„ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს’’ – თბილისის აეროპორტში ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა განხორციელდა

„ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს’’ – თბილისის აეროპორტში ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა განხორციელდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად პარტია ავრცელებს. როგორც თავის მხრივ, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, თავდასხმა საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, შიდა ზონაში მოხდა. “მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი”, – დაწერა უგულავამ facebook-ზე. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. აღსანიშნავია,…

მეტი

თავდაცვის მინისტრისთვის პრეზიდენტის განცხადება ჯარის შესახებ კატეგორიულად მიუღებელია

თავდაცვის მინისტრისთვის  პრეზიდენტის განცხადება ჯარის შესახებ კატეგორიულად მიუღებელია

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, -ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის…

მეტი

პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა- როგორ გაამართლა სოფო კილაძემ ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა-  როგორ გაამართლა სოფო კილაძემ ზურაბიშვილის  განცხადება ჯარზე

„ალბათ, პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი”, – ასე გაამართლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება. როგორც დეპუტატი ამბობს, პრეზიდენტმა უბრალოდ ვერ გადმოსცა თავისი სათქმელი, რეალურად კი, ის გულისხმობდა, რომ ჩვენი მთავარი მიმართულება განათლება უნდა იყოს. “ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც იცავს ჩვენს სამშობლოს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა და მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. პრეზიდენტმა ვერ გამოხატა…

მეტი

“ლელო” სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ლელო” სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელია. გარდა ამისა, “ლელო” მოუწოდებს თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ. “პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მყოფ, ათასობით პატრიოტ ჯარისკაცს, ვეტერანებს, საერთაშორისო მისიებში და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ. ასევე საერთაშორისო მისიებში მყოფ შენაერთებს, რომელთა…

მეტი

გიორგი გახარია: სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი

გიორგი გახარია: სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი

“სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე. გიორგი გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე. პრემიერმა…

მეტი

ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა

ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა

ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2020 წელს დედაქალაქს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომლის საშუალებითაც, ქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. „ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, თუმცა ჩვენ მათ არ ვუშინდებით. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას და პრობლემას ღირსეულად გადავლახავთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე – როდესაც ჩვენი…

მეტი

გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა

გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ…

მეტი

გიორგი გახარია: ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა

გიორგი გახარია: ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა

“ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთდ მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად რომელ მხარეს იყო – უნდა იყოს დასჯილი. პრემიერის თქმით, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მთავრობის მეთაურის თქმით, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. „პირველი – რა თქმა უნდა,…

მეტი

როგორი საარჩევნო სისტემა მოქმედებს გერმანიაში – რას ითხოვს ოპოზიცია

როგორი საარჩევნო სისტემა მოქმედებს გერმანიაში – რას ითხოვს ოპოზიცია

გერმანიის საარჩევნო სისტემა ამერიკულისგან, ბრიტანულისა და შვეიცარიულისგან განსხვავებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ გერმანიაში მმართველობის ფორმა არის არა პირდაპირი, არამედ – წარმომადგენლობითი. მასში ცენტრალურ როლს ასრულებენ არჩეული დეპუტატები, რომლებიც ხალხის ნების გამომხატველებად მიიჩნევიან. უფრო კონკრეტულად, შვეიცარია პირდაპირი დემოკრატიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამ ქვეყნის მოქალაქეები კანონებს პარლამენტს მიღმა, რეფერენდუმებზეც იღებენ. გერმანიაში კი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მეშვეობით ფორმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი სწორედ დეპუტატებზე მოდის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის…

მეტი

ნინო ლომჯარია: “ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში”

ნინო ლომჯარია: “ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში”

ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა მედიას განუცხადა, რითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება, სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. “ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს აქტიური კონსულტაციები ეუთო /ოდირთან, პირადად შევხვდი ეუთო /ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი…

მეტი
1 2 3 4 5 6 34