აშშ-ის საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

აშშ-ის საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ორგანიზებული. თუმცა, აქვე, საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების თაობაზე, როგორიცაა “შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება” და იმედოვნებს, რომ მეორე ტურში მსგავსი ხარვეზები აღმოფხვრილი იქნება. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ…

მეტი

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა ორი ყოფილი მინისტრი თითქმის თანაბარი პოზიციებით ლიდერობს: ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38, 64% მიიღო – 615660 ხმა, ვაშაძემ – 37,74% – 601208 ხმა. მესამე ადგილზე საგარეო საქმეთა კიდევ ერთი ყოფილი…

მეტი

სად არის წყალი აუზში? – ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი სესიაშვილის სახლის ღირებულება პირდაპირ ეთერში დათვალა

სად არის წყალი აუზში? – ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი სესიაშვილის სახლის ღირებულება პირდაპირ ეთერში დათვალა

საიდან იშოვეს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა ძვირადღირებული სახლების ასაშენებელი ფული? – ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ტელეკომპანია “რუსთავი 2” სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. პარტიის ლიდერის თქმით, ოპოზიციური ტელევიზია საკუთარ ეთერში განსხვავებული აზრის გამოხატვის საშუალებას არ იძლევა და მაყურებლის ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი.   ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის მშენებარე სახლის შესახებ ისაუბრა და მისი თვითღირებულება პირდაპირ ეთერში დათვალა. მილიარდელი ბიზნესმენის თქმით, 310 კვადრატული მეტრი სახლის აშენება 31 ათას დოლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება აუზს, მისი ღირებულება…

მეტი

არსებობს თუ არა ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი?

არსებობს თუ არა ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი?

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მასთან შეხვედრაზე ორჯერ იყო. ივანიშვილი აცხადებს, რომ ოქუაშვილს შეხვედრის ამსახველი ჩანაწერის გაკეთება ორივეჯერ თავისუფლად შეეძლო, რადგან იგი მასთან ოფისში მომსვლელ სტუმრებს არ ამოწმებს. ჟურნალისტის კითხვა, თავად ხომ არ ახორციელებს შეხვედრების ჩაწერას, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვა. “ჩემთან მოსული კაცია. თუ ჩანაწერების მეშინია, შემიძლია, შევამოწმო. როგორც წესი, არ ვამოწმებ. ყველას შეუძლია ჩემთან ჩანაწერი გააკეთოს. არც ერთხელ არ შემიმოწმებია ეს კაცი…. რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს და ვერც იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ,…

მეტი

რისთვის უნდა დავსაჯო ფარცხალაძე? – ბიძინა ივანიშვილი ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

რისთვის უნდა დავსაჯო ფარცხალაძე? – ბიძინა ივანიშვილი ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

“ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია. ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის ასეთი აქცენტით გაკეთებული, რომ ეს თავშივე დანაშაულს შეიცავს… არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს… რატომ უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე? ეს განცდა რომ გაქვთ, რასაც თქვენ უქმნით საზოგადოებას, არასწორ განცდას, ამიტომაც ჩაგეკითხეთ. არ გაქვთ საფუძველი იმისა, რომ კაცი დაისაჯოს და დასჯას ითხოვთ უკვე ჟურნალისტი თქვენივე კითხვაში,” – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტვ 1-ის ჟურნალისტის შეკითხვას ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძესა და “ომეგას” სკანდალთან დაკავშირებით. მან აქვე აღნიშნა, რომ ფარულ ჩანაწერებში…

მეტი

ვაშაძის შტაბი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – “ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის”

ვაშაძის შტაბი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – “ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის”

გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. როგორც ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი “რუსთავი 2”-ის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ჩანაწერია, სადაც ხორავას საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ხელისუფლების წინააღმდეგ მის მიერვე შენახულ კომპრომატებსა და სხვა საქმეებზე საუბრობს. “ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ხელისუფლება გვყავს. ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ და ხელისუფლების ყველა შტოს მართავს კრიმინალური, შეიარაღებული…

მეტი
1 33 34 35