- გიორგი გახარია: სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი
- რუსეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა
- გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ტურინის გრან პრი ქართული ცეკვით დახურეს (ვიდეო)
- თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის გამარჯვებულია
- რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
მესტიაში, სოფელ ეცერის მახლობლად ტყის მასივი იწვის
დღეს დილიდან, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი. “ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი