატოს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას….

მეტი

თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად – ქართველი გენერალი RSM-ის მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად – ქართველი გენერალი RSM-ის მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას (Deputy DCOS Security Assistance) დაიკავებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. ავღანეთში გამგზავრებამდე ბრიგადის გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავას საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში (ქ. ქაბული) საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას პირველად დაიკავებს. „მტკიცე…

მეტი

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს. პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა “მარმალზე”, გერმანული სარდლობის…

მეტი

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

“თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში, ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების…

მეტი

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს, ქართული არმია, დაარსებიდან 28-ე წლისთავს აღნიშნავს. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. გორში, მცხეთასა და ახალციხეში ჯარისკაცები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და საჩუქრად საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ფულადი თანხა გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სულ 8 ოჯახს დაეხმარნენ. 1990 წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი…

მეტი
1 2 3 4 5 6 7