ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (-81კგ), მინსკის ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს სძლია და საქართველოს ნაკრებს მორიგი მედალი მოუტანა. სულ, ამ დროისთვის, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალია. სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), რუსი დენის იარცოვის დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანელ ორუჯოვთან წააგო, ბრინჯაოს ფინალი კი ასევე აზერბაიჯანელ ჰეიდაროვთან.

მეტი

3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ქართველი სპორტსმენების შთამბეჭდავი სტარტი მეორე ევროპულ თამაშებზე

3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ქართველი სპორტსმენების შთამბეჭდავი სტარტი მეორე ევროპულ თამაშებზე

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპული თამაშების პირველ შეჯიბრო დღეს, 10 მედალი – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებისთვის ოქროს მონაგარი ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) გახსნა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა. -66 კგ წონით კატეგორიაში კი ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ვინაიდან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ოლიმპიურ თამაშებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შედეგებსაც ითვლის, ოთხივე ძიუდოისტს შედეგები ევროპირველობაზეც ჩაეთვალათ და დამატებით კიდევ მედლები გადაეცათ. 6 მედალი კი…

მეტი

მინსკი 2019: ნინო ოძელაშვილს მოგება წაართვეს

მინსკი 2019: ნინო ოძელაშვილს მოგება წაართვეს

მინსკის მეორე ევროპული თამაშებზე, ქართველ სამბისტს, ნინო ოძელაშვილს (-72კგ), მაშინ როდესაც მასპინძელ ბელარუს მეტოქეს 0:2 ამარცხებდა, მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს. ილეთის შესრულების დროს, ნინოს ჟილინსკაიამ ხელი ატკინა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ქართველი სპორტსმენი მზად იყო შეხვედრა გაეგრძელებინა. მსაჯების გადაწყვეტილებით, ოძელაშვილი დამარცხებულად გამოაცხადეს, თუმცა გამეორებაზეც კარგად გამოჩნდა, რომ ნინოს მეტოქისთვის მტკივნეული ილეთი არ გაუკეთებია. ამრიგად, ნინო ოძელაშვილი მინსკის თამაშების ვიცე ჩემპიონია. ჯამში კი, სამბისტების ანგარიშზე, 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. სულ მალე, ოქროს…

მეტი

სამბისტი დათო ლორიაშვილი მინსკის თამაშების გამარჯვებულია

სამბისტი დათო ლორიაშვილი მინსკის თამაშების გამარჯვებულია

საქართველოს სამბისტთა ნაკრების კაპიტანი, დათო ლორიაშვილი მინსკის მეორე ევროპული თამაშების გამარჯვებულია. ოქროს ფინალში, ლორიაშვილმა (-100კგ) ლატვიელი ვიქტორს რესკო 2:0 დაამარცხა და სამბისტთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა )-57კგ) მოიგო, მინდია ლილუაშვილი (-68კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ბექა ბერულავა (-82კგ) ბრინჯაოს დაეუფლა. დღესვე, ოქროს მედლებისთვის ნინო ოძელაშვილი (-72კგ) და ელენე ქებაძე (+80კგ) იბრძოლებენ.  

მეტი

სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა რუსი ხერტეკი დაამარცხა და ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა

სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა რუსი ხერტეკი დაამარცხა და ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა, მინსკის ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ვახტანგ ჩიდრაშვილმა ( 57კგ) ოქროს ფინალში რუსი საიან ხერტეკი 0:1 დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველ სამბისტებს, კიდევ 4 ოქროს მოპოვების შანსი აქვთ. მალე ხალიჩაზე მინდია ლილუაშვილი, დავით ლორიაშვილი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე გამოვლენ. სამბისტმა ბექა ბერულავამ, 82 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი უკვე მოიპოვა. ოქროს მედალოსანი გახდა ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ), ამავე წონაში კი ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა აიღო. -66…

მეტი

ლუხუმ ჩხვიმიანი მეორე ევროპული თამაშების გამარჯვებულია

ლუხუმ ჩხვიმიანი მეორე ევროპული თამაშების გამარჯვებულია

მინსკის მეორე ევროპული თამაშები ტრიუმფით დაასრულა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ). ოქროს ფინალში, ჩხვიმიანმა ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილმა გერმანელი მორიტც პლაფკი სძლია და ბრინჯაოს დაეუფლა. -66 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო მესამე ადგილისა და ბრინჯაოსთვის – ბაგრატ ნინიაშვილი.  

მეტი

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. მისი გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. იანტბელიძის გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ევროპული თამაშებისთვის ფიცი დადო (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ევროპული თამაშებისთვის ფიცი დადო (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპული თამაშებისთვის, დღეს, ოლიმპიურ პარკში ფიცი დადო. ფიცის დადების გარდა, ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონიაც გაიმართა. მეორე ევროპულ თამაშებზე, საქართველო, ბელარუსის დედაქალაქში, 10 სახეობაში 61 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ჯამში კი, ტურნირში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. საქართველოდან მინსკში 122 კაციანი დელეგაცია გაემგზავრება, რომლის ხელმძღვანელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი იქნება, ოლიმპიური ნაკრების მედროშე კი – მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი. ოლიმპიურ პარკში, ფიცი 9-გზის ოლიმპიელმა, ნინო სალუქვაძემ წაიკითხა. ევროპის…

მეტი

მინსკში, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველო 122-კაციანი დელეგაციით მიემგზავრება

მინსკში, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველო 122-კაციანი დელეგაციით მიემგზავრება

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ლერი ხაბელოვისა და სეოკ-ის გენერალური მდივნის, ემზარ ზენაიშვილის ინფორმაცია მეორე ევროპული თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადებისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ. ევროპული თამაშები გაიმართება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 21-30 ივნისს. აღინიშნა, რომ სპორტულ ფედერაციებს, ნაკრებ გუნდებს, სპორტსმენებსა და მწვერთნელებს ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი იმისათვის, რომ ნაყოფიერად მომზადებულიყვნენ სპორტული წლის მთავარი მულტისპორტული შეჯიბრებისთვის. მათ გაიარეს აუცილებელი საწვრთნელი შეკრებები, მონაწილეობდნენ სალიცენზიო…

მეტი
1 6 7 8 9 10