ასტროლოგ რამაზ გიგაურის 2019 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგ რამაზ გიგაურის 2019 წლის პროგნოზი ზოდიაქოს  ნიშნებისთვის

ვერძი იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან, წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიანი კავშირების დამყარებას, სამსახურთან და ფინანსებთან წარმატებების მიღწევას. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა, თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში, შესაძლოა, ძველი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ). აპრილის ბოლო და მაისი ყურადღებით გაიარეთ. ამ დროს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მაისის ბოლოდან, საერთო სიტუაცია დაბალანსდება და ივნისში შეძლებთ ძველი პოზიციების დაბრუნებას. ამ დროს მოიმატებს…

მეტი

ლაშა ტალახაძე მამა გახდა

ლაშა ტალახაძე მამა გახდა

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე მამა გახდა. პლანეტის უძლიერეს მამაკაცსა და ანი დემურიას შვილი საღამოს შეეძინათ. ის იმედის კლინიკაში, 3 კილო და 500 გრამი დაიბადა. პატარას წყვილმა მარიამი დაარქვა.

მეტი

დიდი სკანდალი “მეფის კარზე” – ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონს უჩივის

დიდი სკანდალი “მეფის კარზე” – ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონს უჩივის

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნაბართვოდ სარგებლობისთვის“ სასამართლოში უჩივიან. ინფორმაციას იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე. დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი“, – აცხადებენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“. მათივე ცნობით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაგეგმილია…

მეტი

“ფრესკოს” მფლობელი ფინანსთა სამინისტროს – კადრები მაქვს, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები “ფრესკოში”

“ფრესკოს” მფლობელი ფინანსთა სამინისტროს – კადრები მაქვს, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები “ფრესკოში”

სუპერმარკეტებების ქსელის “ფრესკოს” დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ვიდეომიმართვას ავრცელებს და ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. სოფრომაძის განცხადებით, მას აქვს კადრები, თუ როგორ იპარავენ უწყების თანამშრომლები “ფრესკოში” სხვადასხვა პროდუქციას. სოფრომაძე “კარფურის” საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ სუპერმარკეტების ეს ქსელი დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს. “თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები როგორ იპარავენ ჩემს მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის…

მეტი

Feke news – რა მოგვატყუა ქართულმა მედიამ თებერვალში

Feke news – რა მოგვატყუა ქართულმა მედიამ თებერვალში

Media checker გასული იანვრის მსგავსად, ყალბი ამბების, ე.წ. Fake News-ების გარეშე არც თებერვალს ჩაუვლია. განსხვავებით იანვრისგან, როდესაც ასეთი ამბები იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან იყო კავშირში, თებერვალში გავრცელებული Fake News-ების რამე თემასთან დაკავშირება შედარებით რთულია. თებერვლის თვეში, ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სამი ყალბი ამბავი სარგებლობდა: უძველესი თაფლის აღმოჩენა ბორჯომში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შესახვედრად საჭირო ფულის მოსაგროვებლად გაყიდული ეროვნული საგანძური და ქორწილის ღამეს უსაწოლოდ დარჩენილი სიძე-პატარძლის ამბავი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვითვე…

მეტი

სპარტაკ ბუკია, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, მძიმე სენით გარდაიცვალა

სპარტაკ ბუკია, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, მძიმე სენით გარდაიცვალა

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი, სპარტაკ ბუკია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ლაურა აბრამია ავრცელებს. “80 იანი წლების დასასრულს 90 იანების დასაწყისში, ცნობილი მოვლენების დროს, ეროვნული მოძრაობის ხანაში გულანთებული იდგა ჩვენს გვერდით, იყო მშვიდი და გაწონასწორებული ეს ბიჭი, სწავლობდა მაშინ, დიდი სიახლოვე არ გვქონია, მაგრამ მახსოვს ერთხელ ხუმრობით მითხრა, ბიძაჩემს რატომ უჩმახებ შენო დირექტორი იყო იმხანად ჩვენი მეურნეობის ბიძამისი და მე სკოლაახალდამთავრებული კომუნისტურ იდეოლოგიას ავუმხედრდი, როგორადაც ეს შესაძლებელი იყო … მოკლედ არც ის ვიცოდი…

მეტი

მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში, გიგა კუხალაშვილი ჟურნალისტზე დაქორწინდა

მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში, გიგა კუხალაშვილი ჟურნალისტზე დაქორწინდა

მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში გიგა კუხალაშვილი დაქორწინდა.  სპორტსმენის რჩეული, ჟურნალ “თბილისელების” ჟურნალისტი ხათუნა კორთხონჯიაა. მათი სიყვარულის ისტორია პროფესიული საქმიანობით – ინტერვიუს ჩაწერით დაიწყო. წყვილმა ხელი მოაწერა და გრანდიოზულ ქორწილს ზაფხულში გეგმავს. შეგახსენებთ, რომ გიგა კუხალაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში, საქართველოს ჩემპიონი უშუ სანდაში, საქართველოს ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში, მსოფლიო ქამრის მფლობელი K-1-ში და სხვა უამრავი პრიზის მფლობელია კრივში. მის მიერ შესრულებული ნოკაუტი საუკეთესო ათეულში უკვე მეორედ შევიდა. სპორტსმენი რუსეთის სახელით, თუმცა, რინგზე საქართველოს დროშით გამოდის.

მეტი

საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა  განაცხადა. ბეზარაშვილის თქმით, დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. დღეს არსებული მდგომარეობით, დასაქმების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. NDI ამბობს, რომ როცა მოსახლეობას დაუსვეს კითხვა – “ხართ თუ…

მეტი

M1 კატეგორიის ელექტროძრავიანი ავტომობილების ინსპექტირების საფასური 20 პროცენტით მცირდება

M1 კატეგორიის ელექტროძრავიანი ავტომობილების ინსპექტირების საფასური 20 პროცენტით მცირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნული ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში შევიდა. ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექინსპექტირების საფასური ასეთი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 48 ლარი იქნება. რეგლამენტის თანახმად, M1 კატეგორიისაა ავტოტრანსპორტი, რომელსაც მძღოლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…

მეტი

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრი ემუქრებოდა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრი ემუქრებოდა

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ემუქრებოდა. ეს განცხადება დღეს ხაზარაძემ პარლამენტში გააკეთა. ხაზარაძის განმარტებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო, თუმცა TBC ბანკის დამფუძნებელი წერილის შინაარსის გასაჯაროებას არ აპირებს. „ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და ნამდვილად არ ვაპირებთ წერილების ფრიალს. არ გვინდა, პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ, იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, დაგვეხმაროთ, რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა. ალბათ, აზრი არ აქვს…

მეტი
1 14 15 16 17 18 27