კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მატჩი, ირაკლიონში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 81:69 დამარცხდა. ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ამ მოგებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ეროვნულ ნაკრებს ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ორივე შეხვედრა უნდა მოეგოთ, სერბებს კი  – ორივე წაეგოთ. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ. ესტონეთთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება. ფოტო: GBF

მეტი

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშა. ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში,  კალათბურთელები არაერთ კომპონენტში ავარჯიშა. დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო….

მეტი

17-წლამდე ქალთა საფეხბურთო ნაკრები ელიტ რაუნდისთვის ემზადება

17-წლამდე ქალთა საფეხბურთო ნაკრები ელიტ რაუნდისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”, 15 თებერვალს შეიკრიბა. 17-წლამდე ნაკრები, 21-25 თებერვლის ჩათვლით, ელიტ-რაუნდის მოსამზადებელ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ბელარუსელ თანატოლებთან. პირველ მატჩს, ჩვენი გოგონები 22 თებერვალს ჩაატარებენ. საქართველოსა და ბელარუსის 17-წლამდეთა მეორე შეხვედრა კი 24 თებერვალს გაიმართება. ლევან ბაჯელიძეს შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობა ჰყავს გამოძახებული: მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“); მცველები: მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი), ნინო გურიელიძე (ქსკ „ნორჩი…

მეტი

“ნანტი” “კარდიფს” სალას ტრანსფერის თანხის გადაუხდელობის გამო ფიფაში უჩივის

“ნანტი” “კარდიფს” სალას ტრანსფერის თანხის გადაუხდელობის გამო ფიფაში უჩივის

“ნანტმა” ფიფაში ინგლისური “კარდიფის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – იუწყება ბრიტანული მედია. ფრანგული საფეხბურთო კლუბი 15 მილიონ ევროს დაღუპული ემილიანო სალას ტრანსფერისთვის ითხოვს. “ნანტი” “კარდიფისგან” თანხას ითხოვს, ინგლისური კლუბი კი ამაზე უარს აცხადებს, რადგან არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების შემთხვევის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. “კარდიფში” აცხადებენ, რომ ფრენის ორგანიზების ყველა დეტალი გამოსაძიებელია, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი და რამდენად უსაფრთხო იყო თვითმფრინავი. ასევე, რა კვალიფიკაცია ჰქონდა მფრინავს, რომელიც არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად დაიღუპა. ემილიანო სალა, რამდენიმე კვირის წინ, ავიაკატასტროფის დროს…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ოვანეს სააკიანის ხსოვნის საერთაშორისო ტუნირზე გამოსვლა 9 მედლით დაასრულეს. 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია ქართველი ფალავნების შედეგი უკრაინიდან. ტურნირის გამარჯვებულები დავით ტლაშაძე (74 კგ), მამუკა კორძაია (97 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) გახდნენ, ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად, მეორე საპრიზო ადგილები გოგა ძიგუამ (57 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და თორნიკე კვინიკაძემ (86 კგ) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი მირზა სხულუხია (70 კგ),…

მეტი

მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა

მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა

მონაკოში ე.წ. სპორტული ოსკარების (Laureus) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მსოფლიოს საუკეთსო სპორტსმენის ტიტული არავის დაუთმო სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც გამოკითხვაში მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, ფრანგი კილიან მბაპე და ნბა-ს სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი ჩამოიტოვა. მიუხედვაად ტრავმებისა და ოპერაციებისა, სერბმა, გასულ წელს დიდი სლემის ორი ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა და უიმბლდონი მოიგო, წელს კი –  ავსტრალიის ღია პირველობა. ქალებს შორის საუკეთესოდ, ამერიკელი ტანმოვარჯიშე საიმონ ბაინსი დასახელდა, რომელიც 2018 წელს მსოფლიო  ჩემპიონი გახდა და მორიგი მედალი შემატა თავის…

