“სოკარ ჯორჯია გაზი” რეგიონებში კომერციულ აბონენტებს ტარიფს უძვირებს

“სოკარ ჯორჯია გაზი” რეგიონებში კომერციულ აბონენტებს ტარიფს უძვირებს

“სოკარ ჯორჯია გაზი”, რეგიონებში, კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი გაზის საფასურს 11 თეთრით უძვირებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ცვლილებები ძალაში პირველი მარტიდან შევა და აბონენტებს კუბურ მეტრზე, ნაცვლად 84 თეთრისა, 95 თეთრის გადახდა მოუწევთ. “2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ 1 მარტიდან. შპს “სოკრა ჯორჯია გაზი” წლების განმავლობაში ახორციელებს  ბუნებრივი  გაზის  მიწოდებისა  და  განაწილების საქმიანობას  საქართველოს  მასშტაბით.  დღემდე  კომპანიის  მიერ  რეგიონების   გაზიფიცირებისა  და  გაზმომარაგების  ინფრასტრუქტურის განვითარების  მიზნით  ინვესტირებულია  300 მლნ აშშ  დოლარზე  მეტი,  რის შედეგადაც    დამატებით  ასეულობით   ათას ოჯახსა …

მეტი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს. ინფორმაციას ამის თაობაზე სუს-ი ავრცელებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით…

მეტი

ჭიდაობის ფედერაციის მიერ ოზურგეთში, 26-27 იანვარს დაგეგმილი ეროვნული ჩემპიონატი გადაიდო

ჭიდაობის ფედერაციის მიერ ოზურგეთში, 26-27 იანვარს დაგეგმილი ეროვნული ჩემპიონატი გადაიდო

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას 26-27 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 23-წლამდელებს შორის, ეროვნული ჩემპიონატი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ტურნირი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს, თუმცა, მანამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ ადგილობივი სპორტის სასახლე 25-28 იანვარს საფეხბურთო ტურნირს მასპინძლობს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მასთან ეროვნული პირველობის ჩატარების საკითხი არ შეუთანხმებია. “ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში, 26-27 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 23 -წლამდელებს…

მეტი

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სამშენებლო კომპანია MBG, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვის სამუშაოებს  იწყებს. სახურავი დიდი ხანია დაზიანებულია, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადის, კედლები დანესტილია და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს. სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად 43…

მეტი
1 7 8 9