სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას და მის შვილებს ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ზურაბიშვილი სამართლადამცველებს საქმის გამოძებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. “ბოლო დღეებში – 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების – თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად, სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: “შუბლს გაგიხვრიტავ”, “თქვენს სისხლს დავლევ”. მუქარა…

მეტი

ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით”

ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით”

ბიძინა ივანიშვილი: “მინდა, მივმართო ჩემს ხალხს! მინდა, მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე! პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის! მაგრამ დღეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია! მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების. მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე…

მეტი

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება. ხაზარაძის თქმით, ქვეყანა რთული რეალობის წინაშე დგას – “ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი”. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამის თქმის საფუძველს მისი კომპანიების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აძლევს, მათ შორის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერის მხრიდან. ხაზარაძე წერს, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებელი ტერიტორია მისთვის “უფასოდ” არავის უჩუქებია და პროექტის განხორციელების უფლება მან…

მეტი

“შეწყალება არ მჭირდება” – ვანო მერაბიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

“შეწყალება არ მჭირდება” – ვანო მერაბიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ასევე ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ იგი პოლიტპატიმრად აღიარა, ამიტომ შეწყალებას არ საჭიროებს: “არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, “ქართულ ოცნებაში” სრული ისტერიკა დაიწყო. რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ამომრჩევლებს აშინებენ იმით, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყება. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ “ქართული ოცნების” მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც…

მეტი

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს

გიორგი გახარია: „ეს საკითხი დახურულია“ „პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მათ შორის საარჩევნო, ასევე, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე,“ – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც დაესწრო. „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მთავრობამ წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც…

მეტი

“მე თვითონ წავედი ციხეში…არ ვაპირებ, მივმართო ვაშაძეს შეწყალების თხოვნით”, – ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

“მე თვითონ წავედი ციხეში…არ ვაპირებ, მივმართო ვაშაძეს შეწყალების თხოვნით”, – ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში უკანასკნელ დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ვრცელ წერილს აქვეყნებს. ახალაია ხაზგასმით აცხადებს, რომ, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისთვის შეწყალების თხოვნას არ აპირებს. “მინდა ორიოდე სიტყვით მივმართო როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულებითაც არ ვთვლი თავს ისეთ მნიშვნელოვან პერსონად, რომელზეც შეიძლება რამე იყოს დამოკიდებული დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩემი სახელის გამოყენება მაინც ხდება ხელისუფლების ზოგიერთი უსინდისო წარმომადგენლის მხრიდან ჩემთვის სრულიად გაუგებარი ბინძური მიზნებით,…

მეტი

“იმედი” – “ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”

“იმედი” – “ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”

ტელეკომპანია “იმედი” საგანგებო რეჟიმზე  გადადის  „წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი,“ –  ტელეკომპანია „იმედმა“ ეს განცხადება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ  გაავრცელა და საგანგებო რეჟიმი დააანონსა. ტელეკომპანიას ექნება ახალი საინფორმაციო ბადე, რომლის მიხედვითაც, თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში კვირაში ორჯერ გავა. ასევე, წინასაარჩევნოდ,…

მეტი

აშშ-ის საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

აშშ-ის საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ორგანიზებული. თუმცა, აქვე, საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების თაობაზე, როგორიცაა “შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება” და იმედოვნებს, რომ მეორე ტურში მსგავსი ხარვეზები აღმოფხვრილი იქნება. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ…

მეტი

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა ორი ყოფილი მინისტრი თითქმის თანაბარი პოზიციებით ლიდერობს: ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38, 64% მიიღო – 615660 ხმა, ვაშაძემ – 37,74% – 601208 ხმა. მესამე ადგილზე საგარეო საქმეთა კიდევ ერთი ყოფილი…

მეტი

სად არის წყალი აუზში? – ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი სესიაშვილის სახლის ღირებულება პირდაპირ ეთერში დათვალა

სად არის წყალი აუზში? – ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი სესიაშვილის სახლის ღირებულება პირდაპირ ეთერში დათვალა

საიდან იშოვეს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა ძვირადღირებული სახლების ასაშენებელი ფული? – ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ტელეკომპანია “რუსთავი 2” სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. პარტიის ლიდერის თქმით, ოპოზიციური ტელევიზია საკუთარ ეთერში განსხვავებული აზრის გამოხატვის საშუალებას არ იძლევა და მაყურებლის ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი.   ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის მშენებარე სახლის შესახებ ისაუბრა და მისი თვითღირებულება პირდაპირ ეთერში დათვალა. მილიარდელი ბიზნესმენის თქმით, 310 კვადრატული მეტრი სახლის აშენება 31 ათას დოლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება აუზს, მისი ღირებულება…

მეტი
1 21 22 23 24