ფარისევლობაა ბარბარობის აღნიშვნა, როცა ბავშვს აღმოხდა “ამ ცხოვრების დედაც”- დეკანოზი თამაზი

ფარისევლობაა ბარბარობის აღნიშვნა, როცა ბავშვს აღმოხდა “ამ ცხოვრების დედაც”- დეკანოზი თამაზი

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის  გარდაცვალებას დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმაურება. “დღეს, ლობიანებით ჭამით ბარბარობა რომ იზეიმა “მორწმუნე” ერმა, ძალადობისგან სასოწარკვეთილმა, 15 წლის ბავშვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეტი როგორღა უნდა გვამხილოს ღმერთმა, რომ ჩვენი “მორწმუნეობის” და “წილხვედრობის” მყრალი სიყალბე დავინახოთ?! ყალბია და საზიზღარი ფარისევლობაა ჩვენგან ამ დღესასწაულების აღნიშვნა, როცა ამ დროს ჩვენს გვერდით გამწარებულ ბავშვს აღმოხდება, “ამ ცხოვრების დედაც”-ო და შემდეგ ამის გამო მოძალადე ჯალათებისგან არაადამიანურად დასჯილი თავს მოიკლავს. ყარს ჩვენი სიყალბე! ისიც იცოდეთ, რომ წმ….

მეტი

ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სოცქსელით პრეზიდენტი ეხმაურება

ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სოცქსელით პრეზიდენტი ეხმაურება

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც პრეზიდენტი დასძენს, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. “15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”, – წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოსწავლე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ…

მეტი

ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ – ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე

ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ – ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე.  მეუფე მელქისედეკის თქმით, ’’იქნებ ამ უბედურებამ მაინც გამოგვაფხიზლოს და დაგვაფიქროს მთელი საქართველო’’. ’’შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. იქნებ ამ უბედურებამ მაინც გამოგვაფხიზლოს და დაგვაფიქროს მთელი საქართველო. იქნებ გავიაზროთ ყველამ, იერარქიის, სოციალური ფენისა თუ სხვა სახის კუთვნილებათა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ, რაშიც ლომის წვლილი…

მეტი

„მწვანე სკოლა“ – უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო

„მწვანე სკოლა“ – უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო

„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო“, – განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით „თბილისის მწვანე სკოლა“ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ავრცელებს. „შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, –…

მეტი

”ამ ცხოვრების დედაც” – 15 წლის მოსწავლე გარდაიცვალა

”ამ ცხოვრების დედაც” – 15 წლის მოსწავლე გარდაიცვალა

”ამ ცხოვრების დედაც” – 15 წლის მოსწავლე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სკოლაში წარწერა გააკეთა, რის გამოც პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა, ხოლო შემდეგ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა,  იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. “მწვანე სკოლის” მოსწავლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენციის მასალები გამოსცა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენციის მასალები გამოსცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენციის მასალების კრებული დაიბეჭდა. წიგნის წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.  კრებულში დაბეჭდილი მასალების შინაარსსა და აკადემიურ სტილზე პასუხისმგებლები არიან ავტორები. კრებულის რედაქტორები არიან: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი; ეთნოლოგიის დოქტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი; ისტორიის ბაკალავრი, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გიორგი ჩუბინიძე. აღსანიშნავია, რომ   საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენცია 2019 წლის 8 მაისს ჩატარდა. ღონისძიებაში  მონაწილეობის მისაღებად 35-მდე ახალგაზრდამ მონაწილეობის სურვილის…

მეტი

გიორგი კეკელიძე საკრებულოს დეპუტატ კუხიანიძეს პასუხობს

გიორგი კეკელიძე  საკრებულოს დეპუტატ კუხიანიძეს პასუხობს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს პასუხობს. RECORDER კეკელიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: “მეგობრებო! გუშინ ოძისში, ჟურნალისტები მეორე კითხვად აუცილებლად მაგებებდნენ: ვიღაც გლანძღავდა და რას იტყვითო. მლანძღველი იგივე აღმოჩნდა, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს უწუნებდა საქციელს. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე და იმ კაცზე ლაპარაკს არც ახლა ვაპირებ. სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ: რასაც ვაკვირდები, მეგობრების თუ ნაცნობების შეშფოთება და შიში, ვინც მართლა იმ საქართველოსთვის…

მეტი

ლაბრადორისა და დელფინის უჩვეულო მეგობრობა (ვიდეო)

ლაბრადორისა და დელფინის უჩვეულო მეგობრობა (ვიდეო)

სხვადასხვა სახეობის ცხოველების მეგობრებობის შესახებ ისტორიები ინტერნეტით ხშირად ვრცელდება. თუმცა, დღევანდელი ამბავი სრულიად განსხვავებულია და ყველა სახის რეკორდს ხსნის. ყოველ დილით, ლაბრადორი საზღვაო პორტში სიხარულით მიდის, რათა ზღვაში შევიდეს და თავისი მეგობარი მოინახულოს, დელფინთან ერთად გაცუროს და სიამოვნება მიიღოს. უჩვეულოა, არა? – ისტორია უცხოურ პორტალებს ძაღლის მეპატრონემ უამბო და ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრებიც მიაწოდა. როგორც ძაღლის მეპატრონე მამაკაცი აცხადებს, ყოველ დილით ლაბრადორი მას სთხოვს, რომ პორტში წაიყვანოს, სადაც ის წყალში ხტება და მის მეგობართან ერთად ცურავს….

მეტი

საოკუპაზიო ზოლთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

საოკუპაზიო ზოლთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, საოკუპაზიო ზოლთან, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები ავტობუსებით, ავტომობილებითა და მოტოციკლეტებით სოფელ ოძისისკენ დილით გაემართნენ. საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, რესპუბიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ოჯახს სოლიდარობა სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქცია საოკუპაციო ხაზთან 14:00 საათისთვის დაიწყება.

მეტი

ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება

ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 დეკემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

მეტი
1 3 4 5 6 7 29