“ძალადობა სისუსტეა, მოძალადე კი – ლაჩარი!” – ვარლამ ლიპარტელიანი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

“ძალადობა სისუსტეა, მოძალადე კი – ლაჩარი!” – ვარლამ ლიპარტელიანი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

კომპანია PRMC-ის სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ვარლამ ლიპარტელიანი შეუერთდა. ეროვნული გუნდის კაპიტანი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩია. “ვფიქრობ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გავიზიაროთ, განსაკუთრებით, მომავალმა თაობამ! ჩემო უმცროსო მეგობარო, იცოდე, როცა სხვის დაჩაგვრას გადაწყვეტ, ამით მხოლოდ საკუთარ სისუსტეს ამტკიცებ! რადგან – ძალადობა სისუსტეა, მოძალადე კი – ლაჩარი!” – ამბობს სპეციალურ ვიდეომიმართვაში ვარლამ ლიპარტელიანი.

მეტი

“ჩემპიონების ძალა მეგობრობაშია!” – ცნობილი პარამოფარიკავეები ბულინგის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთნენ

“ჩემპიონების ძალა მეგობრობაშია!” – ცნობილი პარამოფარიკავეები ბულინგის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთნენ

ცნობილი პარამოფარიკავეები: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინა თიბილაშვილი სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩები გახდნენ. პარამოფარიკავეებმა სპეციალური ვიდეომიმართვები გამოაქვეყნეს და მოზარდებს ბულინგის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს: “არ დაჩაგრო, იზრუნე! დახარჯე ენერგია სწორად, გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!” – ამბობს ვიდეომიმართვაში ირმა ხეცურიანი. ნინა თიბილაშვილი კი აღნიშნავს, რომ “კონკურენციის მიუხედავად,  ერთმანეთის მხარდაჭერა სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანია. რადგან – ჩემპიონების ძალა მეგობრობაშია!”    

მეტი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

რიოს თამაშების ოლიმპიური ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა. “სპორტსმენი არასოდეს ძალადობს. სპორტსმენი ძლიერია, მაგრამ არავის ჩაგრავს, რადგან ის აღიზარდა სამართლიანი თამაშის წესებით. მე ვუერთდები კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ”, სპორტი ბულინგის წინააღმდეგ! შეუერთდით თქვენც!” – ამბობს კამპანიის მხარდამჭერ ვიდეომიმართვაში ცნობილი მოჭიდავე.

მეტი

“იყავი ძლიერი და ტოლერანტული” – გურამ კაშია ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

“იყავი ძლიერი და ტოლერანტული” – გურამ კაშია ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ამერიკული “სან ხოსეს” მცველი კურამ კაშია კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა. “ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული. არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო, არასოდეს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, თუ რას იგრძნობდი შენ მათ ადგილზე”, – ამბობს ცნობილი ფეხბურთელი ვიდეომიმართვაში, რომელიც კამპანიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. გურამ კაშია 2018 წლის 30 აგვისტოს UEFA-ს სპეციალური პრიზის – #Equalgameaward -ის მფლობელი გახდა. თანასწორობის ჯილდო მას უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ…

მეტი

“ძლიერები არ ძალადობენ” – ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური კამპანია დაიწყო

“ძლიერები არ ძალადობენ” – ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური კამპანია დაიწყო

ქართველი სპორტსმენები ბულინგის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), გურამ კაშია, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი,  ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი სოციალური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები გახდნენ.  სამი თვის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერ კლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ. „არ დაჩაგრო, იზრუნე“ – ამ სლოგანით სოციალური პროექტი „ძლიერები არ ძალადობენ“…

მეტი
1 15 16 17