ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში” არენდით ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში” არენდით ითამაშებს

ახალაგაზრდა ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში, არენდით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია, რუსულმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა. მოსკოვურ გუნდში დიდი ხანია თამაშობს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი, სოლომონ კვერკველია, რომელიც ახალგაზრდა ქართველის გუნდში გადასვლას სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა. “ერთი ქართველი კარგია, მაგრამ ორი კიდევ უფრო უკეთესი”, – ამბობს კვერკველია. ხვიჩა კვარაცხელია “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია. გასული წლის მარტში ის “რუსთავის” რიგებს შეუერთდა და მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო. მოსკოვის “ლოკომოტივმა” “რუსთავთან” საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

მეტი

სკანდალი: სომეხი ძალოსანი ქალი მამაკაცი აღმოჩნდა

სკანდალი: სომეხი ძალოსანი ქალი მამაკაცი აღმოჩნდა

სკანდალში გაეხვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები, რის გამოც, სომხეთის ეროვნული გუნდი, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს (Агентство Международной Информации (АМИ) Новости-Азербайджан).  სააგენტოს ცნობით, სომხეთის ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი, მელინა დილაზიანი, რომელიც სინამდვილეში მამაკაცი აღმოჩნდა, შესაძლოა სომხეთისთვის მძიმე სასჯელად იქცეს. როგორც სააგენტო წერს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სომეხი სპორტსმენები 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას ვერ შეძლებენ. სომეხი ძალოსანი, მელინა…

მეტი

“ბასკონიას” სარეკლამო კლიპი – თორნიკე შენგელია “სამეფო კარის თამაშების” გმირია

“ბასკონიას” სარეკლამო კლიპი – თორნიკე შენგელია “სამეფო კარის თამაშების” გმირია

საკალათბურთო კლუბმა “ბასკონიამ” ესპანეთის თასის მომავალ მატჩს სარეკლამო ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელსაც ლაიტმოტივად “სამეფო კარის თამაშები” გასდევს. კლიპში მთავარ როლს ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი, თორნიკე შენგელია ასრულებს. “ეს არის ჩრდილოეთის თავი” – ასე ჰქვია სამოტივაციო კლიპს, სადაც თორნიკე შენგელია ხიდზე თანაგუნდელს ხვდება და იმ ბურთს გადასცემს, რომლითაც “ბასკონია”, ესპანეთის თასზე, “ბადალონას” დამარცხებას ეცდება. სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრას, თორნიკე შენგელია ტრავმის გამო დააკლდება. აღნიშნული მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მეტი

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის შემადგენლობა უცვლელია

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის შემადგენლობა უცვლელია

აღმასკომში ცვლილებები არ არის – ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობაზე, გარდა ფედერაციის პრეზიდენტისა, დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ზუსტად იმავე შემადგენლობით აირჩიეს, როგორც 2015 წლის ოქტომბერში. ყრილობაზე დარეგისტრირებული 28 დელეგატის ხმა, აღმასკომის წევრობის მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. დელეგატების ხმები ასე გადანაწილდა: ალექსანდრე იაშვილი – 28 ხმა აკაკი ალადაშვილი – 27 ხმა ილია ინჯია – 27 ხმა ნინო სორდია – 27 ხმა თენგიზ სულაქველიძე – 27 ხმა რომან ფიფია – 27 ხმა ბესიკ ჩიხრაძე –…

მეტი

ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის

ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის

„დღეს აქ იმყოფებიან ჩემი მეუღლე და ჩემი გოგო, თამუნა და სალომე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია და სულ ყოველთვის, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, მეუღლეს და იცით, ზოგადად, ხშირად წასული ვიყავი, ვმოგზაურობდი თამაშის დროს, ხშირად იყო უკმაყოფილებები, როდის დაბრუნდები, როდის მოხვალ, სულ წასული ხარ, როდესაც მორჩა კარიერა, ფიქრობდნენ, რომ ახლა ხომ სახლში იქნებაო და ბუნებრივია, ახლა უფრო მეტად გასული ვარ და რასაკვირველია, მათი მხარდაჭერა და გვერდში…

მეტი

28 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – ლევან კობიაშვილი სფფ-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

28 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – ლევან კობიაშვილი სფფ-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას მომდევნო 4 წლის ვადით კვლავ უხელმძღვანელებს. “ჰუალინგში” ამ წუთებში სფფ-ს 29-ე საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს, სადაც ფარული კენჭისყრით ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი აირჩიეს. წილისყრაში მონაწილეობა 28 დარეგისტრირებულმა დელეგატმა მიიღო და ყველა მათგანმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს მისცა.        

