მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღარ არის. პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. ეს პრინციპებია: o ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; o ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა; o მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა; o ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის…

მეტი

ჩორჩანასთან, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

ჩორჩანასთან, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი  ვითარების სრული დეესკალაცია და განმუხტვა იყო. “შეხვედრა საკმაოდ კონსტრუციულ გარემოში წარიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ…

მეტი

ქართული მხარე დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთისა” და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ხვდება

ქართული მხარე დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთისა” და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ხვდება

სოფელ ჩორჩანასთან, ამ წუთებში ქართული მხარე დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთისა” და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე, უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ  ქართულ მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება კონსტრუქციულ რეჟიმში სურს. “ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი პოზიცია იქნება ისეთი, რომელიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო…

მეტი

ევროკომისია, სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ევროკომისია, სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად”, – ნათქვამია  განცხადებაში. დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან, ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების…

მეტი

დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” „საგარეო უწყება” სიტუაციის მოსალოდნელ გამწვავებაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს

დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” „საგარეო უწყება” სიტუაციის მოსალოდნელ გამწვავებაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს

დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” „საგარეო უწყება” სიტუაციის მოსალოდნელ გამწვავებაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს. თვითგამოცხადებული”სამხრეთ ოსეთის” “საგარეო საქმეთა სამინისტრო” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მხარის ქმედებამ შესაძლოა მთელს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელსაც თან ახლავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაზრდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას…

მეტი

საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, 500 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. გენერალურმა პროკურატურამ, ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართა. საქალაქო სასამართლოში სხდომა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც წერეთელმა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს განუმარტა, მისი ოჯახი დღეს ბიზნესებს აღარ ფლობს და შემოსავალი 180 ლარიანი პენსიაა. მოსამართლემ ვახტანგ წერეთელს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თუ რა შემოსავალი აქვს ზოგადად წერეთლების ოჯახს, რათა გირაოს ოდენობა განესაზღვრა,…

მეტი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც ბიზნესმენის შვილი, ტელეკომპანია “ტვ პირველის” მფლობელი, ვახტანგ წერეთელი განმარტავს, მამამისი საქართველოში არ იმყოფება და დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს, საგამოძებო უწყებაში გამოცხადდება. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება

მამუკა ხაზარაძე: გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახს, უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ…

მეტი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “რუსთავი 2”-ს, “იმედსა” და “მაესტროს” მრავალმილიონიანი ვალი აქვთ

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “რუსთავი 2”-ს, “იმედსა” და “მაესტროს” მრავალმილიონიანი ვალი აქვთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელეკომპანიებს – “რუსთავი 2”, “იმედი” და “მაესტრო” მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ. მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიების დავალიანების საკითხი უნდა გადაწყდეს და დაგროვილი გადასახადების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. “რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის “იმედი” “რუსთავი 2” და “მაესტრო”. “რუსთავს” აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, “იმედს” 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები…

მეტი

ია კიწმარიშვილმა “რუსთავი 2”-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ია კიწმარიშვილმა “რუსთავი 2”-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ია კიწმარიშვილმა “რუსთავი 2″-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. რუსთავი 2”- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე აცხადებს, რომ მსგავსი მოთხოვნით სასამართლოს ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა, თუმცა, ხანდაზმულობის ვადის გამო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ია კიწმარიშვილის განმარტებით, ახლა სხვა რეალობაა, რადგან ტელეკომპანიას ჰყავს ახალი მფლობელი და მას სრული უფლება აქვს, წილზე იდავოს.

მეტი
1 2 3 4 5 21