კახი კახიაშვილი: ჩვენი გამარჯვება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება (ვიდეო)

კახი კახიაშვილი: ჩვენი გამარჯვება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება (ვიდეო)

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობასა და ნაკრების წარმატებას აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს უძღვნის. „სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ შეძლო და მსოფლიო გუნდების ელიტის სიაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი და სახელი. ვულოცავ ყველა გულშემატკივარს. ეს ჩვენ გამარჯვება, აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება. სულ მალე გვეზეიმოს ეროვნული სიმბოლიკით სოხუმში“, – აცხადებს კახი კახიაშვილი. საქართველოს ძალოსნობის ნაკრებმა, ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 5 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.  

მეტი

გიორგი ასანიძე: დიდება გმირებს, ვინც გარდაიცვალნენ აფხაზეთის ომში, დიდება საქართველოს! (ვიდეო)

გიორგი ასანიძე: დიდება გმირებს, ვინც გარდაიცვალნენ აფხაზეთის ომში, დიდება საქართველოს! (ვიდეო)

გამარჯვება, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს ეძღვნება – ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში 484, სარეკორდო წონა დააფიქსირა. ჯამში, ქართველის ანგარიშზე სამი ახალი მსოფლიო რეკორდია. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კი, 5 ოქროსა და  2 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილით დაასრულა პლანეტის პირველობა, რაც ისტორიული შედეგია. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ქართველმა ძალოსნებმა გამარჯვება აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებსა და მშვიდობიან მოსახლეობას მიუძღვნეს. გიორგი ასანიძე, ლაშა…

მეტი

ლაშა ტალახაძე: გამარჯვებას იმ გმირებს ვუძღვნი, ვინც თავი საქართველოს ერთიანობას შესწირა

ლაშა ტალახაძე: გამარჯვებას იმ გმირებს ვუძღვნი, ვინც თავი საქართველოს ერთიანობას შესწირა

ლაშა ტალახაძე, ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი სამი მსოფლიო რეკორდით და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. ქართველმა ფალავანმა გამარჯვება იმ გმირებს მიუძღვნა, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა. “პირველ რიგში გილოცავთ ჯვართამაღლებას.  მინდა, ჩემი გამარჯვება მივუძღვნა სრულიად საქართველოს და ყველა იმ გმირს, ვინც თავი შესწირა საქართველოს მთლიანობას. მინდა, მალე გაბრწყინებული, გამთლიანბული გვენახოს ჩვენი ქვეყანა. დიდება ჩვენს გმირებს”, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ. ლაშამ ატაცში 220 კილოგრამი დაძლია, რითიც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, აკვრაში კი 264 კილოგრამს შეწვდა, ორჭიდის ჯამში…

მეტი

სამი მსოფლიო რეკორდი – ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია (ვიდეო)

სამი მსოფლიო რეკორდი – ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია (ვიდეო)

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა, ატაცში 220 კილო დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, აკვრაში კი ლაშამ პირველ მისვლაზე 247 კილოგრამი დაძლია, მეორეზე – 255 კგ, მესამე მისვლაზე კი 264 კილოგრამი შეუკვეთა, რითიც მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში, ტალახაძემ 484 კილოგრამი დაძლია. ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი მოიპოვა, პლანეტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურება. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ლაშა ტალახაძემ 2015, 2017, 2018 და 2019…

მეტი

ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 220 კილო აიტაცა. პირველ მისვლაზე, ლაშამ 208 კილო დაძლია, შემდეგ კი 215 კილო, ბოლო მისვლაზე 220 კილო შეუკვეთა, რითიც თავისივე რეკორდი (218კგ) გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მცირე შესვენების შემდეგ, მედლების კომპლექტი აკვრაში და ორჭიდის ჯამში გათამაშდება.    

მეტი

სკანდალი გრძელდება  – ვის გამო ენგრევა პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო კარიერა

სკანდალი გრძელდება  – ვის გამო ენგრევა პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო კარიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2019 წლის 20 მაისს, პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. მათ შორის, საფეხბუთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” ხუთი ფეხბურთელი – გიორგი გეთიაშვილი, ნიკა მაისურაძე, ჯონი შეროზია, ნოდარ კიკნაველიძე და პაატა ღუდუშაური. ხუთივე ფეხბურთელი სუს-ის თანამშრომლებმა, ბათუმში, ადგილობრივ „დინამოსთან“ დასრულებული მატჩის შემდეგ აიყვანეს, სასამართლომ კი ისინი 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. უმკაცრესი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. სფფ-მ ყველა ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თუმცა…

მეტი

Exclusive – მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს

Exclusive – მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს

მსოფლიოს ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იბრძოლებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტი, ლადო გეგეშიძე, „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნუგზარ წურწუმიამ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც არაოლიმპიურ წონაში შეეძლო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნაკრების კონსულტანტის, ლადო გეგეშიძის განცხადებით, წურწუმიამ, არაოლიმპიურ წონაში მაქსიმუმი გააკეთა და ახალ წონაში, ყველა რესურსი აქვს ლიცენზიის მოსაპოვებლად. – ნუგზარ წურწუმიაზე უნდა გკითხოთ, რადგან გულშემატკივარმაც გამოხატა გულისწყვეტა, რომ მისი წონა ოლიმპიური არ…

მეტი

“არქიმ” მსოფლიოს ჩემპიონ მოჭიდავეებს ბინები აჩუქა (ვიდეო)

“არქიმ” მსოფლიოს ჩემპიონ მოჭიდავეებს ბინები აჩუქა (ვიდეო)

დეველოპერული კომპანია “არქის” დამფუძნებელმა, ილია წულაიამ და გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა ქართველ მსოფლიო ჩემპიონ მოჭიდავეებს, გენო პეტრიაშვილს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს “არქი ისანის” კომპლექსის ბინები აჩუქეს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, “არქიში” ჩემპიონები სიმბოლური საჩუქრების გადასაცემად დაიბარეს, კონვერტებში კი მათ ასეთი სიურპრიზი დახვდათ. ყაზახეთში დასრულებულ პლანეტის პირველობაზე, ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 12 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე კარიერაში პირველად…

მეტი

ანტონ პლესნოიმ, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ანტონ პლესნოიმ, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ანტონ პლესნოიმ (96კგ) ატაცში ოქროს, ხოლო ორჭიდის ჯამში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, 172 / 177 / 181 აიტაცა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ბრწყინვალე იყო პლესნოი აკვრაში, მან აქაც სამივე მისვლა (203 / 209 / 213) გამოიყენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 394 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ძალოსანმა ამასთან ერთად…

მეტი

1 ოქრო და 1 ბრინჯაო რეზი დავითაძისგან

1 ოქრო და 1 ბრინჯაო რეზი დავითაძისგან

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა რეზი დავითაძემ (89კგ) 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რევაზ დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში, ატაცში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია,  აკვრაში კი ფეხი იტკინა და შემდეგი მისვლები გაუცუდდა. რევაზ დავითაძემ აკვრაში 199 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.    

მეტი
1 2 3 4 5 66