სახალხო დამცველმა მისი მისამართით განხორციელებული მუქარის შემცველი წერილები გამოაქვეყნა

სახალხო დამცველმა მისი მისამართით განხორციელებული მუქარის შემცველი წერილები გამოაქვეყნა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მისი მისამართით განხორციელებულ მუქარის ფაქტებს ასაჯაროებს. “ჩემი ისტორიაც მინდა დავწერო: ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი… აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას. რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი;…

მეტი

შსს-მ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სამართალდამცავებს მიმდინარე წლის 10 ნოემბერს მიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა  შსს-ს შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა ხორციელდებოდა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით,  გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის…

მეტი

ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს

ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ღია წერილს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, სარალიძე მზად არის, ბიძინა ივანიშვილს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. “ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა-ზაზა სარალიძე, რომელის ცხოვრებაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დასრულდა. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ გავდა თქვენსას, ჯანმრთელობის გამო…

მეტი

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს

გიორგი გახარია: „ეს საკითხი დახურულია“ „პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მათ შორის საარჩევნო, ასევე, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე,“ – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც დაესწრო. „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მთავრობამ წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც…

მეტი

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავა

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გოლურდავა დააკავა. განცხადებას ამის თაობაზე სუსი ავრცელებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21…

მეტი
1 15 16 17