მეტი

როგორც თევზი წყალში – ყველაზე რისკიანი ლამაზმანი მსოფლიოში

როგორც თევზი წყალში – ყველაზე რისკიანი ლამაზმანი მსოფლიოში

სოფია გომეს ურიბე კოლუმბიელი ლამაზმანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა, რომ ახალი გატაცება ჰქონდა და ფრიდაივინგით დაკავდა. მყვინთავი, რომელიც აპრილში 27 წლის გახდება, წყალქვეშ ჟანგბადის გარეშე ჩადის და სამგზის მსოფლიო რეკორდის მფლობელიცაა. სოფია გომესმა სპორტის ახალ მიმართულებასაც ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ინსტაგრამზე მისი გამომწერების რაოდენობა ახლა 211 ათასს აღემატება. კოლუმბიელი ლამაზმანის მიერ მომზადებული ფოტო და ვიდეო მასალა კი ერთდროულად აღტაცებასა და შიშს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სოფია ფრიდაივინგით სერიოზულად არის დაკავებული, მან დაამთავრა…

მეტი

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ბიუჯეტი 13 მილიარდ იენამდე გაიზარდა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ბიუჯეტი 13 მილიარდ იენამდე გაიზარდა

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ბიუჯეტი გაიზარდა. იაპონიის დედაქალაქის მთავრობის გეგმით, ცერემონიების ბიუჯეტი, თავდაპირველად, განსაზღვრული იყო 9.1 მილიარდი იენით, რაც 82 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. იაპონური მედიის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი, დაახლოებით, 13 მილიარდ იენამდე (117 მილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ხარჯები, ლონდონის 2012 წლის თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებთან შედარებით, ნაკლები იქნება. წინასწარი მონაცემებით, ტოკიოს ხარჯები პარიზის 2024 წლის თამაშებზე ნაკლებიც…

მეტი

ტრაგედია ნოვოსიბირსკში – ჰოკეის მეკარე თამაშის დროს დაიღუპა

ტრაგედია ნოვოსიბირსკში – ჰოკეის მეკარე თამაშის დროს დაიღუპა

ღამის ჰოკეის სამოყვარულო გუნდების შეხვედრა ტრაგედიით დასრულდა. ნოვოსიბირსკში, ღამის ჰოკეის ლიგის სამოყვარულო გუნდების მატჩში, რომელიც “როდნიკსა და “უდარნიკს” შორის მიმდინარეობდა, “უდარნიკის” მეკარე, 55 წლის ანდრეი გოროხოვი გარდაიცვალა. ჰოკეისტი თამაშის დროს ცუდად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ ტრაგედიის გამო, თამაში შეწყდა. ანდრეი გოროხოვი ჰოკეის 15 წლიდან თამაშობდა. მან, “უდარნიკთან” ერთად, ღამის ჰოკეის ლიგაც მოიგო. როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან, საგამოძიებო კომიტეტმა, ჰოკეისტის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება დაიწყო. გავრცელებული…

მეტი

რაგბის კავშირი ბიძინა გეგიძის ბრალდებებს პასუხობს

რაგბის კავშირი ბიძინა გეგიძის ბრალდებებს პასუხობს

რაგბის კავშირი საქართველოს პარლამენტის წევრისა და რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, ბიძინა გეგიძის ბრალდებებს სპეციალური განცხადებით პასუხობს. ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ რაგბის კავშირი დაადანაშაულა, რომ ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ფართზე, რომელიც რაგბის კავშირის საკუთრებაა, ის დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. უფრო მეტიც, ამ მიწის ნაკვეთზე ახლა კომპანია “ანაგმა” საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უნდა დაიწყოს. რაგბის კავშირი გეგიძეს ახსენებს, თუ რატომ ვერ მოხერხდა თავის დროზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ვერეს ხეობაში, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სარაგბო ინფრასტრუქტურის…

მეტი
1 53 54 55 56 57 72