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილი, უნგრელ მეტოქესთან, ორ სეტში – 7:6, 6:1 დამარცხდა. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიქებში გადაწყდა, სადაც ქართველმა მარტონ ფუქსოვიჩთან 7:1 წააგო, მეორე სეტში კი უშანსოდ დამარცხდა. შეხვედრამ საათსა და 21 წუთს გასტანა. მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილი, ამ მომენტისთვის, კვლავ მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომრად რჩება.

მეტი

ორი ოქრო საემიროებიდან: ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ორი ოქრო საემიროებიდან: ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი პარამოფარიკავე, ნინა თიბილაშვილი, 23 წლამდელთა შორის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდი 15:7 დაამარცხა და მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ნინა თიბილაშვილამდე ერთი დღით ადრე, ეტლით ფარიკაობის მსოფლიოზე თასზე, ოქროს მედალსა და ჩემპიონის ტიტულს, ირმა ხეცურიანი დაეუფლა. “ბ” კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და ფლეი-ოფში მონაწილეობის უფლება გაინაღდა. ნახევარფინალური საგზურის მოსაპოვებლად ხეცურიანი პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს, ტაილანდელ ჯანა სეისუნის შეხვდა…

მეტი

ლევან კობიაშვილს, სფფ-ს პრეზიდენტად, მეორე ვადით ხვალ აირჩევენ

ლევან კობიაშვილს, სფფ-ს პრეზიდენტად, მეორე ვადით ხვალ აირჩევენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, პრეზიდენტის პოსტზე ხვალ მეორე ვადით აირჩევენ. კობიაშვილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც მოქმედი 30 ხმის მიმცემი სუბიექტიდან  მხარს 28 უჭერს. 29-ე ყრილობაში მონაწილეობას ქვემო ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია არ მიიღებს, რომელიც ყრილობაზე არ დარეგისტრირებულა, დანარჩენი 29 სუბიეტიდან, კობიაშვილის კანდიდატურა მხოლოდ ერთმა – “ზესტაფონმა” არ წარადგინა. შესაბამისად, საარჩევნო ყრილობა მხოლოდ ფორმალობაა. სუბიექტები, რომლებმაც კანდიდატად ლევან კობიაშვილი წარადგინეს: 1.ს.კ. დინამო თბილისი 2.ს.კ. სიონი 3. ს.კ. მერანი მარტვილი 4.ს.კ. სამტრედია 5.ს.კ.ცხინვალი 6.ს.კ.ვიტ ჯორჯია…

მეტი

როტერდამის ტურნირი: ბასილაშვილი ფუქსოვიჩის წინააღმდეგ

როტერდამის ტურნირი: ბასილაშვილი ფუქსოვიჩის წინააღმდეგ

როტერდამის 500-იანი ტურნირის 1/8 ფინალში, დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდება. მერვედფინალში გასასვლელად, ქართველმა ჩოგბურთელმა კორეელ ჩუნგთან საკმაოდ მძიმე შეხვედრა გადალახა და სამ სეტში – 6:4, 6:7, 2:6 დაამარცხა. დღევანდელი მეტოქე მსოფლიო კვალიფიკაციაში 38-ე ადგილზე იმყოფება, ნიკა კი სოფიას ტურნირის შემდეგ მე-20 პოზიციაზეა და ადგილის შესანარჩუნებლად მოგება ესაჭიროება. ბასილაშვილი და ფუქსოვიჩი აქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ, ორი მოგება უნგრელის ანგარიშზეა, ერთხელ კი ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა. დაპირისპირება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მეტი
1 64 65 66 67 68 81