იოსიჰიდე სუგა: იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება

იოსიჰიდე სუგა: იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება

იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოსიჰიდე სუგას განცხადებით, მათ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 2021 წლის ზაფხულში ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადსტურა, რომ პანდემიის გამო გადადებული ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართება. “დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს თამაშები ჩატარდება”, – აცხადებს იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაამტკიცა. 71 წლის პოლიტიკოსი ასევე ხაზს უსვამს მსხვილი საერთაშორისო ღონისძიების წარმატებით ჩატარების აუცილებლობას, “როგორც ვირუსზე კაცობრიობის გამარჯვების მტკიცებულებას”. გარდა ამისა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიის შედეგად…

მეტი

დავით ხოჭოლავას “შახტარმა” “რეალი” მადრიდში დაამარცხა

დავით ხოჭოლავას “შახტარმა” “რეალი” მადრიდში დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, B ჯგუფის პირველ შეხვედრაში, მადრიდის “რეალმა” დონეცკის “შახტარს” მადრიდში უმასპინძლა და 2:3 სენსაციურად დამარცხდა. დონეცკელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ, რომელმაც მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. უკრაინელები პირველ ტაიმში უკვე 0:3 იგებდნენ, მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში, ზინედინ ზიდანის გუნდმა ორი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

მეტი

ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც უკავშირდებოდა სახელოვანი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები. ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სეოკ-ის მიმართვის ტექსტი: „ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. ამჟამად…

მეტი

უნგრეთის გრან სლემი: ქართველი ძიუდოისტები ტატამზე ბრუნდებიან

უნგრეთის გრან სლემი: ქართველი ძიუდოისტები ტატამზე ბრუნდებიან

ქართველი ძიუდოისტები ტატამს უბრუნდებიან – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8 თვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს აგრძელებს. 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტში, უნგრეთის გრან სლემი სლემი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება. გრან სლემზე დაგეგმილია 69 ქვეყნის ძიუდოისტების ასპარეზობა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნგრეთის გრან სლემზე ასეთია: ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ). გრან სლემის პროგრამა: 23 ოქტომბერი -60კგ, -66კგ, 24 ოქტომბერი -73კგ, -81კგ,…

მეტი

UEFA ჩემპიონთა ლიგის რეფორმას გეგმავს

UEFA ჩემპიონთა ლიგის რეფორმას გეგმავს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, 2024/25 წლების სეზონიდან, ჩემპიონთა ლიგის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ The Telegraph იუწყება. წყაროს ცნობით, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, 2024/25 წლების სეზონზე, შეიძლება 36 გუნდი ვიხილოთ. ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, 36 გუნდი 6 ჯგუფად დაიყოფა, რომელშიც 10 შეხვედრა ჩატარდება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება ის, რომ ჯგუფებში იმავე რაოდენობის მატჩებს ითამაშებენ, რა ფორმატიც ახლაა. ამავდროულად კი, მოწინააღმდეგეები “შვეიცარული სისტემის” მიხედვი შეირჩევიან, რაც ჭადრაკისა და სხვა ინტელექტუალური თამაშებისთვისაა დამახასიათებელი. ამ მომენტისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 34-ე ადგილამდე დაქვეითდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 34-ე ადგილამდე დაქვეითდა

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 34-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ჩოგბურთელი, რომელიც გასულ წელს საუკეთესო ოცეულში საპატიო მე-16 ადგილს იკავებდა, წელს მხოლოდ 4 დაპირისპირება მოიგო, 11-ჯერ კი დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP ტურნირებზე 25 თებერვლის შემდეგ არ მოუგია. დუბაიში, ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ბერანკისთან, თუმცა ამავე ტურნირზე მეტი ღირებული აღარაფერი შეუქმნია. “დევისის თასზე” ბასილაშვილმა, საქართველოს ნაკრების მაისურით ივანოვის წინააღმდეგ იმარჯვა და სწორედ ეს მატჩი უფიქსირდება ბოლო გამარჯვებად ქართველ ჩოგბურთელს. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა გერმანიის საერთაშორისო…

მეტი

“ლოკომოტივი”-“დინამო თბილისის” შეხვედრა კორონავირუსი გამო გადაიდო

“ლოკომოტივი”-“დინამო თბილისის” შეხვედრა კორონავირუსი გამო გადაიდო

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩი, “ლოკომოტივსა” და “დინამო თბილისს” შორის კორონავირუსის გამო გადაიდო. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელს კოვიდ ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. “18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის “ლოკომოტივი” და თბილისის “დინამო” დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის…

მეტი

“ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა

“ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა

ერევნის საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელი ერიკ სარიანი აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაეცა. კლუბი სარიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს”, – წერია გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

სარეიტინგო ტურნირები, რომლის მიხედვითაც მოჭიდავეები ტოკიოში განითესებიან

სარეიტინგო ტურნირები, რომლის მიხედვითაც მოჭიდავეები ტოკიოში განითესებიან

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ბიუროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის სარეიტინგო სერიებს ზიოლკოვსკის, პიტლასინსკისა და პოლონეთის ღია პირველობის ტურნირი დაემატა, სადაც მოპოვებული სარეიტინგო ქულებით, მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე განითესებიან. ბიუროს გადაწყვეტილებითვე, თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა სარეიტინგო ქულებს 2021 წლის კონტინენტურ ჩემპიონატებში მიიღებენ, რადგან ამ ერებმა 2020 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მირება კორონავირუსის გამო ვერ შეძლეს. ანალოგიურად, ოკეანიის კონტინენტური ჩემპიონატში ჩაითვლება რანგის სერიის ქულები, რადგან 2020 წლის ტურნირი პანდემიის გამო ვერ შედგა. სარეიტინგო სერიის ტურნირები, რომლებიც განთესვის ქულებს უზრუნველჰყოფს: 2019…

მეტი

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც “დიდი ათის” ორი შეხვედრა, სადაც ამ ორ გუნდს უნდა ეთამაშა, გადაიდო. გუნდების წარმომადგენლების ინფორმაციით, “ლოკომოტივის” ერთი მოთამაშე, ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს თავს შეუძლოდ გრძნობდა, მას სიცხე ჰქონდა, რის გამოც ვარჯიშიდან დაითხოვეს, თუმცა, 7 ოქტომბერს მან ითამაშა, თუმცა იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელს ეჭვი გაუჩნდა და სპორტსმენი შემოწმდა, რა დროსაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის, “ლოკომოტივის” 10 მოთამაშე თვიიზოლაციაშია გადაყვანილი და ისინი ტესტის პასუხებს ელოდებიან….

მეტი
1 2 3 89