“არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული სამხედრო ხომალდი საქართველოშია

“არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული სამხედრო ხომალდი საქართველოშია

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook – DDG-75) შემოვიდა. ბათუმში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ხომალდის მეთაურს, კაპიტან მეთიუ პაუელს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი შეხვდა. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა ხომალდის ეკიპაჟსა  და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე მხარეებმა დაგეგმილ სწავლებებსა და ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრეს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ საქართველოს…

მეტი

კახა კალაძე: დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან

კახა კალაძე: დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ოპოზიციას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჰააგაში გასამართლების შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის თაობაზე, კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა: “ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და “ნაციონალური მოძრაობა” უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას,  მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ…

მეტი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ  ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები,…

მეტი

ელიზაბეთ რუდი ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ელიზაბეთ რუდი ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა. „ამერიკასა და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ საქართველოს უნარში, პასუხისმგებლიანად განაგოს სამხედრო ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტის დროს პარტია „ქართული ოცნების“…

მეტი
1 2 3