დუშეთში, ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა

დუშეთში, ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის საიუბილეო ღონისძიებაზე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ განაცხადა. 12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 48 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრა. ბრიგადის გენერალმა ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან გმირის სახელობის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ზურაბ იარაჯულის ღვაწლზე ისაუბრა და მისი…

მეტი

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან, ცხედარის გადმოსვენებას გარდაცვლილის ახლობლები, წითელი ჯვრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება. 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან აიყვანეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა…

მეტი

ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი გაგრიდან

ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი გაგრიდან

ქალაქ გაგრის ფოტოები, რომელიც “რეკორდერს” ადგილობრივმა ფოტოგრაფმა გამოუგზავნა და ვინაობის გამხელა, არც ამჯერად ისურვა. იხილეთ ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება გაგრა დღეს.

მეტი

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი, საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 15 მარტიდან გახსნის

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი, საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 15 მარტიდან გახსნის

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 15 მარტიდან გახსნის. გადაწყვეტილება ე.წ სამხრეთ ოსეთის მთავრობაში მიიღეს. როგორც მარიონეტული რეჟიმის უშიშროების საბჭოში განმარტავენ, საზღვრის გახსნა და გამარტივება მოქალაქეებისთვის, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო მიიღეს. როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ცხინვალს, ე.წ. საზღვარი, საქართველოში H1N1 ვირუსი გამო ჰქონდა ჩაკეტილი.

მეტი

ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი სოხუმიდან

ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი სოხუმიდან

ქალაქ სოხუმის ფოტოები “რეკორდერს” ოკუპირებული აფხაზეთიდან ადგილობრივმა ფოტოგრაფმა გამოუგზავნა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. როგორ გამოიყურება სოხუმი დღეს, ნახეთ ფოტოკოლაჟი.  

მეტი

სოხუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

სოხუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

ოკუპირებულოი სოხუმის სანაპიროზე, ზღვამ წითელ ნუსხაში შეტანილი 2 მკვდარი დელფინი გამორიყა. ამ დროისთვის, გადაშენების პირას მყოფი დელფინების გამორიყვის ზუსტი მიზეზები უცნობია. როგორც სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტში განაცხადეს, ფაქტის შესწავლა და მოკვლევა მიმდინარეობს. ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლში არსებულმა ბრემის ლაბორატორიამ, შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინების ანათლების შესწავლის შემდეგ, რამდენიმე წლის წინ, დაადგინა, რომ წითელ წიგნში შეტანილ დელფინებს მორბილ-ვირუსული ინფექცია ანადგურებს.

მეტი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

განცხადება, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების გაგზავნის თაობაზე, ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმილ არჩევნებს “სრული ნდობა” გამოუცხადა და აღნიშნა, რომ “ყველაფერი დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”. პუტინმა ისევ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ცხინვალს “სტრატეგიულ პარტნიორად” მიიჩნევს. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რესპუბლიკაში სოციალური და ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს და უსაფრთხოება სტაბილური იყოს”, – განაცხადა პუტინმა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისში…

მეტი

“ძალიან ბედნიერი ვარ” – ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა დახვედრა მოუწყვეს

“ძალიან ბედნიერი ვარ” – ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა დახვედრა მოუწყვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას დღეს მოსწავლეებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ემოციური შეხვედრის ფოტოებს “მასწავლებლის სახლი” ავრცელებს. “ჩვენ  თქვენით ვამაყობთ”, “გილოცავთ”, “გვიყვარხართ” – ასეთი შინაარსის პოსტერები და ბუშტები დაახვედრეს ჩიბათის სკოლაში დღეს პედაგოგს. ქართველი პედაგოგი, 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” 10 ფინალისტს შორის მოხვდა. ფინალისტები, დღეს გამთენიას, ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. “ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ხა­ტო და გად­მოგ­ცეთ ჩემი ემო­ცი­ე­ბი! 2017 წელს მასწავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი რომ გავ­ხდი,…

მეტი

კურორტი “გუდაური” დაიკეტა

კურორტი “გუდაური” დაიკეტა

ძლიერი ქარბუქის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კურორტი გუდაური დაიკეტა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის, გუდაურში მხოლოდ პირველმა საბაგირომ დაიწყო ფუნქციონირება, რომელსაც მეტეოროლოგიური პირობები ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა.

მეტი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი
1 2 3 4