თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქრო მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქრო მოიპოვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც, ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა ყველა ქვეყანაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 3 ოქრო და 1 ბრინჯაო –  ასეთია საქართველოს ეროვნული გუნდის მონაგარი. მსოფლიოს ჩემპიონები ძმები – ავთო (74 კგ) და ნიკა (79 კგ) კენჭაძეები გახდნენ, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), მძიმეწონოსანი როლანდ ანდრიაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა 108 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, მედლების სინჯის მიხედვით, საქართველო…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე, 23-წლამდელებს, შორის მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო)

ავთანდილ კენჭაძე, 23-წლამდელებს, შორის მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო)

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაზე (74კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. უფროსებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ფინალში რუმინელი სალიოღლუ პირველივე პერიოდში წმინდად გააკრა ბეჭებზე და 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გარდა ავთანდილ კენჭაძისა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მისმა ძმამ, ნიკა კენჭაძემ (79კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97კგ). ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი როლანდ ანდრიაძე (125კგ) გახდა.  ქართველმა მძიმეწონოსანმა გადამწყვეტ შეხვდრაში იაპონელ იამამოტოს ანგარიშით 4-0 მოუგო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური…

მეტი

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან

თვისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა, ნიკა კენჭაძემ (79კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97კგ), რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, ოქროს მედლები მოიპოვეს. გივი მაჭარაშვილს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, 2 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. მან ამერიკელ კოლინ მოორის, აშკარა უპირატესობით – 10:0 სძლია. მაჭარაშვილამდე, ოქროს მედალი ნიკა კენჭაძემ მოიპოვა, რომელმაც რუს გაჯი ნაბიევს 3:2 მოუგო. დღეს, მესამე ოქროს მედლისთვის ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებს, რომელმაც, უფროსებს შორის, ბუდაპეშტში,  ერთი თვის წინ, მეორე ადგილი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული…

მეტი

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

კომპანია PRMC-ის სოციალურ პროექტში – “ძლიერები არ ძალადობენ” – ნიუტონის თავისუფალი სკოლა ჩაერთო. კამპანიის ეგიდით, სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” ესტუმრა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებიც მონაწილეობდნენ. ისინი მოზარდებს ბულინგის არსის შესახებ ესაუბრნენ და მასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები განიხილეს. სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით –  “არ დაჩაგრო, იზრუნე” – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა…

მეტი

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის 166-ე საჯარო სკოლას კამპანიის კეთილი ნების ელჩები: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი ეწვივნენ. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ ალანიაც ესწრებოდნენ. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა მოზარდებთან ბულინგისა და დისკრიმინაციის პრობლემის არსის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითები განიხილეს. საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს ცნობილმა სპორტსმენებმაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული…

მეტი

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 8 მედლით – 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოთი დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ 72 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც საჭიდაო სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზუსტად ორ დღეში, მას არ ჩამორჩა ელენე ქებაძე, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში ასევე ოქროს მედალი მოიპოვა.  ორი ოქროს მედლით, ქალთა ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ვაჟების ნაკრებს, ვახტან ჩიდრაშვილმა (57 კგ)…

მეტი

“დინამო თბილისმა” კახა კაჭარავა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა

“დინამო თბილისმა” კახა კაჭარავა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა

ეროვნული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, “დინამო თბილისმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა კაჭარავა დაითხოვა. ამის მიზეზი გუშინ, 32-ე ტურში, საჩხერის “ჩიხურასთან” შინ გამანადგურებელი ანგარიშით (1:4) მარცხი გახდა. მანამდე კი, თბილისელებმა თასის ნახევარფინალი ლიგა 2-ის ბინადარ “გაგრასთან” წააგეს და ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. “გაგრასთან” წაგების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაჭარავამ გუნდი დატოვა, თუმცა კლუბს და თავად მწვრთნელს მაშინ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. კლუბის პრეზიდენტმა კახა კაჭარავას კიდევ ერთი შანსი მისცა, თუმცა, “ჩიხურასთან” დამარცხების…

მეტი

მილტონ ჰეიგი: წინ უდავოდ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ბრძოლაში ვართ ბედნიერები

მილტონ ჰეიგი: წინ უდავოდ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ბრძოლაში ვართ ბედნიერები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ფლორენციაში, “არტემიო ფრანკიზე” იტალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების 23 კაციანი, სამატჩო შემადგენლობა დაასახელა. მან გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოთამაშეების ნაზავს იდეალური კომბინაცია უწოდა. “ჩვენ მიერ დასახელებული შემადგენლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ თამაშის მნიშვნელობას. სასტარტოში, გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, გვყავს ისეთებიც, რომლებიც შედარებით ნაკლებად გამოცდილად მიგვაჩნია, თუმცა სწორედ ისინი მატებენ გუნდს ენთუზიაზმს, ენერგიასა და მიზანდასახულობას, რადგან მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ყოფნას იმსახურებენ. მწვრთნელისთვის ამაზე უკეთესი რა…

მეტი

კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, გურამ კაშია სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, გურამ კაშია სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

კომპანია PRMC-ის სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ეწვია. მასთან ერთად, სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  შალვა გოგოლაძე და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები სტუმრობდნენ. გურამ კაშიამ მოზარდებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს,  საფეხბურთო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა. სოციალური პროექტი – „ძლიერები არ ძალადობენ“, სლოგანით –  „არ…

მეტი

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. “მიხარია თქვენთან შეხვედრა და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ. მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი…

მეტი
1 58 59 60 61 62