მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. ცეცხლი კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად, იერუსალიმში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.  

მეტი

საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო შენატანების მოცულობა, დღევანდელი მდგომარეობით, 175 მილიონ ლარს აღწევს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სისტემის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და მასში 750 ათას ადამიანზე მეტია გაწევრიანებული. რაც შეეხება დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას, სურგულაძე განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით, მომართვიანობა მცირეა. “სისტემიდან გასვლაზე მომართვიანობა არც ისე მაღალია – სისტემიდან, ამ ეტაპზე, 2 900 ადამიანი გავიდა. ეს 750 000 ადამიანიდან 0,4%-ია”, – განაცხადა ლევან სურგულაძემ. დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან  დღეს 100 დღე…

მეტი

ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტიდან გადააყენეს

ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტიდან გადააყენეს

ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტიდან გადააყენეს. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოზე, ფარული წილისყრისას, კაპანაძის იმპიჩმენტს მხარი ხუთი წევრიდან ოთხმა დაუჭირა. იმპიჩმენტამდე, საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ ის ნათია კაპანაძის გადადგომას მხარს არ დაუჭერდა. დირექტორის პოსტიდან ნათია კაპანაძის გადაყენების ინიციატორები საბჭოში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე იყვნენ. ნათია კაპანაძის განცხადებით, ის საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

მეტი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი: არ ვაპირებ საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი: არ ვაპირებ საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალს სამეფო სახლის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდით ეხმაურება და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში “ის ინტერვიუებს ჩაწერს და ნათელს მოჰფენს იმ სიცრუის ქარხანას, რომელსაც ამ ამბავში პირადი დაინტერესება აქვს”. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის განცხადებით, ის არ აპირებს, ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს დაუტოვოს. “მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში…

მეტი

ტელეწამყვანი ქართველ ბიზნესმენს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს

ტელეწამყვანი ქართველ ბიზნესმენს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს

ტელეწამყვანმა და მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში – “ფარული კონვერტი”, სკანდალური განცხადება გააკეთა. წკრიალაშვილი, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში, ბიზნესმენ გიორგი შელეგიას ადანაშაულებს. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, შელეგიამ მასზე შური იძია, რადგან მან ის მიატოვა. წკრიალაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბიზნესმენთან თავისი რომანის შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა. ნინა წკრიალაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, იცოდნენ, რომ ამის უკან სწორედ ეს ბიზნესმენი იქნება. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე, ნინა წკრიალაშვილს…

მეტი

ესპანური მედია: ბარსელონას სავიზო განყოფილებაში, წითელი ჯვარსა და გამგეობაში შოკში არიან

ესპანური მედია: ბარსელონას სავიზო განყოფილებაში, წითელი ჯვარსა და გამგეობაში შოკში არიან

“ბარსელონას სავიზო განყოფილებაში, წითელი ჯვარსა და გამგეობაში შოკში არიან “, – ამ სათაურით სტატიას ესპანური გამოცემა  www.elperiodico.com აქვეყნებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული უწყებების თანამშრომლებისთვის გაუგებარია, რატომ გაიზარდა ასე მასშტაბურად ქართველ ლტოლვილთა რაოდენობა. როგორც სტატიის ავტორი იუწყება, მხოლოდ იანვრის თვეში, ბარსელონაში, თავშესაფარი საქართველოს 300-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა. ჟურნალისტი, რომელმაც თავშესაფარი მოინახულა და ქართველებსაც შეხვდა, წერს, რომ ლტოლვილთა შორის, ძირითადად არიან ოჯახები პატარა ბავშვებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში სხვადასხვა მოტივით იდევნებიან. მედიის ცნობით, ბარსელონაში ასეთი მასობრივი და რადიკალურად…

მეტი

ბიზნესმენი აჭარის მთავრობის მეთაურს და მერს კორუფციაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი აჭარის მთავრობის მეთაურს და მერს კორუფციაში ადანაშაულებს

მაგდა კლდიაშვილი „დექსთერ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ლევან კანთელაძე აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძესა და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღიად უპირისპირდება და კორუფციაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ჩინოვნიკებს ზეწოლასა და მისი კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობაში სდებს ბრალს. საქმე ეხება ბათუმში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, 18- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რისი უფლებაც კომპანიამ 2016 წელს მიიღო, თუმცა მესამე წელია, მერიისგან მშენებლობის დაწყების ნებართვას უშედეგოდ ელის. როგორც ლევან კანთელაძე „რეკორდერთან“ საუბარში აცხადებს, ბათუმის მერმა მას პირდაპირ უთხრა, რომ აღნიშნული პროექტით რამდენიმე მაღალჩინოსანია…

მეტი

ლელა წურწუმია, თურქულ სერიალში – “დაუმორჩილებელი სულთნები”, მთავარ როლს შეასრულებს

ლელა წურწუმია, თურქულ სერიალში – “დაუმორჩილებელი სულთნები”, მთავარ როლს შეასრულებს

თურქული ტელეარხი ახალ სერიალს, სახელწოდებით “დაუმორჩილებელი სულთნები” იწყებს. სერიალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებს ეხება, სადაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ.  სერიალის ოფიციალური პრომოს გადაღება აგვისტოსთვის მოხდება, ტრანსლაცია კი თურქულ არხზე სექტემბრიდან დაიწყება. ამ დროისთვის, მსახიობების სრული სიის დასახელება ვერ ხერხდება, თუმცა, ცნობილია ოთხი ქართველის ვინაობა, რომლებიც ამ სერიალში მონაწილეობას მიიღებენ. ესენი არიან: მომღერალი ლელა წურწუმია და მოცეკვავეები – თათა ჯაში, ნანუკა სტამბოლიშვილი და ნინო ლეჟავა. “პრესა.ჯის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს მომღერალი ლელა…

მეტი

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

სამშენებლო კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა. სახურავი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადიოდა, კედლები დაინესტა და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC შიდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.  სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად თანხა შეგროვდა.

მეტი

ჯგუფ “ნიუტონის” სოლისტი ბაბი გარდაიცვალა

ჯგუფ “ნიუტონის” სოლისტი ბაბი გარდაიცვალა

მუსიკალური ჯგუფ “ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა. ახალგაზრდა მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საღამოს დამძიმდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თამარ ბაბილუა წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჯგუფმა “ნიუტონმა” და მუსიკოსის მეგობრებმა, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს, რათა ნიჭიერ შემსრულებელს დახმარებოდნენ და მას მკურნალობის გაგრძელება შეძლებოდა. მეგობრებისა და საზოგადოების დახმარებით, ბაბიმ რამდენჯერმე შეძლო მკურნალობის კურსის ჩატარება და გაჩნდა იმედი, რომ ის შეძლებდა გამოჯანმრთელებას, თუმცა, რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, მუსიკოსი 31 წლის…

მეტი
1 2 3 4 5 6 17