ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა 9 მაისს დაიწყება

ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა 9 მაისს დაიწყება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა 9 მაისს იწყება. იაპონიის მოქალაქეებისთვის, ლატარეაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2019 წლის 9 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო მისი შედეგები 20 ივნისს გამოქვეყნდება. სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს ბილეთების შეძენა  ავტორიზირებული გადამყიდველების მეშვეობით შეეძლებათ, რომლებიც ბილეთებს 15 ივნისიდან გაყიდიან. ამასთან, 2020 წლის გაზაფხულიდან უცხოელებისთვის ბილეთების შეძენა შესაძლებელი გახდება ოფიციალური ვებ-გვერდიდანაც.

მეტი

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ლეგენდარული ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ნინო სალუქვაძემ პირველივე სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა  2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია. ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ეს დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 578 ქულით ფინალშიც შევიდა, იქ კი, 176.9 ქულით, საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მდგომთაგან: ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და…

მეტი
1 4 5 6