EXCLUSIVE გეგა გეგეშიძე:  ვნანობ! არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი დაპირისპირება

EXCLUSIVE გეგა გეგეშიძე:  ვნანობ! არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი დაპირისპირება

მაგდა კლდიაშვილი 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზურა დათუნაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტი ახალ მასშტაბს იძენს.  როგორც ცნობილია,  გეგა გეგეშიძეს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დატოვა, რის შემდეგაც, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა საზოგადოებას მიმართა და გეგეშიძის გადაყენება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონი კარიერის დასრულებით ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობით დაიმუქრა. რა უძღვოდა წინ გეგეშიძე-დათუნაშვილის დაპირისპირებას და რა მოხდა 11 იანვარს სპორტის სასახლეში. გეგა…

მეტი

სენსაცია სოფიაში – ბასილაშვილი 180-ე ჩოგანთან დამარცხდა

სენსაცია სოფიაში – ბასილაშვილი 180-ე ჩოგანთან დამარცხდა

სენსაციური მარცხი განიცადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ტურნირზე. ქართველი ჩოგბურთელი, პირველ წრეში, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს, გერმანელ დანიელ ბრანდსს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 6:7, 5:7 დამარცხდა. პირველი სეტი, ბასილაშვილმა ტაიბრეიქში დათმო, მეორეში კი გერმანელმა შეხვედრის შემოტრიალება 1:4 ანგარიშიდან შეძლო. შეხვედრამ საათსა და 34 წუთს გასტანა.

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ტურნირს დღეს იწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ტურნირს დღეს იწყებს

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 22-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს სოფიის 250-იან ტურნირში ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, გერმანელი დანიელ ბრანდსია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 180-ე პოზიციაზეა. ბასილაშვილი სოფიაში მეხუთე ნომრად არის განთესილი. ამ ტურნირზე, 2017 წელს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გააღწია, სადაც მსოფლიოს მაშინდელ მე-13 ჩოგანთან, ბულგარელ გრიგორი დიმიტროვთან დამარცხდა. 2018 წელს, ნიკამ სოფიის ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა. მისი და ბრანდსის დაპირისპირება, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.  

მეტი

1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, სტამბოლში, გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, სტამბოლში, გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ სტამბოლში, “ვები ემრეს და ამიდ ყაფლანის” სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სტამბოლში არასრული შემადგენლობითა და ლიდერების გარეშე იყო წასული. გუნდს რობერტ კობლიაშვილი, შმაგი ბოლქვაძე, ზვიად პატარიძე და რეზი ნადარეიშვილი აკლდნენ. პირველივე დღეს, ტრავმა მიიღო მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა და 23-წლამდელებს შორის, მსოფლიო ჩემპიონმა, ნუგზარ წურწუმიამ და ბრინჯაოს ფინალში, ზურაბ მაჭარაშვილს არ გამოუცხადდა. ტურნირის…

მეტი

ზურა დათუნაშვილი: ვდგები უმძიმესი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე

ზურა დათუნაშვილი: ვდგები უმძიმესი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი, ზურა დათუნაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის ორი უმძიმესი არჩევანის წინაშეა – ან კარიერა დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს. “გამარჯობა. პირველ რიგში, მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცადე, რომ აბსოლუტურად ყველასთვის პირადად დამებრუნებინა პასუხი და მიუხედავად უამრავი წერილისა, მგონი, შევძელი. თუკი ვინმე შემთხვევით გამომრჩა, ბოდიში და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გულთან მიიტანეთ ჩემი პრობლემა…

მეტი

9 მედალი და გუნდური ჩემპიონობა – თავისუფალი სტილით ნაკრების ტრიუმფი ნიცაში

9 მედალი და გუნდური ჩემპიონობა – თავისუფალი სტილით ნაკრების ტრიუმფი ნიცაში

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ანრი დეგლანის საერთაშორისო გრან პრის გათამაშებაზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა, 10 წონით კატეგორიაში, 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძეს (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ), მამუკა კორძაიას (97 კგ) და…

მეტი

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 55 ქვეყანაში გაშუქდება

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 55 ქვეყანაში გაშუქდება

6-13 აპრილს ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. მიმდინარე სამუშაოებს, უახლოეს დღეებში, აჭარაში, ადგილზე მოინახულებს სპეციალური კომისია. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ფედერაციის ტელევიზიის დირექტორი დევიდ გოლდსტრომი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს შეაჯამებენ. კონტინენტის პირველობის საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი…

მეტი

ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდშია

ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდშია

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი, ისრაელის წინააღმდეგ, გერმანიის მსგავსად, ტრიუმფით დაასრულა, D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეინ რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე ისრაელი 7:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი თალესმა გაიფორმა, თოფურიამ, ფუმასამ, ნიყვაშვილმა და ჯვარაშვილმა კი თითოჯერ აიღეს მოწინააღმდეგის კარი. D ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანია დანიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5:2 დაამარცხა მეტოქე. მოპოვებული გამარჯვებით, გერმანელებმა სამი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებენ….

მეტი

დათო მარსაგიშვილმა ირაკლი მწითური ორჯერ დაამარცხა – ქართველი მოჭიდავე ინდოეთის საკლუბო ლიგის ფინალშია

დათო მარსაგიშვილმა ირაკლი მწითური ორჯერ დაამარცხა – ქართველი მოჭიდავე ინდოეთის საკლუბო ლიგის ფინალშია

დღეს, ნიუ-დელიში დასრულდება ინდოეთის საკლუბო ლიგის “Pro Wrestling League”-ის მეოთხე სეზონი, სადაც ევროპის 2-გზის ჩემპიონის და ოლიმპიური პრიზიორის, დათო მარსაგიშვილის “პანჯაპ როიალსი” ფინალში “არიანა ჰამერს” -ს შეხვდება. მარსაგიშვილმა, რომელიც 86 კგ კატეგორიაში ასპარეზობს (დაშვება +3კგ), ფინალამდე ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე გამარჯვებით დაასრულა, ინდოელი მეტოქეები პუნია 10-2, პრავეენი 12-0 და დიპაკი აშკარა უპირატესობით  -10-0 დაამარცხა, “არიანა ჰამერს”-ის წევრ ბელარუსების დაღესტნელ ფალავან ალი შაბანოვს 7-4 მოუგო. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ისევე როგორც ნახევარფინალში, პანჯაპელებმა ირაკლი მწითურის…

მეტი

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გერმანიის დამარცხებით დაიწყო

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გერმანიის დამარცხებით დაიწყო

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის  პირველი შესარჩევი ეტაპი გერმანიასთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, დავით ბობოხიძე გუნდიდან გააცილეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. ბობოხიძემ 65 მატჩი ითამაშა და 35 გოლი გაიტანა. მას სიმბოლური საჩუქრები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა გადასცეს. გერმანიასთან დაპირისპირება ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშზეც აისახა. სიმი საიოტმა დუბლი გაიფორმა, რონინიომ, სებისკვერაძემ თითოჯერ…

მეტი
1 67 68 69 70 71 81