გიორგი გახარია: ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა

გიორგი გახარია: ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა

“ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთდ მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად რომელ მხარეს იყო – უნდა იყოს დასჯილი. პრემიერის თქმით, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მთავრობის მეთაურის თქმით, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. „პირველი – რა თქმა უნდა,…

მეტი

როგორი საარჩევნო სისტემა მოქმედებს გერმანიაში – რას ითხოვს ოპოზიცია

როგორი საარჩევნო სისტემა მოქმედებს გერმანიაში – რას ითხოვს ოპოზიცია

გერმანიის საარჩევნო სისტემა ამერიკულისგან, ბრიტანულისა და შვეიცარიულისგან განსხვავებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ გერმანიაში მმართველობის ფორმა არის არა პირდაპირი, არამედ – წარმომადგენლობითი. მასში ცენტრალურ როლს ასრულებენ არჩეული დეპუტატები, რომლებიც ხალხის ნების გამომხატველებად მიიჩნევიან. უფრო კონკრეტულად, შვეიცარია პირდაპირი დემოკრატიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამ ქვეყნის მოქალაქეები კანონებს პარლამენტს მიღმა, რეფერენდუმებზეც იღებენ. გერმანიაში კი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მეშვეობით ფორმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი სწორედ დეპუტატებზე მოდის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის…

მეტი

ნინო ლომჯარია: “ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში”

ნინო ლომჯარია: “ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში”

ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა მედიას განუცხადა, რითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება, სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. “ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს აქტიური კონსულტაციები ეუთო /ოდირთან, პირადად შევხვდი ეუთო /ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი…

მეტი

კახა კალაძე: “კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას”

კახა კალაძე: “კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას”

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, მაჟორიტარების ბიუროებთან მომხდარი დაპირისპირებების  ორგანიზატორებად ოპოზიციას ასახელებს. “ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით…

მეტი

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ “ევროპული საქართველოს” ლიდერები, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც. “დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მივიდა.

მეტი

ბიძინა ივანიშვილი:”ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ”

ბიძინა ივანიშვილი:”ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ”

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამერიკის ფულით დაფინანსებული ენჯეოები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ორგანიზაციებში თავისი ხალხი ჰყავს ჩანერგილი. – “არ გამოვრიცხავ, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ”, – განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა „პირად შეხვედრებში ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას. ეტყობა არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ…

მეტი

რესპუბლიკური პარტია კონკორდატის გაუქმების ინიციატივით გამოდის

რესპუბლიკური პარტია კონკორდატის გაუქმების ინიციატივით გამოდის

საქართველოს რესპუბლიკური პარტია სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთაბხმების (კონკორდატი) გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკურმა პარტიამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. “რესპუბლიკელები არაერთი წელია ქვეყნის დემოკრატული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობის პრობლემას მივიჩნევთ. პოსტსაბჭოთა საქართველოს გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობამ მიიღო უკანონო და საშიში სახე. ეროვნული მიძრაობის დროს პოპულარული იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადის იდეა. შევარდნაძის მმართველობის საწყის ეტაპზე საპატრიარქო რელიგიის შესახებ ისეთი კანონის მიღებას მოითხოვდა, რომელიც…

მეტი

კახა ოქრიაშვილი: თუ ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით

კახა ოქრიაშვილი: თუ ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა და თუ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდა, რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება. ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა. დეპუტატი აცხადებს, რომ აქციის დაშლასთან დაკავშირებით კითხვები შსს-ს უნდა დაუსვან და განმარტავს, რომ მხარს უჭერს მაჟორიტარულ სისტემასა და საპრეზიდენტო მმართველობას. “მე ვარ დეპუტატი, მე არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს-ს წარმომადგენელს, რატომ მოხდა აქციის დაშლა. მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ასევე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს…

მეტი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა გამთენიას წყლის ჭავლით დაშალა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა გამთენიას წყლის ჭავლით დაშალა

პარლამენტთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია, სპეცრაზმმა, გამთენიის 5 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. იმ დროისთვის, პარლამენტთან აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირებული იყო, ხალხს გზის სავალი ნაწილი გათავისუფლებული ჰქონდა და ტროტუარზე იყო გადასული. სპეცრაზმის გამოჩენას აქტივისტები ხელებაწეულები შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, ე.წ. რობოკოპებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. აქციის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მოგვიანებით, აქტივისტებმა ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვნეს, რომელიც წყლის ჭავლის შედეგად დასველდა, მისი ორგანიზმი გადაიყინა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ჰოსპიტალში გადაიყვანა. არსებული…

მეტი

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებენ. პიკერიტებისკენ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა. აქციის მონაწილეები უკვე გადანაწილდნენ პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, სადაც კასრები და პუფები მიიტანეს. ჩიტაძის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროს ყოფილი შენობის ეზოში კი სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პარლამენტის შენობასთან აქციის დაწყებამდე, “გირჩის” წევრებმა, “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ფოტო: 1tv.ge

მეტი
1 3 4 5 6 7 34