საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი “სპორტსმენი365”

საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი “სპორტსმენი365”

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით, ქალაქ ბორჯომში სასტუმრო “ოლიმპში” საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი – „სპორტსმენი365“ ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და მათი მწვრთნელები. სემინარის პერიოდში სპორტსმენებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და პრეზენტაციები მათი უფლებების, წარმატებული ასპარეზობის, მომავალი კარიერული დაგეგმვის, მენტალური და ფიზიკური სიძლიერის საკითხებზე, სრული ინფორმაცია მიიღეს გარიგებული თამაშების უარყოფით მხარეებსა და საფრთხეებზე. ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად არის გაშუქებული სოკ-ის სასწავლო-საინფორმაციო ონლაინ პლატფორმაზე „სპორტსმენი365“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო სპორტსმენთა შორის. აღნიშნული…

მეტი

ტოკიოს გუბერნატორი: ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარება, პანდემიაზე გამარჯვების სიმბოლო იქნება

ტოკიოს გუბერნატორი: ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარება, პანდემიაზე გამარჯვების სიმბოლო იქნება

ტოკიოს გუბერნატორის, იურიკო კოიკეს განცხადებით, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების 2021 წელს წარმატებით ჩატარება, კორონავირუსის პანდემიაზე მსოფლიოს გამარჯვების სიმბოლო იქნება. კოიკე, რომელიც ცოტა ხნის წინ ტოკიოს გუბერნატორად მეორე ვადით აირჩიეს, გადავადებული ტოკიოს თამაშების ჩატარებას ოპტიმიზმით უყურებს. “გვინდა ოლიმპიადას ვუმასპინძლოთ, როგორც მსოფლიოს ერთიანობის სიმბოლოს, რომელიც გაუმკლავდა ამ მეტად რთულ ვითარებას და კაცობრიობა ერთ მუშტად შეკრა”, – განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა. COVID-19-ის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაიდო, რომელიც იგივე თარიღებში – 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით…

მეტი

UWW-მ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩანიშნა

UWW-მ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩანიშნა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თარიღი დაასახელა. პლანეტის პირველობას 12-20 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს. 2020 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიური თამაშების გამო დაგეგმილი არ იყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა და თამაშები შემდეგი წლისთვის გადაიდო. UWW-ს გეგმებისა და კალენდრის შეცვლა მოუხდა და დაანონსდა, რომ მსოფლიო პირველობის ჩატარება-არჩატარების თარიღი აგვისტოს ბოლოს გახდებოდა ცნობილი. თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გადაწყვეტილება ვადაზე ადრე მიიღო და ის ბელგრადში გაიმართება. საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები კი საწვრთნელ შეკრებას, არსებული…

მეტი

სპორტსმენთა საწვრთნელი შეკრებები თვის ბოლოდან განახლდება

სპორტსმენთა საწვრთნელი შეკრებები თვის ბოლოდან განახლდება

სპორტსმენები საწვრთნელი შეკრებების განახლებას თვის ბოლოდან შეძლებენ. ამის შესახებ, დღეს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ აღმასკომის სხდომაზე ისაუბრეს. როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა განაცხადა, ფაქტიურად მიღწეულია შეთანხმება, რომ ის სპორტსმენები, რომლებიც ოლიპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად და ზაფხულის თამაშებისთვის ემზადებიან, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეძლებენ საწვრთნელი შეკრებების გავლას. ეს ინფორმაცია დაადასტურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა, ირაკლი დოლაბერიძემ აღნიშნა, დღეს, მინისტრის მოადგილეს პრემიერ მინისტრის თანაშემწესთან სწორედ ამ საკითხზე აქვს შეხვედრა და შეთანხმება მიღწეულია, რომ…

მეტი

UWW-მ 2020-2021 წლის კალენდარი დაადგინა

UWW-მ 2020-2021 წლის კალენდარი დაადგინა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020-2021 წლების კალენდარში ცვლილებები შეიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19 პანდემიამ დაგეგმილ კონტინენტურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე გავლენა მოახდინა. UWW-ს ბიუროს სხდომა 17 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართა, სადაც 2020-2021 წლების კალენდარში ცვლილებებს ხმა მისცეს. მათ შორის, გადაწყდა, რომ არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა, ყველა დარჩენილ ღია საკითხზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ბიუროს მიერ განხილული რეკომენდაციები ტექნიკურმა კომისიამ შეიმუშავა. “მადლობას ვუხდი ტექნიკურ კომისიას რთულ დროში გაწეული შრომისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. ჩვენ მხოლოდ მაშინ დავბრუნდებით, როდესაც გარემო უსაფრთხო იქნება ჩვენი…

