ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი და ვიცე ჩემპიონია. ოქროს ფინალში, საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა. გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის ელიზბარ ოდიკაძე(97კგ) იჭიდავებს.

მეტი

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაჭარაშვილი, გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გენო პეტრიაშვილის არყოფნაში, აბსოლუტურ წონაში გადაწიეს და მას, ნაცვლად 97 კილოსი, 125 კილოში უწევდა ასპარეზობა. როგორც ჩანს, მწვრთნელების ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც, მაჭარაშვილი ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ფინალში, მაჭარაშვილი რუს ანზორ ხიზრიევს შეერკინა, რომელიც ქართველზე მთელი თავით მაღალია და 23 კილოთი მძიმე. მიუხედავად მეტოქის ამხელა უპირატესობისა, მაჭარაშვილმა ტოლი არ დაუდო ხიზრიევს…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ავთანდილ კენჭაძე მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ) მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მასპინძელი, ბელარუსი აზამატ ნურიკოვი დაამარცხა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედლისთვის, რუს ხიზრიევს გივი მაჭარაშვილი (125კგ) დაეჭიდება, ხვალ კი, ასევე ჩემპიონის ტიტულისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) იჭიდავებს.

მეტი

ხინჩეგაშვილმა შური იძია – რუსი ჩაკაევი დამარცხებულია, ლადო ფინალშია!

ხინჩეგაშვილმა შური იძია – რუსი ჩაკაევი დამარცხებულია, ლადო ფინალშია!

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მინსკის ევროპული თამაშების ფინალშია. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ახმედ ჩაკაევს, ბუდაპეშტში განცდილი სუფთა მარცხისთვის რევანში აუღო და მეტოქე 8:2 დაამარცხა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ლადო ხინჩეგაშვილი მეორე, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

მეტი

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მინსკის თამაშების ფინალშია

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მინსკის თამაშების ფინალშია

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, დღეს, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებში ჩაერთო და 200 მეტრიანი დისტანცია, წინასწარ რბოლაში საუკეთესო შედეგით დაასრულა. ნადირაძემ კანოეთი 200 მეტრი 39.421 წამში დაფარა და პირველ ადგილზე გავიდა, რითიც ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. დღესვე, კაიაკით, 200 მეტრიან დისტანციაზე რბოლაში, ნახევარფინალში გავიდა ბადრი ყაველაშვილი, რომელმაც 35.227 წამი აჩვენა და 21 მონაწილეს შორის მეცხრე პოზიციაზე გავიდა. ნახევარფინალში იასპარეზებს კანოისტი მარიამ ქერდიკაშვილი, რომელმაც 200 მეტრიანი დისტანცია 51.526 წანმში დაფარა. ყაველაშვილი და ქერდიკაშვილი ნახევარფინალებს დღეს ჩაატარებენ, ხოლო ზაზა…

მეტი

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125კგ) მინსკის ევროპული თამაშების ფინალშია. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ჯამალუდინ მაგომედოვი 4:2 დაამარცხა და პირველია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ხვალ. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილი 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და თავისზე 23 კილოთი მეტ მეტოქეს სძლია. ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ხვალ ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და ლაშა ლომთაძე (57კგ).    

მეტი

ტანმოვარჯიშე ლუბა გოლოვინამ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა (ვიდეო)

ტანმოვარჯიშე ლუბა გოლოვინამ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა (ვიდეო)

ტანმოვარჯიშე ლუბა გოლოვინამ, დღეს ბატუტზე ხტომაში საუკეთესო მეორე ადგილი დააფიქსირა და მეორე ევროპულ თამაშებზე, საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა. ქართველმა სპორტსმენმა 53.990 ქულა დააგროვ და მცირედით ჩამორჩა ფრან მეტოქეს, რომელმაც 54.800 ქულა აიღო. მესამე ადგილზე ბელარუსი ჰანა ჰანჩაროვა გავიდა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების აქტივში 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია და მეორე ევროპულ თამაშებზე მონაწილე 50 ქვეყანას შორის, მედლების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს.

მეტი

ვარლამ ლიპატელიანი ევროპის თამაშებისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ვარლამ ლიპატელიანი ევროპის თამაშებისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის თამაშებისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ოქროს ფინალი, “ლიპომ” რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხ სპორტსმენთან, არმან ადამიანთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ვინაიდან, ევროპის თამაშებზე დაფიქსირებულ შედეგს, წელს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპირველობის შედეგადაც თვლის, ვარლამ ლიპარტელიანს ორი ვერცხლის მედალი ერგო. ევროპის ჩემპიონატებზე ნაკრების კაპიტნისთვის ეს რიგით მეხუთე ვერცხლის მედალია. მის აქტივში 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ჯამში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპულ თამაშებსა და ევროპირველობაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა…

მეტი

გურამ თუშიშვილმა რუს ტასოევს მოუგო და მინსკის თამაშების ჩემპიონი გახდა

გურამ თუშიშვილმა რუს ტასოევს მოუგო და მინსკის თამაშების ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) მინსკის ევროპული თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ოქროს ფინალში ქართველმა ფალავანმა რუს ინალ ტასოევს იპონით მოუგო და ძიუდოისტთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა, ოლიმპიურ ნაკრებს კი – მეექვსე. ოქროს ფინალში, რუს ადამიანთან დათმო თავისი შეხვედრა ვარლამ ლიპარტელიანმა და ვერცხლს დასჯერდა. ფოტო: მოგვერდი  

მეტი

რევანში აღებულია – გურამ თუშიშვილმა გროლი დაამარცხა და ფინალშია

რევანში აღებულია – გურამ თუშიშვილმა გროლი დაამარცხა და ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი(+100კგ), ევროპის ჩემპიონატისა და მინსკის ევროპული თამაშების ფინალში გავიდა. ოსაკაში განცდილი მარცხისთვის, თუშიშვილმა ჰოლანდიელ გროლთან შური ბელარუსის დედაქალაქში იძია და მას იპონით მოუგო. ოქროს ფინალში, გურამ თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურსა და რუს ტასოევს შორის გამარჯვებულს შეერკინება. ოქროსთვის იჭიდავებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელიც ურთიერთობებს რუს კარენ ადამიანთან გაარკვევს.

მეტი
1 10 11 12 13 14 15