რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ამ წუთებში, ჟურნალისტის სახლში საპატრულო პოლიცია მუშაობს. “როდესაც მეუღლე გავიდა აივანზე, აივნის დასალაგებლად, შეამჩნია ჯერ ნატყვიარი აივნის კარზე და მერე შემთხვევით ნახა მასრა. რომ დავინახე ეს ტყვია, ვუთხარი, ისევ დაედო თავის ადგილზე. როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო საახალწლო გართობა, დავრეკე პოლიციაში. ძალიან მიჭირს რამესთან დაკავშირება, ფაქტია, რომ აქ არის…

მეტი

გეგა გეგეშიძე პატიმრობიდან 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება

გეგა გეგეშიძე პატიმრობიდან 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი. მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, გეგა გეგეშიძისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და ის ხვალიდან სამუშაოს დაუბრუნდება. რაც შეეხება 5000 ლარიან გირაოს, მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა, ამ ნაწილში დააკმაყოფილა და გეგეშიძე, საპატიმროს მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს, რაც გირაოს თანხა დაიფარება. პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  

მეტი

პროკურატურა გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და 5 000 ლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და 5 000 ლარიან გირაოს ითხოვს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარეს სასამართლოსთან ორი შუამდგომლობა აქვს – 5 000 ლარიანი გირაო და გეგეშიძის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვება. სასამართლო გაიზიარებს თუ არა ბრალდების მოთხოვნებს, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ გეგეშიძე სასამართლო დარბაზიდან, სავარაუდოდ, ვერ გაათავისუფლებენ, რადგან პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა, საპატიმრო მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ დატოვოს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი გუშინ, 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს. 11 იანვარს, თბილისის…

მეტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. როგორც დაკავებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, თუმცა მისთვის უცნობია, რას მოითხოვს ბრალდების მხარე. გეგეშიძის უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარე პროკურატურას გირაოს შესთავაზებს, თუმცა ჭკადუა გირაოს ოდენობას არ აზუსტებს. გამოძიებამ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის ცემის ფაქტზე, ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წაუყენა.

მეტი

მოჭიდავეები სასამართლოსთან იკრიბებიან – გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

მოჭიდავეები სასამართლოსთან იკრიბებიან – გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლები, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 15:00 საათიდან შეიკრიბებიან. დღეს, სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს. გეგა გეგეშიძეს გამოძიებამ ბრალი გუშინ გააცნო. მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ინციდენტის დროს, თავად გეგეშიძეც დაშავდა და მას ხუთი ნაკერი ადევს. გეგეშიძის უფლებადამცველი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული. გეგა გეგეშიძემ, 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით…

მეტი

გეგა გეგეშიძეს ბრალი წარედგინა

გეგა გეგეშიძეს ბრალი წარედგინა

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ცოტა ხნის წინ,  დიღომში მდებარე ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი წარედგინა. გეგეშიძეს გამოძიებამ ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი 239-ე მუხლზეც იყო, რაც ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს, თუმცა დაკავებულ პრეზიდენტს ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით წარედგინა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამართალდამცველებმა, გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტისას, გეგეშიძე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა…

მეტი

ჯეკ შეფერდი საქართველოს პოლიციას ჩაბარდა

ჯეკ შეფერდი საქართველოს პოლიციას ჩაბარდა

24 წლის შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრიტანეთში გასამართლებული 31 წლის ჯეკ შეფერდი, რომელიც თავს თბილისს აფარებდა, საქართველოს პოლიციას ნებასყოფლობით ჩაბარდა. განცხადებას ამის თაობაზე შსს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა…

მეტი

BBC: ლონდონში მკვლელობისთვის ბრალდებული თავს თბილისს აფარებს

BBC: ლონდონში მკვლელობისთვის ბრალდებული თავს თბილისს აფარებს

BBC-ს ცნობით, 31 წლის ჯეკ შეფერდი, რომელსაც გასული წლის ივლისში, ქალის არაგანზრახ მკვლელობისთვის, დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მარტის შემდეგ, თავს საქართველოს დედაქალაქს აფარებს. ტრაგიკული შემთხვევა ლონდონში, მდინარე ტემზაზე, 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ჯეკ შეფერდმა 24 წლის შარლოტა ბრაუნს მდინარეზე ნავით გასეირნება შესთავაზა. შეფერდი ამტკიცებდა, რომ ნავი მას ეკუთვნოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, დაუდგენელი მიზეზით, ნავი ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა და ამობრუნდა. შეფერდი და ბრაუნი წყალში გადაცვივდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა გადარჩენა შეძლო, ის ერთ-ერთ გორაკზე იპოვეს. შარლოტა ბრაუნი…

მეტი

ლადო ხინჩეგაშვილი: ჭიდაობა ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ

ლადო ხინჩეგაშვილი: ჭიდაობა ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ

“ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ. რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას მე ქულას ვერ ავუღებ”, – ეს განცხადება, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გვიან ღამე, გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა. “აქ რომ ვართ, ამდენი ადამიანი შეკრებილი, ნამდვილად არავის გვსიამოვნებს, მაგრამ საჭიროა. უნდა ვისვენებდეთ. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია, ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება და აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ საჭიროა და იმიტომ ვართ აქ. მორჩება ეს გაუგებრობა, რაც არის და რაც მალე მორჩება, უკეთესი იქნება ჭიდაობისთვის და…

მეტი

ლადო ხინჩეგაშვილი: არის თუ არა ჭიდაობის ოჯახის წევრი, ზურა დათუნაშვილს ჰკითხეთ

ლადო ხინჩეგაშვილი: არის თუ არა ჭიდაობის ოჯახის წევრი, ზურა დათუნაშვილს ჰკითხეთ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობის ფედერაციის დაპატიმრებულ პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ეს გაუგებრობა მალე უნდა დასრულდეს. ხინჩეგაშვილის განცხადებით, სპორტი და ოჯახი ერთიანი ვერ იქნება, თუ ერთი კაციც არ იქნება იმ ოჯახში. კითხვაზე, არის თუ არა ზურა დათუნაშვილი მათი ოჯახის წევრი, ამაზე ოლიმპიურ ჩემპიონს პასუხი არ აქვს. – აქ რომ ვართ, ამდენი ადამიანი შეკრებლიი, ნამდვილად არავის გვსიამოვნებს, მაგრამ საჭიროა. უნდა ვისვენებდეთ. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია, ოლიმპიური…

მეტი
1 17 18 19 20 21 23