ასპინძის სკოლის მოსწავლეები PRMC-ის სოციალურ პროექტში მონაწილეობენ
ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კვიპროსული “ანორთოსისის” თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა კომპანია PRMC-ის და “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” (CSF) მიერ განხორციელებული სოციალური კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში გაიმართა – “შეხვედრა ჩემპიონთან” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად ხორციელდება. პროექტი, სოციალური კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით ტარდება და პანდემიის დროს, მოზარდების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის, ონლაინ სივრცეში, სკოლის მოსწავლეებთან ცნობილი ქართველი სპორტსმენების, ჩემპიონების…
მეტი