ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, “საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები, საკანონმდებლო მაცნეზე 2020 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნდა (ნომრით 135) ცვლილებების თანახმად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრემირების სისტემა არ იცვლება. №39 დადგენილებით, პრემიები, ოლიმპიური თამაშებისთვის კვლავაც შემდეგნაირად გადანაწილდება: 1. ოლიმპიურ თამაშებზე: ა) I ადგილი – 170 000, გუნდური პირველობა – 340 000; ბ) II ადგილი – 102 000, გუნდური პირველობა – 204…

მეტი

ლერი ხაბელოვი: ფედერაციებისგან მივიღეთ დასტური, რომ საწვრთნელი პროცესები აღდგეს

ლერი ხაბელოვი: ფედერაციებისგან მივიღეთ დასტური, რომ საწვრთნელი პროცესები აღდგეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს უახლოეს პერიოდში, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მიეცეთ სრულფასოვან სასწავლო-საწვრთნელ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ სპორტული ფედერაციებისგან დასტური მიიღეს, რომ აუცილებელია, საწვრთნელი პროცესის მაქსიმალურად მოკლე დროში განახლება. “ჩვენ მივმართეთ საოლიმპიადო პროცესში ჩართულ სპორტულ ფედერაციებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმნიშვნელოვანი დასტური მივიღეთ: თითოეული…

მეტი

IOC-მა, WHO-სთან ერთად, სპორტულ შეჯიბრებათა ჩასატარებლად, რეკომენდაციები შეიმუშავა

IOC-მა, WHO-სთან ერთად, სპორტულ შეჯიბრებათა ჩასატარებლად, რეკომენდაციები შეიმუშავა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, (IOC) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და სხვა დაინტერესებულ სპორტულ სამსახურებთან ერთად, COVID-19 პანდემიის დასრულების შემდეგ სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციათა შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტი WHO-ს უკვე არსებულ რჩევათა დამატებაა, რომელიც ასევე შემუშავდა IOC-ის სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის მოწოდებულია დაეხმაროს მსხვილ შეჯიბრებათა საორგანიზაციო კომიტეტებს ობიექტურად შეაფასონ რისკები, შემსუბუქდეს სავარაუდო ნეგატიური შედეგები, ასევე შეჯიბრებების ჩატარებაზე მიღებული იყოს გადაწყვეტილება. IOC-მა და WHO-მ გაანალიზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებების დახურულ და ღია…

მეტი

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად, ერთი წლით გადაიდო სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ უკვე გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ლიცენზიებს. თუკი მსოფლიო გაერთიანება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეძლებენ თამაშების საგზურის მოპოვებას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე UWW გათვლებს არ აკეთებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ამ მომენტისთვის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მძიმე წონებში აქვს. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ…

მეტი

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ორ თვეზე მეტია რაჭაში, საკუთარ სოფელში, სახლის პირობებში ემზადება. სხვათა მსგავსად, წელს, მისი მიზანიც ოლიმპიური თამაშების გარშემო ტრიალებდა. მოსაპოვებელი ლიცენზია და შემდეგ უკვე თავის კარიერაში, პირველ ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულმა COVID-19-მა მისი გეგმებიც შეცვალა. რამდენიმე დღის წინ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააკეთა გათვლები, თუ რომელი ქვეყანა შეძლებდა დამატებით, დარჩენილ წონებში ლიცენზიების აღებას. საქართველოდან UWW-მ ასეთი ორი მოჭიდავე დაასახელა – რიოს ტრიუმფატორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ…

მეტი

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მომავალ წელს ჩატარდება, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო ღონისძიებამ თუ შეჯიბრმა შემდეგ წელს გადაინაცვლა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გარკვეული გათვლები გააკეთა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ლიცენზიების მოპოვებას. ამ მომენტისთვის,საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების აქტივში 4 ლიცენზიაა მძიმე წონით კატეგორიებში. ტოკიოს საგზური, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) გაინაღდეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ). იმ…

მეტი

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები გადაიდო

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები გადაიდო

2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, იაპონიის მთავრობისა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა დღეს მიიღეს. დადასტურებული ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება. ასევე გადაწყდა, რომ თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პალარიმპური თამაშები ტოკიო-2020″.

მეტი

ტოკიო 2020-ის გადადებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ტოკიო 2020-ის გადადებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ტოკიო-2020-ის განცხადებით, შემდგომი ოთხი კვირის განმავლობაში, როდესაც ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადავადების სცენარი იქნება განხილული, პარტნიორები ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც არასდროს. ტოკიო-2020-ის განცხადება მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ტოკიო-2020-თან დაკავშირებით საბოლოო განაჩენი ერთი თვის განმავლობაში გახმოვანდება. „გუშინ საღამოს ტოკიო-2020-ს საგანგებო ვიდეოკონფერენცია ჰქონდა IOC-ის პრეზიდენტ თომას ბახთან, რა დროსაც სხვადასხვა სცენარების განხილვაზე შევთანხმდით. მათ შორის, თამაშების გადადებაზე. როგორც ეს IOC-მა განაცხადა, თამაშების კომპლექსურობის გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის….

მეტი

ლერი ხაბელოვი: 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები არ გადაიდება

ლერი ხაბელოვი: 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები არ გადაიდება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, ტოკიოში დაგეგმილი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებ არ გადაიდება და არც გაუქმდება. სეოკ-ის პრეზიდენტის განმარტებით, COVID-19 ვირუსთან დაკავშირებით, სოკ-მა არაერთი სალიცენზიო ტურნირი გააუქმა, თუმცა, ეს შეჯიბრებები მოგვიანებით ჩატარდება. “12 მარტს საბერძნეთში, ანტიკურ ოლიმპიაში გაიმართა ოლიმპიური ცეცხლის დანთების ტრადიციული ცერემონია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი), ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, იაპონიის მთავრობის განცხადების თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადება ან გაუქმება არ იგეგმება. ამასთანავე, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით,…

მეტი

ჭიდაობა: ევროპისა და მსოფლიო “ბოლო შანსის” სალიცენზიო ტურნირები გადაიდო

ჭიდაობა: ევროპისა და მსოფლიო “ბოლო შანსის” სალიცენზიო ტურნირები გადაიდო

2020 წლის ოლიმპიური თამაშების ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც 19-22 მარტს, ბუდაპეშტში იყო დაგეგმილი, ასევე, მსოფლიო “ბოლო შანსის” საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 30 აპრილიდან სამ მაისამდე უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ღონისძიებები, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებიდან განახლდება. მაისში, ბუდაპეშტში, სალიცენზიო შეჯიბრი ევროპული ქვეყნებისთვის ჩატარდება, ხოლო ივნისში – მსოფლიოსთვის, “ბოლო შანსის” საკვალიფიკაციო ტურნირი. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო რეაგირებებს COVID-19-ზე და ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს მოჭიდავეებთან, მწვრთნელებსა თუ გულშემატკივრებთან. ვაწვდით მათ ყველა განახლებულ ინფორმაციას. ჩვენი ოლიმპიური მონაწილეების განსაზღვრის პროცესი…

მეტი
1 2 3 4 15