მეტი

სუგა: ოლიმპიური თამაშების ჩატარება კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე არ არის დამოკიდებული

სუგა: ოლიმპიური თამაშების ჩატარება კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე არ არის დამოკიდებული

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის იოსიჰიდე სუგას განცხადებით, 2021 წლამდე გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება დამოკიდებული არ არის ახალი კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებაზე. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თამაშების ჩასატარებლად ვაქცინის შემუშავების პირობას არ აყენებენ,” – განაცხადა იოსიჰიდე სუგამ. თუმცა, ამასთან დასძინა, რომ პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ პირობებთან დასაბრუნებლად ვაქცინის როლი უდაოდ მნიშვნელოვანია. ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოფიციალურად გამოვიდა ოლიმპიური თამაშების გამარტივებული ფორმატით ჩატარების წინადადებით. გეგმის თანახმად, ოლიმპიადის ორგანიზება მოხდება…

მეტი

ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია, რადგან იმ სპორტსმენებმა, რომლებიც ტოკიოს თამაშებისთვის იბრძვიან, საწვრთნელი პროცესის განახლება მალე მოახერხონ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის პროტოკოლი დამტკიცა, სეოკ-ის პრეზიდენტი მასში ცვლილებების შეტანას სწორედ ოლიმპიური სახეობებისთვის ითხოვს, რადგან მისი აზრით, შეუძლებელია 14 დღე კარანტინში გყავდეს სპორტსმენი და ტესტირების შემდეგ, კვლავ ორი კვირა ავარჯიშო. ვინ გაიღებს სპორტსმენთა ვირუსზე ორჯერ ტესტირების ხარჯებს, გაგრძელდება თუ არა ფედერაციებისა და სპორტსმენების ფინანსური დახმარება მომავალ წლამდე, რამდენ ლიცენზიას ელოდება საქართველო ტოკიოს…

მეტი

სპორტსმენები სეოკისგან სტიპენდიას 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიღებენ

სპორტსმენები სეოკისგან სტიპენდიას 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიღებენ

ის სპორტსმენები, რომლებიც ლიცენზიის მაძიებლებად განიხილებიან და ოლიმპიური კომიტეტისგან სპეციალურ სტიპენდიას იღებენ, მას 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიღებენ. ამის შესახებ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა “ოლიმპიური დღიურებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. სეოკი, ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ, ფედერაციებისგან იღებს იმ სპორტსმენების სიას, რომლებიც შემდეგი თამაშების ლიცენზიის მაძიებლებად განიხილებიან და ამის შემდეგ მათ, 4 წლის განმავლობაში ხელფასი ენიშნებათ. ზაფხულის თამაშების შემდეგ კი ეს სიები ნახლდება. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო 2020 გადაიდო, ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ ყველა…

მეტი

როდის შეძლებენ მოჭიდავეები და ძიუდოისტები შეკრების ჩატარებას – ხაბელოვის ახალი ინიციატივა

როდის შეძლებენ მოჭიდავეები და ძიუდოისტები შეკრების ჩატარებას – ხაბელოვის ახალი ინიციატივა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ახალი ინიციატივით გამოდის, რომლითაც ოლიმპიური სახეობის სპორტსმენებს კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ შეკრების ჩატარება. ამის შესახებ ლერი ხაბელოვმა “ოლიპიურ დღიურებთან” ინტერვიუში ისაუბრა. საქართველოს მთავრობამ სპორტისთვის უკვე დაამტკიცა პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ხდება ორ კვირიანი კარანტინი, შემდეგ COVID-19-ზე ტესტირება და ამის შემდეგ საწვრთნელი პროცესის განახლება, თუმცა სეოკ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ეს მეტწილად კონტაქტური სპორტის სახეობებს, როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, კრივი და ა.შ. შეკრების ვადას 30 დღემდე გაუხანგრძლივებს, რაც საწვრთნელი პროცესის ჩატარებას ფაქტიურად…

მეტი

გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში, ოლიმპიელები შეძლებენ ვარჯიშის დაწყებას

გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში, ოლიმპიელები შეძლებენ ვარჯიშის დაწყებას

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, იდეალურთან მიახლოებული პირობები ჰქონდეთ. პრემიერის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მოამზადებს სპეციალურ რეკომენდაციებსა და პროტოკოლებს, რადგან უახლოეს პერიოდში, სპორტსმენებმა ვარჯიში და წვრთნები დაიწყოს. “ოლიმპიური თამაშების გადადება გასაგებია. რა თქმა უნდა, საქართველო აქტიურად ემზადებოდა ამ ოლიმპიადისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიდო და ყველაფერი, რაც გასაკეთებელია მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ ოლიმპიელებს და ამ ორას ადამიანს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ან უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური თამაშების…

მეტი
1 2 3 15