ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი სოხუმიდან

ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი სოხუმიდან

ქალაქ სოხუმის ფოტოები “რეკორდერს” ოკუპირებული აფხაზეთიდან ადგილობრივმა ფოტოგრაფმა გამოუგზავნა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. როგორ გამოიყურება სოხუმი დღეს, ნახეთ ფოტოკოლაჟი.  

მეტი

სოხუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

სოხუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

ოკუპირებულოი სოხუმის სანაპიროზე, ზღვამ წითელ ნუსხაში შეტანილი 2 მკვდარი დელფინი გამორიყა. ამ დროისთვის, გადაშენების პირას მყოფი დელფინების გამორიყვის ზუსტი მიზეზები უცნობია. როგორც სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტში განაცხადეს, ფაქტის შესწავლა და მოკვლევა მიმდინარეობს. ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლში არსებულმა ბრემის ლაბორატორიამ, შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინების ანათლების შესწავლის შემდეგ, რამდენიმე წლის წინ, დაადგინა, რომ წითელ წიგნში შეტანილ დელფინებს მორბილ-ვირუსული ინფექცია ანადგურებს.

მეტი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

განცხადება, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების გაგზავნის თაობაზე, ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმილ არჩევნებს “სრული ნდობა” გამოუცხადა და აღნიშნა, რომ “ყველაფერი დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”. პუტინმა ისევ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ცხინვალს “სტრატეგიულ პარტნიორად” მიიჩნევს. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რესპუბლიკაში სოციალური და ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს და უსაფრთხოება სტაბილური იყოს”, – განაცხადა პუტინმა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისში…

მეტი

“ძალიან ბედნიერი ვარ” – ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა დახვედრა მოუწყვეს

“ძალიან ბედნიერი ვარ” – ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა დახვედრა მოუწყვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას დღეს მოსწავლეებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ემოციური შეხვედრის ფოტოებს “მასწავლებლის სახლი” ავრცელებს. “ჩვენ  თქვენით ვამაყობთ”, “გილოცავთ”, “გვიყვარხართ” – ასეთი შინაარსის პოსტერები და ბუშტები დაახვედრეს ჩიბათის სკოლაში დღეს პედაგოგს. ქართველი პედაგოგი, 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” 10 ფინალისტს შორის მოხვდა. ფინალისტები, დღეს გამთენიას, ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. “ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ხა­ტო და გად­მოგ­ცეთ ჩემი ემო­ცი­ე­ბი! 2017 წელს მასწავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი რომ გავ­ხდი,…

მეტი

კურორტი “გუდაური” დაიკეტა

კურორტი “გუდაური” დაიკეტა

ძლიერი ქარბუქის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კურორტი გუდაური დაიკეტა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის, გუდაურში მხოლოდ პირველმა საბაგირომ დაიწყო ფუნქციონირება, რომელსაც მეტეოროლოგიური პირობები ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა.

მეტი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას – 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ,…

მეტი

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობას ისევ მიიღებს

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობას ისევ მიიღებს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის პოსტისთვის ისევ იბრძოლებს. ამის შესახებ, სიჭინავამ “პირველ არხს” განუცხადა. მისი განმარტებით, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით, ის დამოუკიდებელი კანდიდატი აღარ იქნება. “მერი ჩემთვის არის მენეჯერი და არა პოლიტიკოსი, რადგან მერს უნდა აწუხებდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტადიონი, გაზი, გზა, წყალი და ასე შემდეგ. მე მზად ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. 2017 წელს ვიყარე კენჭი, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. უნდა გყავდეს მხარდამჭერი პარტია და მზად…

მეტი

ენერგოომბუდსმენი რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის გაზის გაძვირებას უარყოფითად აფასებს

ენერგოომბუდსმენი რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის გაზის გაძვირებას უარყოფითად აფასებს

შპს “სოკარ-ჯორჯია გაზის” გადაწყვეტილებას რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი უარყოფითად აფასებს. “დღეისათვის მოქმედი 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულია შესაბამისი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაში, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს. მოცემულ შემთხვევაში, ,”სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადება არ არის საკმარისად არგუმენტირებული და მათ მიერ…

მეტი

“სოკარ ჯორჯია გაზი” რეგიონებში კომერციულ აბონენტებს ტარიფს უძვირებს

“სოკარ ჯორჯია გაზი” რეგიონებში კომერციულ აბონენტებს ტარიფს უძვირებს

“სოკარ ჯორჯია გაზი”, რეგიონებში, კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი გაზის საფასურს 11 თეთრით უძვირებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ცვლილებები ძალაში პირველი მარტიდან შევა და აბონენტებს კუბურ მეტრზე, ნაცვლად 84 თეთრისა, 95 თეთრის გადახდა მოუწევთ. “2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ 1 მარტიდან. შპს “სოკრა ჯორჯია გაზი” წლების განმავლობაში ახორციელებს  ბუნებრივი  გაზის  მიწოდებისა  და  განაწილების საქმიანობას  საქართველოს  მასშტაბით.  დღემდე  კომპანიის  მიერ  რეგიონების   გაზიფიცირებისა  და  გაზმომარაგების  ინფრასტრუქტურის განვითარების  მიზნით  ინვესტირებულია  300 მლნ აშშ  დოლარზე  მეტი,  რის შედეგადაც    დამატებით  ასეულობით   ათას ოჯახსა …

მეტი
1 3 4 5 6