თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ვიზიტის მეორე დღეს, თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრის გადაწყვეტილებით ყაზარმების, სასადილოების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რეაბილიტაცია – მშენებლობა, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და სპორტდარბაზების მოწყობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. შენობების რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა გზების მოწესრიგება. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი…

მეტი

იენს სტოლტენბერგი:”ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება”

იენს სტოლტენბერგი:”ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება”

ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ლონდონის სამიტის წინ განაცხადა. „ნატო-ს ძალების ყოფნა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არის მძლავრი მესიჯი რუსეთისთვის: თუ მოხდება მათზე თავდასხმა, მას მთელი ალიანსი უპასუხებს“,-განაცხადა სტოლტენბერგმა. დღეს და ხვალ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ალიანსის ლიდერები პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის თავდაცვის გეგმას განიხილავენ.

მეტი

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის КГБ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ფაქტს თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირებს

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის КГБ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ფაქტს თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირებს

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის (КГБ) განცხადებით, ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორების და ასევე, ოფიციალური თბილისის ყველა მცდელობა, რეიტინგის ასამაღლებლად, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები და ზეწოლა მოახდინონ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მთავრობაზე – უპერსპექტივოა. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია მტკიცებულებები, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ, საზღვრის დარღვევის ფაქტი წინასწარ დაგეგმილ ქმედებას წარმოადგენდა. ნოემბრის დასაწყისში, ვაჟა გაფრინდაშვილი, საზღვარგარეთ, ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის, ესტონეთში, სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა.  4…

მეტი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა იყენებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს. “რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ…

მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელზე ბოქლომი ჩამოკიდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელზე ბოქლომი ჩამოკიდეს

დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდა. ქაცარავამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ უერთდება აქტივისტების პერფორმანსს, რომლებმაც სხვადასხვა უწყებაზე ბოქლომები ჩამოკიდეს. ქაცარავა ამბობს, რომ მან და სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია“ დაანახა საქართველოს მოსახლეობას, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივიზმი ყველაზე ეფექტიანია. დავით ქაცარავამ ბოქლომის ჩამოკიდებამდე თქვა, რომ “დღეს საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ატოცში არ გადის, მან გადმოინაცვლა თბილისში და გადის აქ“. გარდა ამისა, სუს-თან მისული ქაცარავა აცხადებს, რომ მასზე და მოძრაობის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს. “ორი დღის წინ, სანდო წყაროებიდან…

მეტი

,,იტალია – სამხრეთ ოსეთი”- მილანში მეგობრობის ასოციაცია დაარსდა

,,იტალია – სამხრეთ ოსეთი”- მილანში მეგობრობის ასოციაცია დაარსდა

15 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ევროტურის ფარგლებშია, მილანში ჩავიდა. 16 ნოემბერს დიმიტრი მედოევმა მიიღო მონაწილელბა ,,მეგობრობის ასოციაციის” საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა იტალიაში ცნობილ საქველმოქმედო ორგანიზაცია Societa benefica el salvadanee de la montagneta – ს სასახლეში. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურდჟიმ აღნიშნა, რომ იტალიაში არის ინტერესი სამხრეთ ოსეთის კულტურასა და ისტორიის მიმართ. მაურო მურჯიამ ასევე წარადგინა ასოციაციის შექმნის ინიციატორი მარისელუ მიატელი, რომელიც არჩეულ იქნა აღნიშნული…

მეტი

რა ბედი ეწევა და რა საფრთხე ემუქრება ოკუპანტების ტყვეობაში ქართველ ექიმს?

რა ბედი ეწევა და რა საფრთხე ემუქრება ოკუპანტების ტყვეობაში ქართველ ექიმს?

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება – ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახური დღეს კიდევ ერთ  განცხადებას ავრცელებს. ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე მუშაობას განაგრძობს. “არსებული მონაცემებით, ის არის შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი, რომელიც სამხედრო ექიმის რანგში 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას. დადგინდა, რომ გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, დილით თბილისიდან საზღვართან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩამოვიდა. ამის შემდეგ კი, უკანონოდ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი. რადგან გაფრინდაშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გაფრინდაშვილს ლენინგორის სასამართლომ 2…

მეტი

ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საერთაშორისო მისიაში ჩაბმა, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის რეგიონალური მხარდამჭერი დაჯგუფების მეთაურმა, პოლკოვნიკმა შად სმიტმა, “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების ხელშეწყობის დარგში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცეს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ქართველმა…

მეტი

ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტაში ოგლეტორპის სახელობის ჯილდო მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტაში ოგლეტორპის სახელობის ჯილდო მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯეიმს ედვარდ ოგლეტორპის სახელობის ჯილდო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირმა გამორჩეული სამსახურისთვის და საქართველოსა და აშშ-ის შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. როგორც ჯილდოს გადაცემისას აღინიშნა, “სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი და…

მეტი

პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

ქართული ჯარი 86%-ით ნდობის რეიტინგის ლიდერია. IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევით, 4%-ით შემცირებულია ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი. წინა კვლევის მიხედვით, ეკლესიის რეიტინგი 89% იყო და ინსტიტუციებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ახალი კვლევით კი, ეკლესიამ რეიტინგში პირველობა 4 %-ით დაკარგა. მისი რეიტინგი დღეს 85%-ია. ახალი კვლევით, ჯარის რეიტინგი გაზრდილია და 86% შეადგენს, მესამე  ადგილზე 72%-ით ქართული მედიაა, ხოლო მეოთხეზე, 59%-ით პოლიცია. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%;…

მეტი
1 2 3 4 7