არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში შეკრებილი 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები 20 ივნისის მოვლენებს აფასებენ. მათ მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ:  – ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად აღშფოთებული ვართ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. 20 ივნისის დილიდან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის სიმბოლურ აქტს….

მეტი

სახალხო დამცველი შსს-ს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველი შსს-ს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, თავის არეში რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლა  გარკვეულ შემთხვევებში მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. ნინო ლომჯარიას თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის ძალით დაშლამდე ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე. მისივე განცხადებით,  პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუცია. ლომჯარიას განცხადებით,  ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება დაკავებულებისგან მიღებული განმარტებებით და საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით. ნინო ლომჯარიას თქმით, ცალკე შეფასების საგანია მოვლენების გასაშუქებლად ადგილზე…

მეტი

საქართველოს საპატრიარქო: ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად

საქართველოს საპატრიარქო:  ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში  მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად…

მეტი

ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე, აზიის ბაზრებზე ღორის ხორცის ფასი გაიზარდა

ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე, აზიის ბაზრებზე ღორის ხორცის ფასი გაიზარდა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – მაისში, ყველისა და სიმინდის ფასების ცვლილების ხარჯზე გაიზარდა და 172.4 ერთეულიქულა შეადგინა, რითაც ამ წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აპრილის თვესთან შედარებით, მაისში ფასების ინდექსი 1.2%-თაა მომატებული, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასებმა, რომელიც, აპრილის…

მეტი

საბერძნეთმა საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოადეპორტა

საბერძნეთმა საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოადეპორტა

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნიდან რამდენიმე უცხოელი გააძევა, მათ შორის, საქართველოს 6 მოქალაქეა. ისინი ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისში სპეციალური რეისით გაამგზავრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. დანარჩენი დეპორტირებული პირები პაკისტანელები არიან, რომლებიც ისლამაბადში გაამგზავრეს. ეს საბერძნეთიდან ქართველების გამოძევების პირველი შემთხვევა არ არის. წელს, ქვეყნის ტერიტორია 15 არალეგალ ქართველს დაატოვებინეს. 2018 წელს საბერძნეთის მთავრობამ საქართველოში, ჯამში, 26 ქართველი დააბრუნა. წყარო: https://georgians.gr

მეტი

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ. ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს: “ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ. „იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და…

მეტი

102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

პარლამენტმა, დღეს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება. კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროების გამო პირი 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 500 ლარით ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000…

მეტი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ქრისტე აღდგა! “მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: “სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!”. ქრისტე აღდგა! “დასჯილი ევა განღმრთობილია, გაძევებული ადამი, მოწოდებული, წყევლა გაუქმებული, სიკვდილი, დაძლეული, ეშმაკი…

მეტი

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. ცეცხლი კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად, იერუსალიმში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.  

მეტი

საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო შენატანების მოცულობა, დღევანდელი მდგომარეობით, 175 მილიონ ლარს აღწევს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სისტემის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და მასში 750 ათას ადამიანზე მეტია გაწევრიანებული. რაც შეეხება დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას, სურგულაძე განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით, მომართვიანობა მცირეა. “სისტემიდან გასვლაზე მომართვიანობა არც ისე მაღალია – სისტემიდან, ამ ეტაპზე, 2 900 ადამიანი გავიდა. ეს 750 000 ადამიანიდან 0,4%-ია”, – განაცხადა ლევან სურგულაძემ. დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან  დღეს 100 დღე…

მეტი
1 2 3 4 5 17