შსს: საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია

შსს: საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის…

მეტი

შსს: ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს

შსს:  ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს

“კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას”, – ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა. “როგორც საზოგადოებამ იხილა აქციების მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. აქციები მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე. რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. კერძოდ, პოლიტიკური…

მეტი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა. მედიკოსები ვაჟა გადრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ოს კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ. “ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციებს და ვითხოვთ ბატონი ვაჟას უპირობო გათავისუფლებს. ეს არის ექიმი, რომელმაც დაიმსახურა პაციენტების სიყვარული და წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში”, – განაცხადეს აქციაზე. დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა….

მეტი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ექიმის მეუღლეს, თამილა ლაფანაშვილს ინფორმაცია ამის შესახებ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით შეატყობინეს. დღეს,  17:00 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ექიმები და ახლობლები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

მეტი

ემზარ კვიციანის ძმის შვილი, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ემზარ კვიციანის ძმის შვილი, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს….

მეტი

უფლებადამცველ დეპუტატ სოფო კილაძეზე ყოფილი მეუღლე ძალადობდა

უფლებადამცველ დეპუტატ სოფო კილაძეზე ყოფილი მეუღლე ძალადობდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, სოფო კილაძეზე, ყოფილი მეუღლე ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მედიას თავად დაუდასტურა, თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან კილაძე თავს იკავებს. როგორც ცნობილია, სოფო კილაძეზე ყოფილმა მეუღლემ ორი კვირის წინ ფსიქოლოგიურად იძალადა, რა დროსაც მან პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა დეპუტატის მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

მეტი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა

საკრებულოს წევრს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს, პროკურატურამ სამსახურში მისვლისა და უფლებამოსილების განხორციელების უფლება არ მისცა. როგორც მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ილია ჯიშკარიანს ელექტრონული ხელმოწერები და სხვადასხვა აუცილებელი საქმე აქვს შესასრულებელი, თუმცა, პროკურატურამ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მას სამსახურში მისვლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის უფლება არ მისცა: „მოგეხსენებათ,სასამართლომ ილიას აუკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ამის უფლება მას მხოლოდ პროკურორის სპეციალური ნებართვის საფუძველზე ექნება. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, ამ ეტაპზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამგვარი ქმედებით, ზარალდება…

მეტი

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაბუა დააკავა და მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით  იძიებს,  რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მეტი

საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 60% დააყადაღა

საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 60% დააყადაღა

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა. ამის შესახებ დვალის და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე იუწყება.

მეტი

თბილისში აფეთქების შედეგდ 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში აფეთქების შედეგდ 4 ადამიანი დაშავდა

გურამიშვილის გამზირზე, 34 ნომერში 16 სართულიან საცხოვრებელი კორპუსში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.                     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა კორპუსის ოთხი სართული. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი…

მეტი
1 2 3 4 20