“ძლიერები არ ძალადობენ” – კამპანიის კეთილი ნების ელჩები ევროპულ სკოლას ეწვივნენ

“ძლიერები არ ძალადობენ” – კამპანიის კეთილი ნების ელჩები ევროპულ სკოლას ეწვივნენ

სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები: ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი „ევროპულ სკოლას“ ეწვივნენ.  საინფორმაციო შეხვედრას მოზარდებთან სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეც ესწრებოდა. შეხვედრის თემა სპორტის, როგორც ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენება იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კამპანიის კეთილი ნების ელჩებმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატების მიღწევის არაძალადობრივ მეთოდებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად…

მეტი

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე: “მე მაქვს ერთი საინტერესო და სრულიად არამეცნიერული შეხედულება ჩვენს ანბანზე – ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი ანბანი გაქვს ერს, რადგან თქვენ გვიყურებთ გაოცებული; ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ – არაბული, სპარსული, სომხური…

მეტი

ნოდარ გიორგაძე: ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს

ნოდარ გიორგაძე: ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის, „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოზარდებს ერთმანეთის თანადგომისკენ მოუწოდებს. “ძვირფასო მეგობრებო, ჩემო პატარა მეგობრებო, შვილებო, შვილიშვილებო, სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წამოწყება ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში. თუ კარგად გადავხედავთ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, მივხვდებით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადგილი აქვს ჩაგვრასა და ძალადობას, იქ კარგი არაფერი ხდება. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ – ჩვენი შთამომავლობა იმ ადამიანების გვერდით…

მეტი

ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელებსა და წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელებსა და წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა (ვიდეო)

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ეგიდით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლას საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, გიორგი ლომაია ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, საფეხბურთო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა. კომპანია PRMC (პიარ მედია ქონსალთინგ) -ის სოციალური პროექტი – „ძლიერები არ ძალადობენ“, სლოგანით – „არ დაჩაგრო, იზრუნე“ – ბულინგის…

მეტი

ლევან გიგინეიშვილი: “რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას”

ლევან გიგინეიშვილი: “რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას”

„პიროვნების თავისუფლების ღერძი არის სინდისი. სინდისი არის ჭეშმარიტების სიყვარული და მისი განცდა, სიცრუეზე აღშფოთება… სინდისი არ არის მოცემულობა. იაპონელი მწერალი – „როუნოსკე აკუტაგავა ამობს, სინდისი წვერებივით არ ამოსდის ადამიანსო. სინდისი არის მარად გათლადი, გასაფაქიზებელი, ბევრი უნდა იფიქრო, ბევრი იაზროვნო. აქედანაა თავისუფლება. თავისუფლება არის სწორი არჩევნების გაკეთება, სწორ არჩევნებს მაშინ გააკეთებ, როცა სწორ ფასეულობებს დაადგენ. უკეთესს უარესისგან განასხვავებ. თვითნებობა არაა თავისუფლება. ის არის აზროვნების ღრმა აქტზე დამყარებული დიდი პასუხისმგებლობა. შენს პირად მარტოობაში უნდა გაიაზრო და შენსავე…

მეტი

გიორგი ასანიძე კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა

გიორგი ასანიძე კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა

გიორგი ასანიძე – ძალოსანი, ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა. “ძლიერები არ ძალადობენ – ეს არის ალტერნატივა, რომელსაც მინდა, ძალიან ბევრი მოზარდი შეუერთდეს”, – ამბობს გიორგი ასანიძე.

მეტი

ცნობილი სპორტსმენებისა და მოზარდების მონაწილეობით საკალათბურთო მატჩი გაიმართა

ცნობილი სპორტსმენებისა და მოზარდების მონაწილეობით საკალათბურთო მატჩი გაიმართა

კომპანის PRMC-ს სოციალური პროექტის “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით, სკოლა “აიბი მთიებს” საკალათბურთო გუნდის – “ტიტების” წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, საკალათბურთო გუნდის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა. სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით – “არ დაჩაგრო,…

მეტი

ლაშა ტალახაძე ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

ლაშა ტალახაძე ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩია. “ძლიერები არ ძალადობენ. თქვენი ძალა მოახმარეთ სპორტს და გახდით ჩემპიონები. ყველამ ერთად ვუთხრათ არა ძალადობას”, – ამბობს ლაშა ტალახაძე. #ძლიერებიარძალადობენ #სპორტიბულინგისწინააღმდეგ #არდაჩაგროიზრუნე

მეტი

“ჩაგვრა უღირსების საქმეა” – ტოჩინოშინი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

“ჩაგვრა უღირსების საქმეა” – ტოჩინოშინი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) – სუმოტორი, ოძეკი, იმპერატორის თასის მფლობელი, კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა. ტოჩინოშინმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და უმცროს გულშემატკივრებს მიმართა: „მერწმუნეთ, ძალადობა და ჩაგვრა უღირსების საქმეა. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი არასდროს ძალადობს და ჩაგრავს სხვას. იყავით სხვების დამცველები და არა მჩაგვრელები“, – ამბობს ტოჩინოშინი. კამპანიას „ძლიერები არ ძალადობენ“ სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ. სპეციალური მიმართვა მათ ამავე კამპანიის Facebook-გვერდზე გაავრცელეს.

მეტი

გიორგი ლომაია ბულინგის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო

გიორგი ლომაია ბულინგის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო

ვეტერანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია კომპანია PRMC-ის სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ”, კეთილი ნების ელჩის სტატუსით შეუერთდა. გიორგი ლომაია ეროვნული გუნდის მაისურს 12 წლის განმავლობაში ატარებდა. დღეს იგი 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია. ცნობილმა ფეხბურთელმა კამპანიის Facebook-გვერდზე სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა: “ცხოვრებაშიც ზუსტად ისეა, როგორც სპორტული ასპარეზობის დროს:  ჯანსაღი კონკურენცია, მეგობრობა, გუნდურობა, თანასწორობა, წესების პატივისცემა, სოლიდარობა, ტოლერანტობა, ზრუნვა,  ღიმილი – ეს ყველაფერი სამართლიანი თამაშის ფუნდამენტია. ხოლო იქ, სადაც არ არის სამართლიანი თამაში, არ…

მეტი
1 18 19 20 21